კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა რამიშვილი - "ნაც მოძის" ნარჩენები აპრილისთვის შეთქმულებას აწყობენ
შალვა რამიშვილი - "ნაც მოძის" ნარჩენები აპრილისთვის შეთქმულებას აწყობენ

ჟურ­ნა­ლის­ტი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი უმ­ცი­რე­სო­ბას შეთ­ქმუ­ლე­ბის­თვის მზა­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"მაშ ასე: ნა­თე­ლია, რომ "ნაც მო­ძის" ნარ­ჩე­ნე­ბი აპ­რი­ლის­თვის შეთ­ქმუ­ლე­ბას აწყო­ბენ. დღე არ გავა, რომ სა­ბო­ტა­ჟის ფაქ­ტე­ბი არ გამ­ჟღავ­ნდეს. ყვე­ლა სფე­რო­ში ხდე­ბა ეს. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, ჯან­დაც­ვა­ში, გა­ნათ­ლე­ბა­ში. სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბაც ტორ­პე­დი­რე­ბულ იქნა მი­შას მიერ. ყო­ფი­ლი ელ­ჩე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ ინარ­ჩუ­ნე­ბენ პოს­ტებს, სიც­რუ­ეს ავ­რცე­ლე­ბენ უცხო­ე­ლებ­თან.

მათი გეგ­მა მარ­ტი­ვია. მო­ახ­დი­ნონ ახა­ლი მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია უცხო­ელ­თა თვალ­ში. მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ზარ­დონ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო­თა რი­ცხვი, ხოლო აპ­რილ­ში მო­ა­წყონ არე­უ­ლო­ბა, რაც მი­შას პარ­ლა­მენ­ტის და მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნის სა­ბაბს მის­ცემს.

იმის­თვის, რომ ეს არ მოხ­დეს სა­ჭი­როა მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა მო­ვახ­მა­როთ მოქ­მე­დი დიქ­ტა­ტო­რუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის შეც­ვლას. მი­შას არ უნდა შე­ეძ­ლოს უპი­რო­ბოდ და­თხოვ­ნა მთავ­რო­ბი­სა. ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ისევ მე­რა­ბიშ­ვილ­მა არ უნდა ჩა­ა­ტა­როს. რო­გორც კი ეს ია­რა­ღი გა­მო­ეც­ლე­ბა მი­შას ის და­ა­ნე­ბებს თავს "გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე" ფიქ­რს.

ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არაა უმოქ­მე­დოდ. მე რო­გორც ვიცი, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა გროვ­დე­ბა. ისიც ვიცი, რომ "ნაც მო­ძელ­თა" რი­გებ­ში ყვე­ლა არ ეთან­ხმე­ბა მი­შას ამ ავან­ტი­უ­რას.

სა­ჭი­როა მეტი ზე­წო­ლა (კა­ნო­ნის ფარ­გლე­ბა­ში, რა თქმა უნდა), მეტი გან­ხილ­ვა ამ თე­მი­სა. კონ­სტი­ტუ­ცია ძა­ლი­ან დიდი ქვო­რუ­მით უნდა შე­იც­ვა­ლოს", - წერს რა­მიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე".

გუ­შინ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტებს" 19 აპ­რილს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეკ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბუნ­დო­ვა­ნი პო­ზი­ცია სა­გა­რეო კურ­სზე გვაძ­ლევს სა­ფუძ­ველს, კი­დევ ერთხელ შე­ვიკ­რი­ბოთ და ვუ­თხრათ, რომ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლია ევ­რო­პა. გა­მოვ­დი­ვართ ინი­ცი­ა­ტი­ვით, 19 აპ­რილს, 16:00 სა­ათ­ზე ჩა­ტარ­დეს დიდი მი­ტინ­გი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, ძვე­ლი პარ­ლა­მენ­ტის წინ. მინ­და, მო­ვიწ­ვიო სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა პატ­რი­ო­ტი, რათა დღე­ვან­დელ მთავ­რო­ბას და­ვა­ნა­ხოთ, რომ სულ ერთი არ არის ჩვე­ნი და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი, სა­ქარ­თვე­ლო არ უნდა დაბ­რუნ­დეს ძველ დრო­ში, სა­დაც არ იყო დე­მოკ­რა­ტია და თა­ვი­სუფ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

შალვა რამიშვილი - "ნაც მოძის" ნარჩენები აპრილისთვის შეთქმულებას აწყობენ

შალვა რამიშვილი - "ნაც მოძის" ნარჩენები აპრილისთვის შეთქმულებას აწყობენ

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი უმცირესობას შეთქმულებისთვის მზადებაში ადანაშაულებს.

"მაშ ასე: ნათელია, რომ "ნაც მოძის" ნარჩენები აპრილისთვის შეთქმულებას აწყობენ. დღე არ გავა, რომ საბოტაჟის ფაქტები არ გამჟღავნდეს. ყველა სფეროში ხდება ეს. სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვაში, განათლებაში. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებაც ტორპედირებულ იქნა მიშას მიერ. ყოფილი ელჩები, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ პოსტებს, სიცრუეს ავრცელებენ უცხოელებთან.

მათი გეგმა მარტივია. მოახდინონ ახალი მთავრობის საქმიანობის დისკრედიტაცია უცხოელთა თვალში. მაქსიმალურად გაზარდონ ახალი ხელისუფლებით უკმაყოფილოთა რიცხვი, ხოლო აპრილში მოაწყონ არეულობა, რაც მიშას პარლამენტის და მთავრობის დათხოვნის საბაბს მისცემს.

იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს საჭიროა მაქსიმალური ძალისხმევა მოვახმაროთ მოქმედი დიქტატორული კონსტიტუციის შეცვლას. მიშას არ უნდა შეეძლოს უპირობოდ დათხოვნა მთავრობისა. ახალი არჩევნები ისევ მერაბიშვილმა არ უნდა ჩაატაროს. როგორც კი ეს იარაღი გამოეცლება მიშას ის დაანებებს თავს "გადატრიალებაზე" ფიქრს.

ეს ხელისუფლება არაა უმოქმედოდ. მე როგორც ვიცი, საკონსტიტუციო უმრავლესობა გროვდება. ისიც ვიცი, რომ "ნაც მოძელთა" რიგებში ყველა არ ეთანხმება მიშას ამ ავანტიურას.

საჭიროა მეტი ზეწოლა (კანონის ფარგლებაში, რა თქმა უნდა), მეტი განხილვა ამ თემისა. კონსტიტუცია ძალიან დიდი ქვორუმით უნდა შეიცვალოს", - წერს რამიშვილი "ფეისბუქზე".

გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა "საქართველოს პატრიოტებს" 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა.

"საქართველოს ხელისუფლების ბუნდოვანი პოზიცია საგარეო კურსზე გვაძლევს საფუძველს, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ვუთხრათ, რომ ჩვენი მომავალია ევროპა. გამოვდივართ ინიციატივით, 19 აპრილს, 16:00 საათზე ჩატარდეს დიდი მიტინგი რუსთაველის გამზირზე, ძველი პარლამენტის წინ. მინდა, მოვიწვიო საქართველოს ყველა პატრიოტი, რათა დღევანდელ მთავრობას დავანახოთ, რომ სულ ერთი არ არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი, საქართველო არ უნდა დაბრუნდეს ძველ დროში, სადაც არ იყო დემოკრატია და თავისუფლება", - განაცხადა მერაბიშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს