მსოფლიო
საზოგადოება

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალები" საკითხის ძალისმიერი გზით გადაწყვეტისთვის ემზადებიან
"ნაციონალები" საკითხის ძალისმიერი გზით გადაწყვეტისთვის ემზადებიან

ქარ­თვე­ლებს გვე­ხერ­ხე­ბა ყვე­ლაფ­რის გა­მარ­თლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით უცხო­ე­თი­დან მა­გა­ლი­თე­ბის მოყ­ვა­ნით. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ვწერ­დით მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ აფ­რი­კა­ში შიმ­ში­ლის­გან და­ო­სე­ბულ ბავ­შვებს ბუ­ზე­ბი ეხ­ვე­ვი­ან. რო­დე­საც ვწერთ, რომ პო­ლი­ტი­ზე­ბულ­მა ცემა-ტყე­პამ სა­ში­ში ტენ­დენ­ცია შე­ი­ძი­ნა, მოჰ­ყავთ უკ­რა­ი­ნი­სა და სამ­ხრეთ კო­რე­ის პარ­ლა­მენ­ტე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, სა­დაც თურ­მე უა­რე­სი ხდე­ბა. მძი­მე ვი­თა­რე­ბის მსუ­ბუ­ქად წარ­მო­ჩე­ნა, ალ­ბათ, სულ ცოტა, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. არა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში სუ­ლაც არ არის სა­ხუ­მა­რო სი­ტუ­ა­ცია. ერთი მხრივ, გვყავს უკვე ლა­მის რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ტაქ­ტი­კით მოქ­მე­დი პარ­ტია, რომ­ლის ლი­დე­რე­ბი მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, თბი­ლი­სის მერი თუ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი არი­ან, მე­ო­რე მხრივ კი ახა­ლი მმარ­თვე­ლი ძალა, რომ­ლის დიდ­მა ნა­წილ­მა ვერ გა­ი­თა­ვი­სა, რომ უკვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია და პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას კვლავ ოპო­ზი­ცი­უ­რი ჭრი­ლი­დან უყუ­რებს. ქვე­ყა­ნას, ბო­ლოს და ბო­ლოს, სიმ­შვი­დე სჭირ­დე­ბა, ოღონდ არა უსა­მარ­თლო­ბა­სა და უკა­ნო­ნო­ბა­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვის ხარ­ჯზე. ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე ეთან­ხმე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნელ-ნელა სა­ხი­ფა­თო ზღვარს უახ­ლოვ­დე­ბა და აცხა­დებს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" რე­ვან­შის მიზ­ნით მძი­მე სცე­ნა­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" სა­კი­თხის ძა­ლის­მი­ე­რი გზით გა­და­წყვე­ტის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, რო­გორც მა­ტყო­ბი­ნე­ბენ, გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დევ­ში და­დი­ან აქ­ტი­ვის­ტე­ბი და ხალ­ხს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ის ჩი­ნუ­რი ქა­ლა­ქი, რომ­ლის აშე­ნე­ბა­საც ყო­ფილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ა­წე­რა ხელი, დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით შენ­დე­ბა. მოკ­ლედ, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნაა, ხალ­ხს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმე­დი გა­უც­რუვ­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ზო­გი­ერ­თი წევ­რის მცდა­რი ნა­ბი­ჯე­ბი ამას ხელს უწყობს. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ცდი­ლო­ბენ, ხალ­ხში აგ­რე­სი­უ­ლი გან­წყო­ბა დამ­კვიდ­რდეს, რო­მელ­საც მო­მა­ვალ­ში მი­მარ­თუ­ლე­ბას მის­ცე­მენ. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ყვე­ლა ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" თა­ვი­სი კაცი ჰყავთ. გარ­და ამი­სა, რო­გორც ვიცი, არ­სე­ბობს ია­რა­ღის სა­მარ­ხე­ბი რო­გორც სამ­ხრეთ, ისე ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­საც ექ­სტრე­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ასე­ვე, ჰყავთ ე.წ. რე­ზერ­ვი. ეს გეგ­მის ნა­წი­ლია და რო­გორ იქ­ნე­ბა რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად ექ­სცე­სუ­რი ნა­წი­ლი უნდა ჩა­მო­შორ­დეს, მე­ო­რე მხრივ კი, და­ნა­შა­უ­ლებ­ზე პა­სუ­ხის მო­თხოვ­ნის პრო­ცე­სი აქ­ტი­უ­რი უნდა იყოს. რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში 200 პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი გყავს, ის გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი, პრო­კუ­რო­რე­ბი თუ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც მათი საქ­მე გა­მო­ი­ძი­ეს თუ გა­ა­სა­მარ­თლეს, ავ­ტო­მა­ტუ­რად არი­ან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი. ერთ-ერთი ჩემი ახ­ლო­ბე­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი გა­მო­ვი­და ცი­ხი­დან და სა­ბუ­თე­ბის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად რომ მი­ვი­და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი დახ­ვდა, რო­მელ­მაც ცი­ხე­ში ჩას­ვა. მან გა­მომ­ძი­ე­ბელს ხელი გა­არ­ტყა. მე­ო­რედ რომ მი­ვი­და, ისევ დახ­ვდა ის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და ისევ გა­არ­ტყა ხელი. ნორ­მა­ლუ­რია, რო­დე­საც პრო­კუ­რორს თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში სცე­მენ? რა თქმა უნდა, არ არის ნორ­მა­ლუ­რი და ქვეყ­ნის­თვის არა­ბუ­ნებ­რი­ვი ვი­თა­რე­ბაა. ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მე­ტად კა­ტე­გო­რი­უ­ლი უნდა იყოს კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ში. მას მეტი მო­ბი­ლი­ზე­ბა სჭირ­დე­ბა, სწო­რედ შიდა მო­ბი­ლი­ზე­ბის დე­ფი­ცი­ტია ის ცემა-ტყე­პა, რო­მელ­საც ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­ზე ვხე­დავთ, ან 8 თე­ბერ­ვლის მოვ­ლე­ნე­ბი.

- ანუ მი­გაჩ­ნი­ათ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" დესტრუქ­ცი­ას მი­მარ­თა­ვენ და ამას სა­ხალ­ხო ამ­ბო­ხე­ბად მო­ნათ­ლა­ვენ.

- დიახ, ამის გა­კე­თე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბი­ან.

- და და­სავ­ლეთს ამ ამ­ბავს რო­გორ შე­ა­სა­ღე­ბენ?

- და­სავ­ლე­თი მათი ხავ­სია. კარ­გად ვხე­დავ, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ლო­ბის­ტე­ბი და სა­ინ­ფორ­მა­ციო ჯგუ­ფე­ბი არა მხო­ლოდ და­სავ­ლე­თის, არა­მედ თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. სხვა­თა შო­რის, ახერ­ხე­ბენ სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა­საც და მათ გა­აქ­ტი­უ­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. თუ ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნაგ­რძო პა­სი­უ­რო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, და­სავ­ლურ სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში, ვში­შობ, არ აღ­მოვ­ჩნდეთ იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­გორ­შიც თა­ვის დრო­ზე ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩა­ვარ­და. ამი­ტომ და­სავ­ლეთ­ში სა­ჭი­როა ბევ­რად უფრო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და პრო­დუქ­ტი­უ­ლი მუ­შა­ო­ბა. გარ­და ამი­სა, დღე­ვან­დე­ლი ელექტრო­ნუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე თით­ქმის მთლი­ა­ნად "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ხელ­შია, რაც ასე­ვე არა­ჯან­საღ ვი­თა­რე­ბად მი­მაჩ­ნია.

კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო შე­რი­გე­ბის სა­ფარ­ვლით აკე­თე­ბენ იმას, რაც სჭირ­დე­ბათ, - ერთი მხრივ, აკა­ვე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მუდ­მი­ვი პრო­ტეს­ტე­ბი­თა და და­სავ­ლეთ­ზე აპე­ლა­ცი­ე­ბით, მე­ო­რე მხრივ კი თა­ვი­ანთ შავ­ბნელ საქ­მე­ებს აკე­თე­ბენ.

ხალ­ხს უკ­ვირს, რა­ტომ ვერ ახერ­ხებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვას. ჩნდე­ბა ეჭ­ვიც - ბო­ლოს და ბო­ლოს, მარ­თლა დამ­ნა­შა­ვეა თუ არა ესა თუ ის ჩი­ნოვ­ნი­კი. როცა კა­ნონ­ზეა ლა­პა­რა­კი, დე­ლი­კა­ტუ­რო­ბა სა­ჭი­რო არ არის. ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა დე­ლი­კა­ტუ­რი არა­სო­დეს და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი არა­თუ და­კი­თხვა­ზე და­უ­ბა­რე­ბია, არა­მედ ქუ­ჩა­შიც წიხლქვეშ გა­უგ­დია. მა­გა­ლი­თად, აკა­კი ბო­ბო­ხი­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებს პირ­და­პირ ეთერ­ში სცემ­და ხოლ­მე, მაგ­რამ ორი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია. მოკ­ლედ, თურ­მე მათი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნია, ოპო­ნენ­ტის გაბ­რა­ზე­ბა კი უკა­ნო­ნო. ისე, რაც მოხ­და "მა­ესტროს" ეთერ­ში კობა და­ვი­თაშ­ვილ­სა და სერ­გო რა­ტი­ანს შო­რის, მი­უ­ღე­ბე­ლია და ვერ გა­მოდ­გე­ბა არ­გუ­მენ­ტად, უა­რე­სი ხდე­ბა სამ­ხრეთ კო­რე­ის პარ­ლა­მენ­ტსა და უკ­რა­ი­ნის რა­და­შიო. სხვა­თა შო­რის, ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა მოვ­ლე­ნებ­მა ცხად­ყო, რო­გორ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი არი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" და რო­გორ ახერ­ხე­ბენ თა­ვი­სი პა­ტა­რა სატ­კივ­რის გა­ბუ­ქე­ბას.

- დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოჰ­ყვა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში "ევ­რო­პის ხალ­ხთა პარ­ტი­ის" ჯგუ­ფის ვიცე-თავ­მჯდო­მა­რე გუ­ნარ ჰოკ­მარ­კის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი მომ­ხრე­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყო. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ზო­გი­ერ­თი და­სავ­ლე­ლის ცალ­მხრი­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი ტენ­დენ­ცი­ად იქცა. ისე, გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბაც, რომ ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი დიდ აჟი­ო­ტა­ჟად არ ღირს.

- ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა მე­გობ­რე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის და­კარ­გვა. მაგ­რამ არც ის შე­იძ­ლე­ბა, არ აუხ­სნა პარტნი­ორს, თუ კონ­კრე­ტულ მოვ­ლე­ნა­ში ვინ არის დამ­ნა­შა­ვე. გა­მო­დის, რომ ნაკ­ლე­ბად ვმუ­შა­ობთ სა­ა­მი­სოდ. ისე, სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან ელ­ჩე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც, რა ინ­ფორ­მა­ცი­აც უნდა მი­ა­წო­დო, არა­ფე­რი გა­მო­ვა, ისე არი­ან ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან სხვა­დას­ხვა სქე­მა­ში ჩარ­თულ­ნი და მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­უ­ბა­რი ფაქ­ტე­ბით არის სა­ჭი­რო. სხვა­თა შო­რის, რეს­პუბ­ლი­კე­ლებს ამის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. ასე რომ, და­სავ­ლეთ­თან მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი უნდა გვქონ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს, თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა იმ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სხვა­დას­ხვა ფრაქ­ცი­ას შო­რის არის. მხო­ლოდ ამის ცოდ­ნა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ხალ­ხის გაგ­ზავ­ნაა სა­ჭი­რო, რო­მე­ლიც ამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს საჩ­ვე­ნოდ გა­მო­ი­ყე­ნებს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"ნაციონალები" საკითხის ძალისმიერი გზით გადაწყვეტისთვის ემზადებიან

"ნაციონალები" საკითხის ძალისმიერი გზით გადაწყვეტისთვის ემზადებიან

ქართველებს გვეხერხება ყველაფრის გამართლება, განსაკუთრებით უცხოეთიდან მაგალითების მოყვანით. მაგალითად, როდესაც ვწერდით მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, გვეუბნებოდნენ, რომ აფრიკაში შიმშილისგან დაოსებულ ბავშვებს ბუზები ეხვევიან. როდესაც ვწერთ, რომ პოლიტიზებულმა ცემა-ტყეპამ საშიში ტენდენცია შეიძინა, მოჰყავთ უკრაინისა და სამხრეთ კორეის პარლამენტების მაგალითები, სადაც თურმე უარესი ხდება. მძიმე ვითარების მსუბუქად წარმოჩენა, ალბათ, სულ ცოტა, უპასუხისმგებლობაა. არადა, საქართველოში სულაც არ არის სახუმარო სიტუაცია. ერთი მხრივ, გვყავს უკვე ლამის რადიკალური ოპოზიციის ტაქტიკით მოქმედი პარტია, რომლის ლიდერები მოქმედი პრეზიდენტი, თბილისის მერი თუ უშიშროების საბჭოს მდივანი არიან, მეორე მხრივ კი ახალი მმართველი ძალა, რომლის დიდმა ნაწილმა ვერ გაითავისა, რომ უკვე ხელისუფლებაშია და პოლიტიკურ ცხოვრებას კვლავ ოპოზიციური ჭრილიდან უყურებს. ქვეყანას, ბოლოს და ბოლოს, სიმშვიდე სჭირდება, ოღონდ არა უსამართლობასა და უკანონობაზე თვალის დახუჭვის ხარჯზე. ექსპერტი მამუკა არეშიძე ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო ნელ-ნელა სახიფათო ზღვარს უახლოვდება და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რევანშის მიზნით მძიმე სცენარისთვის ემზადება.

- "ნაციონალები" საკითხის ძალისმიერი გზით გადაწყვეტისთვის ემზადებიან. მაგალითად, როგორც მატყობინებენ, გლდანი-ნაძალადევში დადიან აქტივისტები და ხალხს ეუბნებიან, რომ ის ჩინური ქალაქი, რომლის აშენებასაც ყოფილმა ხელისუფლებამ მოაწერა ხელი, დღევანდელი ხელისუფლების გაფორმებული ხელშეკრულებით შენდება. მოკლედ, აქტიურად მუშაობენ. "ნაციონალური მოძრაობის" უპირველესი ამოცანაა, ხალხს ახალი ხელისუფლების იმედი გაუცრუვდეს. სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრის მცდარი ნაბიჯები ამას ხელს უწყობს. "ნაციონალები" ცდილობენ, ხალხში აგრესიული განწყობა დამკვიდრდეს, რომელსაც მომავალში მიმართულებას მისცემენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ძალოვან სტრუქტურაში "ნაციონალებს" თავისი კაცი ჰყავთ. გარდა ამისა, როგორც ვიცი, არსებობს იარაღის სამარხები როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, რომელსაც ექსტრემალურ ვითარებაში გამოიყენებენ. ასევე, ჰყავთ ე.წ. რეზერვი. ეს გეგმის ნაწილია და როგორ იქნება რეალიზებული, დღევანდელ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. მას საზოგადოებრივად ექსცესური ნაწილი უნდა ჩამოშორდეს, მეორე მხრივ კი, დანაშაულებზე პასუხის მოთხოვნის პროცესი აქტიური უნდა იყოს. როდესაც ქვეყანაში 200 პოლიტპატიმარი გყავს, ის გამომძიებლები, პროკურორები თუ მოსამართლეები, რომლებმაც მათი საქმე გამოიძიეს თუ გაასამართლეს, ავტომატურად არიან დამნაშავეები. ერთ-ერთი ჩემი ახლობელი პოლიტპატიმარი გამოვიდა ციხიდან და საბუთების მოსაწესრიგებლად რომ მივიდა პროკურატურაში, ის გამომძიებელი დახვდა, რომელმაც ციხეში ჩასვა. მან გამომძიებელს ხელი გაარტყა. მეორედ რომ მივიდა, ისევ დახვდა ის გამომძიებელი და ისევ გაარტყა ხელი. ნორმალურია, როდესაც პროკურორს თავის კაბინეტში სცემენ? რა თქმა უნდა, არ არის ნორმალური და ქვეყნისთვის არაბუნებრივი ვითარებაა. ამიტომ ხელისუფლება მეტად კატეგორიული უნდა იყოს კადრების შერჩევასა და სამართლიანობის აღდგენაში. მას მეტი მობილიზება სჭირდება, სწორედ შიდა მობილიზების დეფიციტია ის ცემა-ტყეპა, რომელსაც ტელეეკრანებზე ვხედავთ, ან 8 თებერვლის მოვლენები.

- ანუ მიგაჩნიათ, რომ "ნაციონალები" დესტრუქციას მიმართავენ და ამას სახალხო ამბოხებად მონათლავენ.

- დიახ, ამის გაკეთებას აუცილებლად შეეცდებიან.

- და დასავლეთს ამ ამბავს როგორ შეასაღებენ?

- დასავლეთი მათი ხავსია. კარგად ვხედავ, როგორ მუშაობენ "ნაციონალების" ლობისტები და საინფორმაციო ჯგუფები არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთის მიმართულებითაც. სხვათა შორის, ახერხებენ საზღვარგარეთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებასაც და მათ გააქტიურებას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. თუ ახალმა ხელისუფლებამ განაგრძო პასიურობა, განსაკუთრებით, დასავლურ საინფორმაციო სივრცეში, ვშიშობ, არ აღმოვჩნდეთ იმ მდგომარეობაში, როგორშიც თავის დროზე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ჩავარდა. ამიტომ დასავლეთში საჭიროა ბევრად უფრო მიზანმიმართული და პროდუქტიული მუშაობა. გარდა ამისა, დღევანდელი ელექტრონული საინფორმაციო სივრცე თითქმის მთლიანად "ნაციონალების" ხელშია, რაც ასევე არაჯანსაღ ვითარებად მიმაჩნია.

კოჰაბიტაციისა და სამოქალაქო შერიგების საფარვლით აკეთებენ იმას, რაც სჭირდებათ, - ერთი მხრივ, აკავებენ ხელისუფლებას მუდმივი პროტესტებითა და დასავლეთზე აპელაციებით, მეორე მხრივ კი თავიანთ შავბნელ საქმეებს აკეთებენ.

ხალხს უკვირს, რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება ზოგიერთი ბარიერის გადალახვას. ჩნდება ეჭვიც - ბოლოს და ბოლოს, მართლა დამნაშავეა თუ არა ესა თუ ის ჩინოვნიკი. როცა კანონზეა ლაპარაკი, დელიკატურობა საჭირო არ არის. ყოფილი ხელისუფლება არ ყოფილა დელიკატური არასოდეს და ოპოზიციონერი დეპუტატები არათუ დაკითხვაზე დაუბარებია, არამედ ქუჩაშიც წიხლქვეშ გაუგდია. მაგალითად, აკაკი ბობოხიძე ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სცემდა ხოლმე, მაგრამ ორი მოწვევის პარლამენტის წევრია. მოკლედ, თურმე მათი გაღიზიანება სამართლიანია, ოპონენტის გაბრაზება კი უკანონო. ისე, რაც მოხდა "მაესტროს" ეთერში კობა დავითაშვილსა და სერგო რატიანს შორის, მიუღებელია და ვერ გამოდგება არგუმენტად, უარესი ხდება სამხრეთ კორეის პარლამენტსა და უკრაინის რადაშიო. სხვათა შორის, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, როგორ ორგანიზებული არიან "ნაციონალები" და როგორ ახერხებენ თავისი პატარა სატკივრის გაბუქებას.

- დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ევროპარლამენტში "ევროპის ხალხთა პარტიის" ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარე გუნარ ჰოკმარკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი მომხრეების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყო. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი დასავლელის ცალმხრივი განცხადებები ტენდენციად იქცა. ისე, გაჩნდა მოსაზრებაც, რომ ასეთი განცხადებები დიდ აჟიოტაჟად არ ღირს.

- ჩვენ არ გვჭირდება მეგობრებისა და პარტნიორების დაკარგვა. მაგრამ არც ის შეიძლება, არ აუხსნა პარტნიორს, თუ კონკრეტულ მოვლენაში ვინ არის დამნაშავე. გამოდის, რომ ნაკლებად ვმუშაობთ საამისოდ. ისე, საქართველოში არიან ელჩები, რომლებთანაც, რა ინფორმაციაც უნდა მიაწოდო, არაფერი გამოვა, ისე არიან ყოფილ ხელისუფლებასთან სხვადასხვა სქემაში ჩართულნი და მჭიდროდ თანამშრომლობენ. მიუხედავად ამისა, საუბარი ფაქტებით არის საჭირო. სხვათა შორის, რესპუბლიკელებს ამის დიდი გამოცდილება აქვთ. ასე რომ, დასავლეთთან მუდმივი კონტაქტი უნდა გვქონდეს. რაც შეეხება ევროპარლამენტარებს, თავისუფლად შეიძლება იმ წინააღმდეგობების გამოყენება, რომელიც ევროპარლამენტში სხვადასხვა ფრაქციას შორის არის. მხოლოდ ამის ცოდნა და კვალიფიციური ხალხის გაგზავნაა საჭირო, რომელიც ამ წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა