კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურამ დონაძე - ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეომასალის შედეგად საქმეს ფარდა აეხადა
გურამ დონაძე - ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეომასალის შედეგად საქმეს ფარდა აეხადა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გუ­რამ დო­ნა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სის ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის შე­დე­გად საქ­მეს ფარ­და აე­ხა­და.

რო­გორც დო­ნა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, მან აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და.

"ვინც იცო­და, წა­რუდ­გი­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რას. მე ვუ­ყუ­რე "რუს­თა­ვი 2" - ის ეთერ­ში. მთა­ვა­რია, რომ იმით, რაც ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გა­ა­კე­თა, მი­ვიჩ­ნევ - ამ ეტაპ­ზე ფარ­და ნამ­დვი­ლად აე­ხა­და საქ­მეს. სი­ნამ­დვი­ლე აი, ახლა გა­მოჩ­ნდა. საქ­მე თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, ბრა­ლი მე რაში მაქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, გა­და­შა­ლეთ, წა­ი­კი­თხეთ და გა­არ­კვი­ეთ სი­მარ­თლე და მტყუ­ა­ნი. სად არის გუ­რამ დო­ნა­ძის მი­ტა­ნი­ლი ია­რა­ღი, სად არის გუ­რამ დო­ნა­ძის სცე­ნა­რით დად­გმუ­ლი, ჩა­დე­ბუ­ლი ია­რა­ღე­ბი. ეს კად­რე­ბი, რაც მე ვნა­ხე ჩემი 9 წლის წინ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ზე იდენ­ტუ­რია ზუს­ტად. ამო­ი­ღეთ მა­სა­ლე­ბი ლეჟა­ვას, კო­მა­ხი­ძის ფილ­მე­ბი­დან, გა­და­ცე­მა "პატ­რუ­ლის" სი­უ­ჟე­ტი. ამ კად­რე­ბის გას­ვლის წუ­თე­ბი­დან, რო­მე­ლიც ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ წარ­მო­ად­გი­ნა, მე ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, ჩემს სი­ცო­ცხლის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე თუ რამე სა­შიშ­რო­ე­ბა და­მე­მუქ­რე­ბა პირ­და­პირ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვა­კის­რებ გა­მო­ძი­ე­ბას, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის იმ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლე­ბიც ამ კად­რებ­ში აღ­მოჩ­ნდნენ",- აღ­ნიშ­ნა დო­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ად­ვო­კა­ტებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს.

დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა უფ­როს­მა, შსს-ს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ვი­დე­ო­მა­სა­ლა მი­ი­ტა­ნა.

კად­რე­ბი დღეს­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-მა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც, რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია აცხა­დებს, ჩანს, თუ რა მოხ­და 2004 წლის 23 ნო­ემ­ბერს დი­დუ­ბის ეკ­ლე­სი­ას­თან.

კად­რე­ბის მი­ხედ­ვით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პო­უ­ლო­ბენ ავ­ტო­მატ "კა­ლაშ­ნი­კოვს" და პის­ტო­ლეტს.

ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იმ­ყო­ფე­ბა და აპი­რებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­დას­ცეს.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს კად­რე­ბი არ არის სრუ­ლი ვერ­სია, რო­მე­ლიც ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ მო­ი­პო­ვა. რო­გორც ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა აცხა­დებს, მის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის დროს მან და­ად­გი­ნა, რომ ამ მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან არც ერთი არ იყო ბუტა რო­ბა­ქი­ძის მე­გო­ბა­რი, მხო­ლოდ ერთი იყო ნაც­ნო­ბი. "ბუტა რო­ბა­ქი­ძე შემ­თხვე­ვით არის მოხ­ვედ­რი­ლი ამ მან­ქა­ნა­ში. ეს მან­ქა­ნა შუა დღეს "დი­ნა­მოს" სტა­დი­ონ­თან მომ­ხდარ ჩხუბ­ში ფი­გუ­რი­რებ­და, რა დრო­საც ჩხუ­ბის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე უნდა ყო­ფი­ლი­ყო დაჭ­რი­ლი და ეს მან­ქა­ნა გა­და­ცე­მუ­ლი იყო და­კა­ვე­ბა­ზე",-გა­ნა­ცხა­და ფირ­ცხა­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, მის­თვის 1-ელი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ზა­ფხულ­ში გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ არ­სე­ბობ­და კად­რე­ბი და ვახ­ტანგ კო­მა­ხი­ძის სა­ხე­ლით, რა­ღაც ჯგუ­ფი თბი­ლის­ში აპი­რებ­და სარ­ფი­ა­ნად გა­ე­ყი­დათ ის, რაც გა­და­ღე­ბუ­ლი იყო შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე.

"მე მო­ვი­პო­ვე ეს კად­რე­ბი. ეს არის უმ­ძი­მე­სი, სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბი. ერთი ცალი ნივთმტკი­ცე­ბად პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მო­ვი­ტა­ნე. ეს კად­რე­ბი მხო­ლოდ ჩემს შვილს აქვს ნა­ნა­ხი, რო­მე­ლიც არის 21 წლის. ჩემს შვილ­საც არ სჯე­რო­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი",-გა­ნა­ცხა­და ფირ­ცხა­ლა­ვამ.

მისი თქმით, მის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი, რა­ტომ იც­რუ­ეს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყოფ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, რომ მან­ქა­ნა­ში ია­რა­ღი არ იყო.

ფირ­ცხა­ლა­ვამ დას­ძი­ნა, რომ ამ საქ­მის პრო­კუ­რო­რებს აცი­ლე­ბას მის­ცე­მენ, "თუ სა­ერ­თოდ აზრი აქვს ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას".

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

გურამ დონაძე - ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეომასალის შედეგად საქმეს ფარდა აეხადა

გურამ დონაძე - ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეომასალის შედეგად საქმეს ფარდა აეხადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე მიიჩნევს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეომასალის შედეგად საქმეს ფარდა აეხადა.

როგორც დონაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, მან აღნიშნული ვიდეომასალის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.

"ვინც იცოდა, წარუდგინა პროკურატურას. მე ვუყურე "რუსთავი 2" - ის ეთერში. მთავარია, რომ იმით, რაც ირაკლი ფირცხალავამ რამდენიმე საათის წინ გააკეთა, მივიჩნევ - ამ ეტაპზე ფარდა ნამდვილად აეხადა საქმეს. სინამდვილე აი, ახლა გამოჩნდა. საქმე თუ გაინტერესებთ, ბრალი მე რაში მაქვს წაყენებული, გადაშალეთ, წაიკითხეთ და გაარკვიეთ სიმართლე და მტყუანი. სად არის გურამ დონაძის მიტანილი იარაღი, სად არის გურამ დონაძის სცენარით დადგმული, ჩადებული იარაღები. ეს კადრები, რაც მე ვნახე ჩემი 9 წლის წინ გავრცელებულ კადრებზე იდენტურია ზუსტად. ამოიღეთ მასალები ლეჟავას, კომახიძის ფილმებიდან, გადაცემა "პატრულის" სიუჟეტი. ამ კადრების გასვლის წუთებიდან, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ წარმოადგინა, მე ჩემს ჯანმრთელობაზე, ჩემს სიცოცხლის უსაფრთხოებაზე თუ რამე საშიშროება დამემუქრება პირდაპირ პასუხისმგებლობას ვაკისრებ გამოძიებას, საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამ კადრებში აღმოჩნდნენ",- აღნიშნა დონაძემ.

მისივე თქმით, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში განცხადებას გააკეთებს.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა.

კადრები დღესვე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, სადაც, როგორც ტელეკომპანია აცხადებს, ჩანს, თუ რა მოხდა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან.

კადრების მიხედვით, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე პოულობენ ავტომატ "კალაშნიკოვს" და პისტოლეტს.

ირაკლი ფირცხალავა პროკურატურაში იმყოფება და აპირებს, აღნიშნული ვიდეომასალა მთავარ პროკურატურას გადასცეს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ეს კადრები არ არის სრული ვერსია, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ მოიპოვა. როგორც ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, მის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს მან დაადგინა, რომ ამ მანქანაში მყოფი ადამიანებიდან არც ერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი, მხოლოდ ერთი იყო ნაცნობი. "ბუტა რობაქიძე შემთხვევით არის მოხვედრილი ამ მანქანაში. ეს მანქანა შუა დღეს "დინამოს" სტადიონთან მომხდარ ჩხუბში ფიგურირებდა, რა დროსაც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო დაჭრილი და ეს მანქანა გადაცემული იყო დაკავებაზე",-განაცხადა ფირცხალავამ.

მისივე თქმით, მისთვის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებამდე, ზაფხულში გახდა ცნობილი, რომ არსებობდა კადრები და ვახტანგ კომახიძის სახელით, რაღაც ჯგუფი თბილისში აპირებდა სარფიანად გაეყიდათ ის, რაც გადაღებული იყო შემთხვევის ადგილზე.

"მე მოვიპოვე ეს კადრები. ეს არის უმძიმესი, საშინელი კადრები. ერთი ცალი ნივთმტკიცებად პროკურატურაში მოვიტანე. ეს კადრები მხოლოდ ჩემს შვილს აქვს ნანახი, რომელიც არის 21 წლის. ჩემს შვილსაც არ სჯეროდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ შეირაღებული",-განაცხადა ფირცხალავამ.

მისი თქმით, მისთვის არ არის ცნობილი, რატომ იცრუეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების შემდეგ, რომ მანქანაში იარაღი არ იყო.

ფირცხალავამ დასძინა, რომ ამ საქმის პროკურორებს აცილებას მისცემენ, "თუ საერთოდ აზრი აქვს ამ საქმის გამოძიებას".

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ