Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარინა ბერიძე - "ნანუკა ჟორჟოლიანს ვურჩევდი, ტაქტიანად მოქცეულიყო"
მარინა ბერიძე - "ნანუკა ჟორჟოლიანს ვურჩევდი, ტაქტიანად მოქცეულიყო"

მა­რი­ნა ბე­რი­ძის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მკაცრ ჟი­უ­რის­თან ასო­ცირ­დე­ბა. "მო­ფე­რე­ბა­სა და ქე­ბას თუ მთხო­ვენ, ასეთ ჟი­უ­რი­ში არა­სო­დეს დავ­ჯდე­ბიო", - ამ­ბობს ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში და აცხა­დებს, რომ სა­მი­ნის­ტრო­ში ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ მომ­ხდა­რა, მის მიერ დაბ­ლო­კი­ლი მომ­ღერ­ლე­ბის თემა კი გა­მო­გო­ნი­ლი ჭო­რია.

- სა­მი­ნის­ტრო­ში საშ­ტა­ტო გა­და­ად­გი­ლე­ბა და კად­რე­ბის შეც­ვლა არ ყო­ფი­ლა. რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია, ალ­ბათ, იქ­ნე­ბა, მაგ­რამ არა ისე­თი, რომ თა­ნამ­შრომ­ლებს შე­ე­ხოს. ნამ­დვი­ლად არ არის ხალ­ხის გაშ­ვე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კურ­სი. შე­მო­სუ­ლია უამ­რა­ვი პრო­ექ­ტი, მაგ­რამ უნდა შე­იქ­მნას საბ­ჭო, რო­მე­ლიც გა­და­წყვეტს მათ ბედს. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია წარ­ვად­გი­ნოთ პრო­ექ­ტე­ბი, ხოლო საბ­ჭო პრი­ო­რი­ტე­ტებს გა­მო­ყოფს.

- რას იტყვით პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით სცე­ნა­ზე გაყ­ვა­ნა­ზე? ხში­რად თქვე­ნი სა­ხე­ლი და გვა­რი სა­ხელ­დე­ბო­და იმ მომ­ღერ­ლე­ბის მიერ, ვინც მა­შინ დაბ­ლო­კი­ლად თვლი­და თავს.

- კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო ასეთ ღო­ნის­ძი­ე­ბებს არ ატა­რებ­და. ზო­გი­ერთს ეგო­ნა, "ჯე­ოს­ტა­რი" კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს პრო­ექ­ტი იყო, ეს სი­სუ­ლე­ლეა! ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მე­რი­ის კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბას ევა­ლე­ბო­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც არა­ვინ არას­დროს დაგ­ვიბ­ლო­კავს. არც მა­შინ და არც ახლა არა­ვინ და­იბ­ლო­კე­ბა. თუ ღო­ნის­ძი­ე­ბას მე ვა­კე­თებ, ჩემი გე­მოვ­ნე­ბის საქ­მეა, ვის ვამ­ღე­რებ და ვის - არა. თუ რო­მან­სის სა­ღა­მოა, ვი­საც კარ­გად ეხერ­ხე­ბა რო­მან­სი, ის გა­მო­ვა სცე­ნა­ზე, თუ ჯა­ზის სა­ღა­მოა, ვინც კარ­გი ჯაზ­მე­ნია - ის. ყვე­ლა ყველ­გან ვერ იმ­ღე­რებს!

- მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, რომ სცე­ნა­ზე გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ.

- სიც­რუ­ეა. ტყუ­ი­ლია ისიც, რომ ამ­ბობ­დნენ, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა და­სა­მარ­დაო. თუ ით­ვლე­ბა, რომ "ჯე­ოს­ტარ­მა" და­ღუ­პა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რა, ეს უკვე აღარ ვიცი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ვხე­დავთ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი მომ­ღერ­ლე­ბი გვყავს. თუნ­დაც, ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი და სოფო გე­ლო­ვა­ნი, რომ­ლე­ბიც "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მი­დი­ან და კი­დევ რამ­დე­ნის ჩა­მოთ­ვლა შე­იძ­ლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა დაბ­ლოკ­ვას, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დღე­ე­ბი რომ გა­ი­მარ­თა საფ­რან­გეთ­ში, ნატო მე­ტო­ნი­ძე გვყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი და ისე­თი დღე­ე­ბი ჩა­ტარ­და, ამა­ზე დიდ­ხანს ლა­პა­რა­კობ­დნენ.

- რო­დე­საც ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ჟი­უ­რი­ში ჩა­ა­ნაც­ვლეთ, იგი თით­ქოს გა­ნა­წყენ­და.

- ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ ნა­ნუ­კა ბა­ლე­რი­ნაა და მე ჩა­ვა­ნაც­ვლე. მეც ჩა­მა­ნაც­ვლა ნიკა მე­მა­ნიშ­ვილ­მა. რა უნდა ვქნა? ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცას ანაც­ვლებს, ხომ არ შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ შენ იყო ყველ­გან? რომ ყო­ფი­ლი­ყო ან ქო­რე­ოგ­რა­ფი, ან მო­ცეკ­ვა­ვე კი­დევ, ჰო, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი მუ­სი­კოს­მა მა­რი­ნა ბე­რი­ძემ რომ ჩა­ა­ნაც­ვლა, ამა­ში ტრა­გე­დი­ას ვერ ვხე­დავ. მუ­სი­კა უფრო ახ­ლოს არის ცეკ­ვას­თან, ვიდ­რე ჟურ­ნა­ლის­ტი­კა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვურ­ჩევ­დი სხვა დროს უფრო ტაქ­ტი­ა­ნად მოქ­ცე­უ­ლი­ყო. სა­ერ­თოდ ქვე­ყა­ნა­ში ტაქ­ტის დე­ფი­ცი­ტი გვაქვს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"თუ ჯართს არ ჩავაბარებ საჭმლის გარეშე დავრჩებით" - 11 წლის ალექსანდრე ალავერდაშვილი

მარინა ბერიძე - "ნანუკა ჟორჟოლიანს ვურჩევდი, ტაქტიანად მოქცეულიყო"

მარინა ბერიძე - "ნანუკა ჟორჟოლიანს ვურჩევდი, ტაქტიანად მოქცეულიყო"

მარინა ბერიძის სახელი საზოგადოებისთვის მკაცრ ჟიურისთან ასოცირდება. "მოფერებასა და ქებას თუ მთხოვენ, ასეთ ჟიურიში არასოდეს დავჯდებიო", - ამბობს ჩვენთან ინტერვიუში და აცხადებს, რომ სამინისტროში ძირეული ცვლილებები არ მომხდარა, მის მიერ დაბლოკილი მომღერლების თემა კი გამოგონილი ჭორია.

- სამინისტროში საშტატო გადაადგილება და კადრების შეცვლა არ ყოფილა. რესტრუქტურიზაცია, ალბათ, იქნება, მაგრამ არა ისეთი, რომ თანამშრომლებს შეეხოს. ნამდვილად არ არის ხალხის გაშვებაზე ორიენტირებული კურსი. შემოსულია უამრავი პროექტი, მაგრამ უნდა შეიქმნას საბჭო, რომელიც გადაწყვეტს მათ ბედს. ჩვენ შეგვიძლია წარვადგინოთ პროექტები, ხოლო საბჭო პრიორიტეტებს გამოყოფს.

- რას იტყვით პოლიტიკური ნიშნით სცენაზე გაყვანაზე? ხშირად თქვენი სახელი და გვარი სახელდებოდა იმ მომღერლების მიერ, ვინც მაშინ დაბლოკილად თვლიდა თავს.

- კულტურის სამინისტრო ასეთ ღონისძიებებს არ ატარებდა. ზოგიერთს ეგონა, "ჯეოსტარი" კულტურის სამინისტროს პროექტი იყო, ეს სისულელეა! ღონისძიებების ჩატარება მერიის კულტურის განყოფილებას ევალებოდა. აქედან გამომდინარე, არც არავინ არასდროს დაგვიბლოკავს. არც მაშინ და არც ახლა არავინ დაიბლოკება. თუ ღონისძიებას მე ვაკეთებ, ჩემი გემოვნების საქმეა, ვის ვამღერებ და ვის - არა. თუ რომანსის საღამოა, ვისაც კარგად ეხერხება რომანსი, ის გამოვა სცენაზე, თუ ჯაზის საღამოა, ვინც კარგი ჯაზმენია - ის. ყველა ყველგან ვერ იმღერებს!

- მაგრამ ზოგიერთი მომღერალი ამბობს, რომ სცენაზე გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

- სიცრუეა. ტყუილია ისიც, რომ ამბობდნენ, ამ წლების განმავლობაში ქართული კულტურა დასამარდაო. თუ ითვლება, რომ "ჯეოსტარმა" დაღუპა საქართველოს კულტურა, ეს უკვე აღარ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ ძალიან კარგი მომღერლები გვყავს. თუნდაც, ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, რომლებიც "ევროვიზიაზე" მიდიან და კიდევ რამდენის ჩამოთვლა შეიძლება.

რაც შეეხება დაბლოკვას, ქართული კულტურის დღეები რომ გაიმართა საფრანგეთში, ნატო მეტონიძე გვყავდა წაყვანილი და ისეთი დღეები ჩატარდა, ამაზე დიდხანს ლაპარაკობდნენ.

- როდესაც ნანუკა ჟორჟოლიანი "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურიში ჩაანაცვლეთ, იგი თითქოს განაწყენდა.

- ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ნანუკა ბალერინაა და მე ჩავანაცვლე. მეც ჩამანაცვლა ნიკა მემანიშვილმა. რა უნდა ვქნა? ვიღაცა ვიღაცას ანაცვლებს, ხომ არ შეიძლება მხოლოდ შენ იყო ყველგან? რომ ყოფილიყო ან ქორეოგრაფი, ან მოცეკვავე კიდევ, ჰო, მაგრამ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მუსიკოსმა მარინა ბერიძემ რომ ჩაანაცვლა, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. მუსიკა უფრო ახლოს არის ცეკვასთან, ვიდრე ჟურნალისტიკა. აქედან გამომდინარე, ვურჩევდი სხვა დროს უფრო ტაქტიანად მოქცეულიყო. საერთოდ ქვეყანაში ტაქტის დეფიციტი გვაქვს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები