კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამომძიებლებმა არ ისარგებლეს საშუალებით და თბილისის მერი არ დაკითხეს"
"გამომძიებლებმა არ ისარგებლეს საშუალებით და თბილისის მერი არ დაკითხეს"

მი­უ­ხე­და­ვად ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მზად­ყოფ­ნი­სა, პა­სუ­ხი გა­ე­ცა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ყვე­ლა შე­კი­თხვა­ზე, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ამ სა­შუ­ა­ლე­ბით არ ისარ­გებ­ლეს და თბი­ლი­სის მერი არ და­კი­თხეს , - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის მე­რი­ის იუ­რი­დი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ირაკ­ლი აბე­სა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რის და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლი­სა და და­ში­ნე­ბის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ელ­და.

"ამას­თან, ხაზი გვინ­და გა­ვუს­ვათ, რომ არა­ნა­ი­რი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რის და­კი­თხვის, არ არ­სე­ბობს, ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ვი­დეო და კად­რი, სა­დაც თვალ­ნათ­ლივ ჩანს პრე­ზი­დენ­ტის მო­სას­მე­ნად მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ჩე­ნი­ლი აგ­რე­სია და ამის სა­პა­სუ­ხოდ პო­ლი­ცი­ის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი უმოქ­მე­დო­ბა. თუკი გა­მო­ძი­ე­ბაც ამ შემ­თხვე­ვა­შიც არ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი, ჩვენ კი­დევ ერთხელ მზად­ყოფ­ნას გა­მოვ­თქვამთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო ნე­ბის­მი­ერ შე­კი­თხვა­ზე მო­მა­ვალ­ში წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბულ დროს გავ­ცეთ პა­სუ­ხი ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი აბე­სა­ძემ.

მან კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტა, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უგუ­ლა­ვა თან­ხმო­ბას გა­მოთ­ქვამს და მზად არის ნე­ბის­მი­ერ შე­კი­თხვას პა­სუ­ხი ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში გას­ცეს, თუკი ამის სურ­ვი­ლი გა­მო­ძი­ე­ბას რე­ა­ლუ­რად ექ­ნე­ბა. "ჩვენ დღეს და­ვი­ნა­ხეთ, რომ ამის რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მხრი­დან არ არ­სე­ბობს და ეს ალ­ბათ მხო­ლოდ და­ში­ნე­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ელ­და", - დას­ძი­ნა აბე­სა­ძემ.

თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დღეს, 8 თე­ბერ­ვალს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რა. კერ­ძოდ, და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ გიგი უგუ­ლა­ვა, გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი, ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი და კობა ხა­ბა­ზი. კობა ხა­ბა­ზი და­კი­თხვა­ზე მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­მო­ცხად­და, გიგი უგუ­ლა­ვა კი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში ელო­დე­ბო­და. ხოლო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­მოთ­ქვეს მზად­ყოფ­ნა, გა­მო­ძი­ე­ბის შე­კი­თხვებს პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში უპა­სუ­ხონ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი 8 თე­ბერ­ვალს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ქა­ლა­ქის მე­რის და­სა­კი­თხად მე­რი­ა­ში არ მივ­ლენ. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი უმ­ცი­რე­სო­ბის წევრთა და­სა­კი­თხად არც "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­შიც მის­ვლას აპი­რე­ბენ. "მის­ვლას არ ვა­პი­რებთ, მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, პა­ტი­ვი სცენ, და­ე­მორ­ჩი­ლონ კა­ნონს და ითა­ნამ­შრომ­ლონ გა­მო­ძი­ე­ბას­თან", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"გამომძიებლებმა არ ისარგებლეს საშუალებით და თბილისის მერი არ დაკითხეს"

"გამომძიებლებმა არ ისარგებლეს საშუალებით და თბილისის მერი არ დაკითხეს"

მიუხედავად ქალაქ თბილისის მერის მიერ გამოცხადებული მზადყოფნისა, პასუხი გაეცა გამოძიებისთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე, გამომძიებლებმა ამ საშუალებით არ ისარგებლეს და თბილისის მერი არ დაკითხეს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე ერთმნიშვნელოვანია, რომ ქალაქ თბილისის მერის დაკითხვაზე დაბარება მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლისა და დაშინების მიზნით განხორციელდა.

"ამასთან, ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ არანაირი აუცილებლობა, ქალაქ თბილისის მერის დაკითხვის, არ არსებობს, ვინაიდან არსებობს უამრავი ვიდეო და კადრი, სადაც თვალნათლივ ჩანს პრეზიდენტის მოსასმენად მისული ადამიანების წინააღმდეგ გამოჩენილი აგრესია და ამის საპასუხოდ პოლიციის დანაშაულებრივი უმოქმედობა. თუკი გამოძიებაც ამ შემთხვევაშიც არ იქნება გამოყენებული, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, ჩვენ კიდევ ერთხელ მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ გამოძიებისთვის საჭირო და საინტერესო ნებისმიერ შეკითხვაზე მომავალში წინასწარ შეთანხმებულ დროს გავცეთ პასუხი ქალაქ თბილისის მერიაში", - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საგამოძიებო ღონისძიებებში მონაწილეობაზე უგულავა თანხმობას გამოთქვამს და მზად არის ნებისმიერ შეკითხვას პასუხი ქალაქ თბილისის მერიაში გასცეს, თუკი ამის სურვილი გამოძიებას რეალურად ექნება. "ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ ამის რეალური სურვილი გამოძიების მხრიდან არ არსებობს და ეს ალბათ მხოლოდ დაშინების და პოლიტიკური ზეწოლის მიზნით განხორციელდა", - დასძინა აბესაძემ.

თბილისის მერი გიგი უგულავა და საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმე დეპუტატი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარა. კერძოდ, დაკითხვაზე დაბარებული იყვნენ გიგი უგულავა, გიორგი კანდელაკი, ლევან ბეჟაშვილი და კობა ხაბაზი. კობა ხაბაზი დაკითხვაზე მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა, გიგი უგულავა კი სამართალდამცველებს კითხვებზე პასუხის გასაცემად თბილისის მერიაში ელოდებოდა. ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გამოძიების შეკითხვებს პარტიის ცენტრალურ ოფისში უპასუხონ.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ სამართალდამცველები 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ქალაქის მერის დასაკითხად მერიაში არ მივლენ. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავები უმცირესობის წევრთა დასაკითხად არც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისშიც მისვლას აპირებენ. "მისვლას არ ვაპირებთ, მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ, დაემორჩილონ კანონს და ითანამშრომლონ გამოძიებასთან", - აღნიშნა გიორგობიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ