მსოფლიო
სამართალი

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მსხვერპლის გაღება მოუწევს სოფია სებისკვერაძეს ბრიტანელი რეჟისორის ფილმში სათამაშოდ
რა მსხვერპლის გაღება მოუწევს სოფია სებისკვერაძეს ბრიტანელი რეჟისორის ფილმში სათამაშოდ

მსა­ხი­ობ სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძეს ბრი­ტა­ნე­ლი რე­ჟი­სო­რი ბენ ჰო­პ­კინ­სი ახალ ფილმში იღებს, რო­მე­ლიც წარ­მო­სახ­ვით ქვე­ყა­ნა ყა­რას­ტანს ეხე­ბა, რე­ა­ლუ­რად კი ფილმში პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა იქ­ნე­ბა აღ­წე­რი­ლი. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, ფილმში ქარ­თვე­ლებ­მა სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა და ის­ტო­რი­აც ამო­ვიც­ნოთ. გა­და­ღე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას მიმ­დი­ნა­რე­ობს. სო­ფი­ას პარტნი­ო­რო­ბას ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი მე­თიუ მა­კ­ფა­ი­დე­ნი გა­უ­წევს, რო­მე­ლიც "ანა კა­რე­ნი­ნას" 2012 წელს გა­და­ღე­ბულ ვერ­სი­ა­ში კირა ნა­იტ­ლის­თან ერ­თად თა­მა­შობს.

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არ მაქვს სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც მა­ვალ­დე­ბუ­ლებს გრა­ფიკ­ში ყოფ­ნას, ჩემი ყო­ვე­ლი დღე ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყო­ველ დი­ლით 7 სა­ა­თი­დან 8-ის 15 წუ­თამ­დე ვიღ­ვი­ძებ, რად­გან ჩემი შვი­ლი სკო­ლა­ში წა­სას­ვლე­ლად უნდა გა­ვაღ­ვი­ძო. მარი უკვე დი­დია და არ სჭირ­დე­ბა გა­ცი­ლე­ბა, მთა­ვა­რია გა­ვაღ­ვი­ძო, მერე და­მო­უ­კი­დებ­ლად ემ­ზა­დე­ბა და გა­დის სახ­ლი­დან, რის შემ­დე­გაც კარს ვკე­ტავ და ძილს ვაგ­რძე­ლებ, თუ ამის დრო და სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს, მიყ­ვარს გვი­ა­ნო­ბამ­დე ძილი. ახალ­გაღ­ვი­ძე­ბულს გა­მო­ფხიზ­ლე­ბა­ში შხა­პი მეხ­მა­რე­ბა, რის შემ­დე­გაც ვსვამ ყა­ვას, ვრთავ ლეპ­ტოპს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "ფე­ის­ბუ­ქი­თა" და ყა­ვით ვფხიზ­ლდე­ბი.

რაც უფრო მეტი საქ­მე მაქვს, მით უფრო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ და ყვე­ლა­ფერს ვას­წრებ. ალ­ბათ, პირ­ვე­ლი არ ვარ, ვინც ამას ამ­ბობს, მაგ­რამ მარ­თლა ასეა. როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ, ვზარ­მა­ცობ, შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი დღე პი­ჟა­მით ვი­ა­რო, და­ვა­ლა­გო სახ­ლი და გა­ვა­კე­თო სა­დი­ლი. როცა მარი პა­ტა­რა იყო, სკო­ლი­დან მო­სულს აუ­ცი­ლებ­ლად სახ­ლში უნდა დავ­ხვედ­რო­დი, ახლა ეს პრობ­ლე­მა მო­მეხ­სნა, გა­ი­ზარ­და, თა­ვი­სი გა­სა­ღე­ბი აქვს და უჩე­მო­დაც შე­მო­დის სახ­ლში, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ვცდი­ლობ, სკო­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს შინ დავ­ხვდე და მერე გა­ვი­დე საქ­მე­ებ­ზე.

სამ­ზა­რე­უ­ლო­ში

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სახ­ლში მხო­ლოდ მე და ჩემი შვი­ლი ვცხოვ­რობთ, ოჯა­ხის მოვ­ლა და სა­დილ­ზე ზრუნ­ვა მე მი­წევს. მეგ­რუ­ლი ხარ­ჩო­დან და­წყე­ბუ­ლი, უკ­რა­ი­ნუ­ლი ბორშჩით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლაფ­რის მომ­ზა­დე­ბა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ უნდა ვთქვა, რომ კერ­ძებს სი­ა­მოვ­ნე­ბით ნამ­დვი­ლად არ ვა­კე­თებ, თუმ­ცა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ყო­ველ­თვის გემ­რი­ე­ლი გა­მომ­დის. ახლა გა­გიმ­ხელთ ერთ-ერთი კერ­ძის რე­ცეპტს, ეს გახ­ლავთ ქა­თა­მი ბრინ­ჯით, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია და ამას­თა­ნა­ვე მარ­ტი­ვად მზად­დე­ბა. უნდა ავი­ღოთ ქათ­მის ფილე ან ქა­თა­მი, სა­სურ­ვე­ლია გა­და­ვა­ცა­ლოთ კანი. პი­რა­დად მე, რა­საც უნდა ვამ­ზა­დებ­დე, ქა­თამს ყო­ველ­თვის ვაც­ლი კანს. ამო­ვავ­ლოთ მეგ­რულ აჯი­კა­ში, დავ­დოთ ტა­ფა­ზე და ერთი მხა­რე შევ­ბრა­წოთ, სა­ნამ მომ­ზად­დე­ბა, 200-300 გრა­მი ბრინ­ჯი მოვ­ხარ­შოთ. ქა­თამს რომ გად­მო­ვაბ­რუ­ნებთ, ზე­მო­დან და­ვა­ყა­როთ ბრინ­ჯი, და­ვა­ხე­ხოთ ყვე­ლი, მო­ვა­ყა­როთ შავი პილ­პი­ლი, მა­რი­ლი და თავ­და­ხუ­რუ­ლი დავ­ტო­ვოთ და­ბალ ცე­ცხლზე 35 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. და­მერ­წმუ­ნეთ, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია და თან ად­ვი­ლად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი. გარ­და სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი­სა, ასე­ვე ვზრუ­ნავ ძაღლზე, სა­ხე­ლად ჰეფ­ზე და თუ­თი­ყუ­შ­ზე, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­თაც ვუთ­მობ გარ­კვე­ულ დროს.

სარ­კეს­თან

- თუ სახ­ლი­დან არ მი­წევს გას­ვლა, მა­კი­აჟს არ ვი­კე­თებ. მიყ­ვარს ვარ­ჯი­ში, მაგ­რამ ფიტ­ნესკლუბ­ში სი­ა­რუ­ლი მე­ზა­რე­ბა, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ წო­ნის პრობ­ლე­მა არ მა­წუ­ხებს. ისე კი, ვარ­ჯი­ში ენერ­გი­ის­თვის და გა­სამ­ხნე­ვებ­ლად ძა­ლი­ან კარ­გია, ამი­ტომ, როცა დროს ვპო­უ­ლობ, ვრთავ მუ­სი­კას და ვვარ­ჯი­შობ, რათა სხე­ულ­მა ფორ­მა არ და­კარ­გოს, თან ეს კარგ გან­წყო­ბა­ზე მა­ყე­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებს, შე­იძ­ლე­ბა ხალ­ხს ჰგო­ნია, რომ სულ ეს­თე­ტი­კურ ცენ­ტრებ­ში ვზი­ვარ, მაგ­რამ ასე ნამ­დვი­ლად არ არის, ამის ფუ­ფუ­ნე­ბა და სახ­სრე­ბი ჯერ არ მაქვს, როცა გავ­მდიდ­რდე­ბი, უარს ნამ­დვი­ლად არ ვი­ტყვი. თუ ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, რა­ტომ არ უნდა მო­უ­ა­როს თავს?! სა­ლონ­ში ძი­რი­თა­დად მა­შინ მივ­დი­ვარ, როცა თმის შეჭ­რა მინ­და, სა­კუ­თა­რი თა­ვის ფორ­მა­ში მოყ­ვა­ნას კი თა­ვად­ვე ვუმკლავ­დე­ბი. სწო­რი თმა მაქვს და სუ­ლაც არაა რთუ­ლად მო­სავ­ლე­ლი.

შო­პინ­გი

- იმის სა­შუ­ა­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ მაქვს, რომ სა­შო­პინ­გოდ სა­ზღვარ­გა­რეთ ვი­ა­რო, ამი­ტომ ან ინ­ტერ­ნე­ტით ვი­წერ, ან კი­დევ თბი­ლი­სურ მა­ღა­ზი­ებს ვსტუმ­რობ. სამ­წუ­ხა­როდ, ძი­რი­თა­დად სულ ერ­თნა­ირ სა­მოსს ვა­წყდე­ბი, აქ რამე გან­სა­კუთ­რე­ბულს იშ­ვი­ა­თად ნა­ხავ, ამი­ტომ კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვე, მიყ­ვარს და მე­ხერ­ხე­ბა გა­და­კე­თე­ბა, ვყი­დუ­ლობ სა­მოსს და ისე ვუც­ვლი იერ­სა­ხეს, რომ სულ სხვა რა­ღაც გა­მო­დის. შე­იძ­ლე­ბა, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე სა­მო­სი ვერ შევ­კე­რო და სა­კე­რავ მან­ქა­ნას­თან ვერ ვი­მუ­შაო, მაგ­რამ რა­ღა­ცის მოჭ­რა, მი­კე­რე­ბა და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად მე­ხერ­ხე­ბა. ვერ ვი­ტყვი, რომ სამ­კა­უ­ლე­ბის გა­რე­შე ში­ნი­დან ვერ გავ­დი­ვარ, მაგ­რამ ვცდი­ლობ, ამით უფრო სა­ინ­ტე­რე­სო იერი შევ­ძი­ნო სა­მოსს, მიყ­ვარს მე­ტა­ლის, ტყა­ვის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, ძვირ­ფას ლი­თონს დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ვა­ნი­ჭებ, ვი­კე­თებ იმას, რაც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მო­მე­წო­ნოს, რო­მე­ლიც სუ­ლაც არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს მო­დის ბოლო ტენ­დენ­ცი­ებს, მაგ­რამ მა­ინც გა­ვი­კე­თო. მას შემ­დეგ, რაც ჩემი შვი­ლი გა­ი­ზარ­და, ერ­თნა­ი­რი ზო­მის სა­მო­სი გვჭირ­დე­ბა და ერ­თმა­ნე­თის გარ­დე­რო­ბით სარ­გებ­ლო­ბაც შეგ­ვიძ­ლია. უნდა გა­მოვ­ტყდე, რომ მე უფრო ხში­რად ვძვრე­ბი მის კა­რა­და­ში, ვიდ­რე ის (იღი­მის). როცა ბე­ბოს­თან მი­დის, უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, პირ­ველ რიგ­ში, კა­რა­დას ამოწ­მებს და თუ არე­უ­ლია, მა­შინ­ვე ხვდე­ბა, რომ დე­დამ მისი სა­მო­სი გა­მო­ი­ყე­ნა (იღი­მე­ბა).

მარი

- საკ­მა­ოდ მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს მე და მა­რის, მაგ­რამ ჩვენ შო­რის არც დე­დაშ­ვი­ლუ­რი ზღვა­რი და ბა­რი­ე­რია და­კარ­გუ­ლი. ერ­თა­დერ­თი სა­კი­თხი, რა­ზეც ვკა­მა­თობთ, ინ­ტერ­ნე­ტის­თვის დიდი დრო­ის დათ­მო­ბაა, უკვე თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს, უყუ­რებს სე­რი­ა­ლებს, უს­მენს საყ­ვა­რელ ჯგუ­ფებს, მე ვე­უბ­ნე­ბი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ უნდა გა­ა­კე­თოს, მაგ­რამ მა­ინც ისე ახერ­ხებს, რო­გორც თვი­თონ უნდა (იღი­მის).

წიგ­ნე­ბი, პრე­სა, ტე­ლე­ვი­ზო­რი...

- ტე­ლე­ვი­ზორს იშ­ვი­ა­თად ვუ­ყუ­რებ, რათა ნაკ­ლე­ბად და­ვით­რგუ­ნო, არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს ამ­დენ ნე­გა­ტი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვუს­მი­ნო. პრე­სა­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ნამ­დვი­ლად არ ვეც­ნო­ბი, "ფე­ის­ბუ­ქი" მიკ­მა­ყო­ფი­ლებს იმ ინ­ტე­რესს, რაც პრე­სამ უნდა მომ­ცეს. აი, წიგ­ნე­ბის კი­თხვა კი ნამ­დვი­ლად მიყ­ვარს. სტუ­დენ­ტო­ბა­ში უფრო კლა­სი­კურ ლი­ტე­რა­ტუ­რას ვა­ნი­ჭებ­დი უპი­რა­ტე­სო­ბას, ახლა თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლებ­ზე გა­და­ვე­დი.

გარ­თო­ბა

- მიყ­ვარს, რო­გორც კლუ­ბებ­ში სი­ა­რუ­ლი, ასე­ვე მშვიდ ად­გი­ლებ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად დრო­ის გა­ტა­რე­ბა. გან­წყო­ბის მი­ხედ­ვით ვირ­ჩევ ად­გილს, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა კარ­გად გარ­თო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პო­პუ­ლა­რო­ბას, ვერ ვი­ტყვი, იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი ვარ, ეს დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის-მეთ­ქი, ზო­მი­ე­რე­ბა ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში სა­ჭი­როა, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, კლუბ­ში იქ­ნე­ბი თუ სხვა ად­გი­ლას, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გცნობს თუ არა. ერ­თა­დერ­თი, რაც მა­ღი­ზი­ა­ნებს, უზ­რდე­ლი ადა­მი­ა­ნია, თუ ვინ­მეს ჩემი გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა, ვეც­ნო­ბი და ამით ვამ­თავ­რებ ყვე­ლა­ფერს, ზედ­მე­ტი ლა­ი­ლაი სა­ჭი­რო არ არის, მაგ­რამ თუ თავს მა­ბეზ­რე­ბენ და უზ­რდე­ლო­ბა­ში გა­და­დი­ან, კონ­კრე­ტუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დაც­ვას მივ­მარ­თავ და ასე ვაგ­ვა­რებ პრობ­ლე­მას.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს, მოკ­ლედ რაც შე­მიძ­ლია აღ­ვნიშ­ნო, არის ის, რომ მი­უ­ხე­და­ვად და­კა­ვე­ბუ­ლი რე­ჟი­მი­სა, მე და გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა ერ­თმა­ნე­თის­თვის დრო­ის გა­მო­ნახ­ვას მა­ინც ვა­ხერ­ხებთ. ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩენ წყვი­ლებს. მარ­თა­ლია, ის რე­ჟი­სო­რია და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერთ სფე­რო­ში ვმოღ­ვა­წე­ობთ, მაგ­რამ საქ­მე­ზე დი­დად არ ვსა­უბ­რობთ, როცა რა­ღაც ხდე­ბა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად ვი­ღებ, რად­გან ვიცი, გი­ორ­გი მა­ინც ისე გა­და­წყვეტს, რო­გორც მე მე­სი­ა­მოვ­ნე­ბა.

კა­რი­ე­რა

- ბრი­ტა­ნე­ლი რე­ჟი­სო­რი ბენ ჰო­პ­კინ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში იღებს ფილ­მს, რო­მელ­შიც ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბიც თა­მა­შო­ბენ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი მე­თიუ მა­კ­ფა­დე­ნი გახლვათ, რო­მე­ლიც კირა ნა­იტ­ლის უწევ­და პარტნი­ო­რო­ბას "ანა კა­რე­ნი­ნა­ში". ფილმში ვთა­მა­შობ ამე­რი­კელ მსა­ხი­ობს, მე­თი­უს გმი­რის ცოლს. ასეთ ცნო­ბილ ადა­მი­ან­თან ერ­თად ჯერ არას­დროს მი­თა­მა­შია, ვფიქ­რობ, მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო იქ­ნე­ბა. მარ­თა­ლია, ეპი­ზო­დუ­რი როლი მაქვს, მაგ­რამ ჩემი პერ­სო­ნა­ჟის კეტ­რინ ქრო­სის პლა­კა­ტე­ბი ფილ­მის დროს საკ­მა­ოდ ხში­რად ჩანს, ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სცე­ნე­ბი კი უფრო ფი­ნა­ლის­კენ იქ­ნე­ბა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ თე­ბერ­ვლის შუა რი­ცხვებ­შია და­გეგ­მი­ლი ჩემი სცე­ნე­ბის გა­და­ღე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ფო­ტო­სე­სია გავ­მარ­თეთ ფილმში გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი პლა­კა­ტე­ბის­თვის, სა­დაც ქერა თმით ვიქ­ნე­ბი, შემ­დეგ მო­მი­წევს ყა­ვის­ფრად შე­ღებ­ვა, ასე მო­ი­თხო­ვეს და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არც გა­მი­წე­ვია. მოქ­მე­დე­ბა წარ­მო­სახ­ვით ქვე­ყა­ნა­ში ვი­თარ­დე­ბა, რო­მელ­საც ყა­რას­ტა­ნი ჰქვია. სცე­ნა­რი რომ წა­ვი­კი­თხე, ძა­ლი­ან და­ვინ­ტე­რეს­დი, პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბაა აღ­წე­რი­ლი, ნე­ბის­მი­ერ­მა ქვე­ყა­ნამ შე­იძ­ლე­ბა მას­ში სა­კუ­თა­რი თავი ამო­იც­ნოს, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­მაც, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად ერთი სა­ხელ­მწი­ფოს მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის გად­მო­ტა­ნი­ლი. სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად ამე­რი­კი­დან იწ­ვე­ვენ რე­ჟი­სორს, რო­მელ­მაც უნდა გა­და­ი­ღოს ფილ­მი ყა­რას­ტა­ნის იმ მე­ფე­ზე, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა აა­ღორ­ძი­ნა.

- სხვა დროს თუ შე­გიც­ვლია გა­რეგ­ნო­ბა რო­ლის გამო?

- მკვეთ­რად არა. ერთხელ რეკ­ლა­მა­ში გა­და­სა­ღე­ბად მთხო­ვეს თმის შა­ვად შე­ღებ­ვა, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ცო­ტას იხ­დიდ­ნენ და არ მი­ღირ­და ამის გა­კე­თე­ბა. რო­დე­საც საქ­მე ფილ­მს ეხე­ბა, მივ­დი­ვარ დათ­მო­ბებ­ზე, მაგ­რამ რეკ­ლა­მის­თვის უფრო ძნე­ლად ვი­ღებ ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

- რო­გორ მოხ­ვდი ამ ფილმში და რა ენა­ზე სა­უბ­რობთ?

- კას­ტინ­გით შე­მარ­ჩი­ეს. რაც შე­ე­ხე­ბა ენას, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ინ­გლი­სუ­რი კარ­გად არ ვიცი თარ­ჯიმ­ნის დახ­მა­რე­ბით მი­წევს კონ­ტაქ­ტი, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემს გმირს ბევ­რი სა­ლა­პა­რა­კო არ აქვს. ისე, ფილმში გა­მო­გო­ნილ ენა­ზე, ე.წ. ყა­რას­ტა­ნულ­ზე სა­უბ­რო­ბენ, რო­გორც ქვე­ყა­ნაა გა­მო­გო­ნი­ლი, ასე­ვე ენაც წარ­მო­სახ­ვი­თია. რო­გორც გი­თხა­რით, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­და­ღე­ბე­ბი არ გვქო­ნია, ამი­ტომ უფრო მე­ტის თქმა არ შე­მიძ­ლია (იღი­მის).

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რა მსხვერპლის გაღება მოუწევს სოფია სებისკვერაძეს ბრიტანელი რეჟისორის ფილმში სათამაშოდ

რა მსხვერპლის გაღება მოუწევს სოფია სებისკვერაძეს ბრიტანელი რეჟისორის ფილმში სათამაშოდ

მსახიობ სოფია სებისკვერაძეს ბრიტანელი რეჟისორი ბენ ჰოპკინსი ახალ ფილმში იღებს, რომელიც წარმოსახვით ქვეყანა ყარასტანს ეხება, რეალურად კი ფილმში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ცხოვრება იქნება აღწერილი. არაა გამორიცხული, ფილმში ქართველებმა საკუთარი ქვეყანა და ისტორიაც ამოვიცნოთ. გადაღებები საქართველოში, სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობს. სოფიას პარტნიორობას ცნობილი მსახიობი მეთიუ მაკფაიდენი გაუწევს, რომელიც "ანა კარენინას" 2012 წელს გადაღებულ ვერსიაში კირა ნაიტლისთან ერთად თამაშობს.

- იქიდან გამომდინარე, რომ არ მაქვს სამსახური, რომელიც მავალდებულებს გრაფიკში ყოფნას, ჩემი ყოველი დღე ერთმანეთისგან განსხვავდება. მიუხედავად ამისა, ყოველ დილით 7 საათიდან 8-ის 15 წუთამდე ვიღვიძებ, რადგან ჩემი შვილი სკოლაში წასასვლელად უნდა გავაღვიძო. მარი უკვე დიდია და არ სჭირდება გაცილება, მთავარია გავაღვიძო, მერე დამოუკიდებლად ემზადება და გადის სახლიდან, რის შემდეგაც კარს ვკეტავ და ძილს ვაგრძელებ, თუ ამის დრო და საშუალება მაქვს, მიყვარს გვიანობამდე ძილი. ახალგაღვიძებულს გამოფხიზლებაში შხაპი მეხმარება, რის შემდეგაც ვსვამ ყავას, ვრთავ ლეპტოპს და შეიძლება ითქვას, რომ "ფეისბუქითა" და ყავით ვფხიზლდები.

რაც უფრო მეტი საქმე მაქვს, მით უფრო მობილიზებული ვარ და ყველაფერს ვასწრებ. ალბათ, პირველი არ ვარ, ვინც ამას ამბობს, მაგრამ მართლა ასეა. როცა თავისუფალი ვარ, ვზარმაცობ, შეიძლება მთელი დღე პიჟამით ვიარო, დავალაგო სახლი და გავაკეთო სადილი. როცა მარი პატარა იყო, სკოლიდან მოსულს აუცილებლად სახლში უნდა დავხვედროდი, ახლა ეს პრობლემა მომეხსნა, გაიზარდა, თავისი გასაღები აქვს და უჩემოდაც შემოდის სახლში, მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობ, სკოლიდან დაბრუნებულს შინ დავხვდე და მერე გავიდე საქმეებზე.

სამზარეულოში

- იქიდან გამომდინარე, რომ სახლში მხოლოდ მე და ჩემი შვილი ვცხოვრობთ, ოჯახის მოვლა და სადილზე ზრუნვა მე მიწევს. მეგრული ხარჩოდან დაწყებული, უკრაინული ბორშჩით დამთავრებული, ყველაფრის მომზადება შემიძლია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ კერძებს სიამოვნებით ნამდვილად არ ვაკეთებ, თუმცა, როგორც ამბობენ, ყოველთვის გემრიელი გამომდის. ახლა გაგიმხელთ ერთ-ერთი კერძის რეცეპტს, ეს გახლავთ ქათამი ბრინჯით, რომელიც ძალიან გემრიელია და ამასთანავე მარტივად მზადდება. უნდა ავიღოთ ქათმის ფილე ან ქათამი, სასურველია გადავაცალოთ კანი. პირადად მე, რასაც უნდა ვამზადებდე, ქათამს ყოველთვის ვაცლი კანს. ამოვავლოთ მეგრულ აჯიკაში, დავდოთ ტაფაზე და ერთი მხარე შევბრაწოთ, სანამ მომზადდება, 200-300 გრამი ბრინჯი მოვხარშოთ. ქათამს რომ გადმოვაბრუნებთ, ზემოდან დავაყაროთ ბრინჯი, დავახეხოთ ყველი, მოვაყაროთ შავი პილპილი, მარილი და თავდახურული დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე 35 წუთის განმავლობაში. დამერწმუნეთ, ძალიან გემრიელია და თან ადვილად მოსამზადებელი. გარდა საოჯახო საქმეებისა, ასევე ვზრუნავ ძაღლზე, სახელად ჰეფზე და თუთიყუშზე, დღის განმავლობაში მათაც ვუთმობ გარკვეულ დროს.

სარკესთან

- თუ სახლიდან არ მიწევს გასვლა, მაკიაჟს არ ვიკეთებ. მიყვარს ვარჯიში, მაგრამ ფიტნესკლუბში სიარული მეზარება, ალბათ იმიტომ, რომ წონის პრობლემა არ მაწუხებს. ისე კი, ვარჯიში ენერგიისთვის და გასამხნევებლად ძალიან კარგია, ამიტომ, როცა დროს ვპოულობ, ვრთავ მუსიკას და ვვარჯიშობ, რათა სხეულმა ფორმა არ დაკარგოს, თან ეს კარგ განწყობაზე მაყენებს. რაც შეეხება სილამაზის სალონებს, შეიძლება ხალხს ჰგონია, რომ სულ ესთეტიკურ ცენტრებში ვზივარ, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის, ამის ფუფუნება და სახსრები ჯერ არ მაქვს, როცა გავმდიდრდები, უარს ნამდვილად არ ვიტყვი. თუ ადამიანს საშუალება აქვს, რატომ არ უნდა მოუაროს თავს?! სალონში ძირითადად მაშინ მივდივარ, როცა თმის შეჭრა მინდა, საკუთარი თავის ფორმაში მოყვანას კი თავადვე ვუმკლავდები. სწორი თმა მაქვს და სულაც არაა რთულად მოსავლელი.

შოპინგი

- იმის საშუალება ნამდვილად არ მაქვს, რომ საშოპინგოდ საზღვარგარეთ ვიარო, ამიტომ ან ინტერნეტით ვიწერ, ან კიდევ თბილისურ მაღაზიებს ვსტუმრობ. სამწუხაროდ, ძირითადად სულ ერთნაირ სამოსს ვაწყდები, აქ რამე განსაკუთრებულს იშვიათად ნახავ, ამიტომ კარგი გამოსავალი ვიპოვე, მიყვარს და მეხერხება გადაკეთება, ვყიდულობ სამოსს და ისე ვუცვლი იერსახეს, რომ სულ სხვა რაღაც გამოდის. შეიძლება, თავიდან ბოლომდე სამოსი ვერ შევკერო და საკერავ მანქანასთან ვერ ვიმუშაო, მაგრამ რაღაცის მოჭრა, მიკერება და გამრავალფეროვნება ნამდვილად მეხერხება. ვერ ვიტყვი, რომ სამკაულების გარეშე შინიდან ვერ გავდივარ, მაგრამ ვცდილობ, ამით უფრო საინტერესო იერი შევძინო სამოსს, მიყვარს მეტალის, ტყავის აქსესუარები, ძვირფას ლითონს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ვიკეთებ იმას, რაც აქტუალურია. შეიძლება რაღაც მომეწონოს, რომელიც სულაც არ აკმაყოფილებდეს მოდის ბოლო ტენდენციებს, მაგრამ მაინც გავიკეთო. მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი გაიზარდა, ერთნაირი ზომის სამოსი გვჭირდება და ერთმანეთის გარდერობით სარგებლობაც შეგვიძლია. უნდა გამოვტყდე, რომ მე უფრო ხშირად ვძვრები მის კარადაში, ვიდრე ის (იღიმის). როცა ბებოსთან მიდის, უკან დაბრუნებული, პირველ რიგში, კარადას ამოწმებს და თუ არეულია, მაშინვე ხვდება, რომ დედამ მისი სამოსი გამოიყენა (იღიმება).

მარი

- საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს მე და მარის, მაგრამ ჩვენ შორის არც დედაშვილური ზღვარი და ბარიერია დაკარგული. ერთადერთი საკითხი, რაზეც ვკამათობთ, ინტერნეტისთვის დიდი დროის დათმობაა, უკვე თავისი ინტერესები აქვს, უყურებს სერიალებს, უსმენს საყვარელ ჯგუფებს, მე ვეუბნები, რომ ეს ყველაფერი გაკვეთილების მომზადების შემდეგ უნდა გააკეთოს, მაგრამ მაინც ისე ახერხებს, როგორც თვითონ უნდა (იღიმის).

წიგნები, პრესა, ტელევიზორი...

- ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, რათა ნაკლებად დავითრგუნო, არანაირი სურვილი არ მაქვს ამდენ ნეგატიურ ინფორმაციას ვუსმინო. პრესასაც ყოველდღიურად ნამდვილად არ ვეცნობი, "ფეისბუქი" მიკმაყოფილებს იმ ინტერესს, რაც პრესამ უნდა მომცეს. აი, წიგნების კითხვა კი ნამდვილად მიყვარს. სტუდენტობაში უფრო კლასიკურ ლიტერატურას ვანიჭებდი უპირატესობას, ახლა თანამედროვე მწერლებზე გადავედი.

გართობა

- მიყვარს, როგორც კლუბებში სიარული, ასევე მშვიდ ადგილებში მეგობრებთან ერთად დროის გატარება. განწყობის მიხედვით ვირჩევ ადგილს, სადაც შეიძლება კარგად გართობა. რაც შეეხება პოპულარობას, ვერ ვიტყვი, იმდენად პოპულარული ვარ, ეს დისკომფორტს მიქმნის-მეთქი, ზომიერება ყველგან და ყველაფერში საჭიროა, არა აქვს მნიშვნელობა, კლუბში იქნები თუ სხვა ადგილას, საზოგადოება გცნობს თუ არა. ერთადერთი, რაც მაღიზიანებს, უზრდელი ადამიანია, თუ ვინმეს ჩემი გაცნობის სურვილი უჩნდება, ვეცნობი და ამით ვამთავრებ ყველაფერს, ზედმეტი ლაილაი საჭირო არ არის, მაგრამ თუ თავს მაბეზრებენ და უზრდელობაში გადადიან, კონკრეტული დაწესებულების დაცვას მივმართავ და ასე ვაგვარებ პრობლემას.

პირადი ცხოვრება

- სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს, მოკლედ რაც შემიძლია აღვნიშნო, არის ის, რომ მიუხედავად დაკავებული რეჟიმისა, მე და გიორგი ლიფონავა ერთმანეთისთვის დროის გამონახვას მაინც ვახერხებთ. ისეთი ურთიერთობა გვაქვს, როგორც სხვა დანარჩენ წყვილებს. მართალია, ის რეჟისორია და, ფაქტობრივად, ერთ სფეროში ვმოღვაწეობთ, მაგრამ საქმეზე დიდად არ ვსაუბრობთ, როცა რაღაც ხდება, გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებ, რადგან ვიცი, გიორგი მაინც ისე გადაწყვეტს, როგორც მე მესიამოვნება.

კარიერა

- ბრიტანელი რეჟისორი ბენ ჰოპკინსი საქართველოში იღებს ფილმს, რომელშიც ცნობილი მსახიობებიც თამაშობენ. ერთ-ერთი მათგანი მეთიუ მაკფადენი გახლვათ, რომელიც კირა ნაიტლის უწევდა პარტნიორობას "ანა კარენინაში". ფილმში ვთამაშობ ამერიკელ მსახიობს, მეთიუს გმირის ცოლს. ასეთ ცნობილ ადამიანთან ერთად ჯერ არასდროს მითამაშია, ვფიქრობ, მუშაობა ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო იქნება. მართალია, ეპიზოდური როლი მაქვს, მაგრამ ჩემი პერსონაჟის კეტრინ ქროსის პლაკატები ფილმის დროს საკმაოდ ხშირად ჩანს, ჩემი მონაწილეობით სცენები კი უფრო ფინალისკენ იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ თებერვლის შუა რიცხვებშია დაგეგმილი ჩემი სცენების გადაღება, ჯერჯერობით მხოლოდ ფოტოსესია გავმართეთ ფილმში გამოსაყენებელი პლაკატებისთვის, სადაც ქერა თმით ვიქნები, შემდეგ მომიწევს ყავისფრად შეღებვა, ასე მოითხოვეს და წინააღმდეგობა არც გამიწევია. მოქმედება წარმოსახვით ქვეყანაში ვითარდება, რომელსაც ყარასტანი ჰქვია. სცენარი რომ წავიკითხე, ძალიან დავინტერესდი, პოსტსაბჭოთა ქვეყნის ცხოვრებაა აღწერილი, ნებისმიერმა ქვეყანამ შეიძლება მასში საკუთარი თავი ამოიცნოს, მათ შორის საქართველომაც, თუმცა კონკრეტულად ერთი სახელმწიფოს მდგომარეობა არ არის გადმოტანილი. სიუჟეტის მიხედვით, ფილმის გადასაღებად ამერიკიდან იწვევენ რეჟისორს, რომელმაც უნდა გადაიღოს ფილმი ყარასტანის იმ მეფეზე, რომელმაც ქვეყანა ააღორძინა.

- სხვა დროს თუ შეგიცვლია გარეგნობა როლის გამო?

- მკვეთრად არა. ერთხელ რეკლამაში გადასაღებად მთხოვეს თმის შავად შეღებვა, მაგრამ საკმაოდ ცოტას იხდიდნენ და არ მიღირდა ამის გაკეთება. როდესაც საქმე ფილმს ეხება, მივდივარ დათმობებზე, მაგრამ რეკლამისთვის უფრო ძნელად ვიღებ ასეთ გადაწყვეტილებას.

- როგორ მოხვდი ამ ფილმში და რა ენაზე საუბრობთ?

- კასტინგით შემარჩიეს. რაც შეეხება ენას, იქიდან გამომდინარე, რომ ინგლისური კარგად არ ვიცი თარჯიმნის დახმარებით მიწევს კონტაქტი, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩემს გმირს ბევრი სალაპარაკო არ აქვს. ისე, ფილმში გამოგონილ ენაზე, ე.წ. ყარასტანულზე საუბრობენ, როგორც ქვეყანაა გამოგონილი, ასევე ენაც წარმოსახვითია. როგორც გითხარით, ჯერჯერობით გადაღებები არ გვქონია, ამიტომ უფრო მეტის თქმა არ შემიძლია (იღიმის).

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება