საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შოუბიზნესი არ გვაქვს საერთოდ და რა უნდა შევაფასო?"
"შოუბიზნესი არ გვაქვს საერთოდ და რა უნდა შევაფასო?"

ნია ბონ­დის ბლი­ცის მო­რი­გი სტუ­მა­რი მსა­ხი­ო­ბი ჯაბა კი­ლა­ძეა, რო­მე­ლიც წინა წელს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" ჯუ­ლი­ა­ნა ბარ-გნარ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ერ­თა­დერ­თი შე­კი­თხვა, რო­მე­ლიც ჩემს რეს­პონ­დენტს არ მო­ე­წო­ნა, რატი წი­თე­ლა­ძეს უკავ­შირ­დე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი თა­ვად ნა­ხეთ.

- ნატ­ვრის თვა­ლი რომ მქონ­დეს...

- (იცი­ნის) კაი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რა გა­ვერ­თო­ბო­დი.

- ცხოვ­რე­ბა­ში არას­დროს ვი­სურ­ვებ­დი...

- არ ვიცი. ჰო, ისე არ მიყ­ვარს ცუდი რა­ღა­ცე­ბი. სხვის სა­ზი­ა­ნოდ არა­ფერს ვი­სურ­ვებ­დი.

- ჩემი ძლი­ე­რი მხა­რეა...

- ის, რომ სა­კუ­თარ თავ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია შე­მიძ­ლია.

- დრო­ის უკან დაბ­რუ­ნე­ბა რომ შე­მეძ­ლოს...

- არ ვიცი, ვერ გე­ტყვი. არა­ფერს შევ­ცვლი­დი.

- ჩემი პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის გა­ვა­კე­თებ...

- რა­საც ვა­კე­თებ იმას. წე­სი­ე­რი გზით გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს. უწე­სო გზით არა­ფერს გა­ვა­კე­თებ, ფე­ხებ­ზე მკი­დია პო­პუ­ლა­რო­ბა.

- ჩემი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

- ღირ­სე­ბა. პირ­ველ რიგ­ში ღირ­სე­ბა უნდა გქონ­დეს, მერე - პრო­ფე­სია. მე მირ­ჩევ­ნია წა­ვა­გო საქ­მე­ში, მაგ­რამ ღამე მშვი­დად მე­ძი­ნოს.

- ქალი რომ იყო, ჯაბა კი­ლა­ძეს ცო­ლად გაჰ­ყვე­ბო­დი?

- არა ტო, ღა­და­ობ (იცი­ნის)?!.. არა, ვი­ხუმ­რე, გავ­ყვე­ბო­დი.

- რა თვი­სე­ბა მოგ­წონს შენ­ში?

- არ ვიცი, ვერ გე­ტყვი. ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ა­თი იმ­დენ დე­ტალს შე­ი­ცავს, ერთი რო­გორ გი­თხრა? რა­ღა­ცე­ბი მომ­წონს, რა­ღა­ცე­ბი - არა.

- ის გვი­თხა­რი, რაც მოგ­წონს.

- მოდი, მა­გას არ და­ვა­კონ­კრე­ტებ.

- რამ­დე­ნად გა­ინ­ტე­რე­სებს სხვი­სი აზრი?

- არის ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რია, ვისი აზ­რიც ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. არის კა­ტე­გო­რია, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა, მხო­ლოდ მო­ვუს­მი­ნო, არის კა­ტე­გო­რია, ვისი აზ­რიც სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ზრდი­ლო­ბის გამო ვის­მენ. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ, მაგ­რამ მა­ინ­ტე­რე­სებს მათი აზრი, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბი, მათი აზრი უნდა იცო­დე.

- ცხოვ­რე­ბა­ში ვნა­ნობ...

- რა ვიცი, არა­ფერს. არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია ისე­თი. ყო­ველ­დღი­უ­რად ადა­მი­ა­ნი შეც­დო­მას უშ­ვებ და აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ცაა, იმი­ტომ, რომ შემ­დეგ უფრო გან­ვი­თარ­დე, ის­წავ­ლო.

- სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვუ­ჩენ­დი თა­ვის ად­გილს...

- ძა­ლი­ან ბევ­რს. ალ­ბათ უფრო მას­შტა­ბურს ვგუ­ლის­ხმობ, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა, ვინც რა­ღა­ცას აკე­თებს: პო­ლი­ტი­კას, თე­ატ­რა­ლურ სამ­ყა­როს ემ­სა­ხუ­რე­ბა თუ სხვა რა­მეს, თა­ვი­სი საქ­მე რომ აკე­თოს, უშუ­ა­ლოდ რაც ეხე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან მა­გა­რი ქვე­ყა­ნა გვექ­ნე­ბა. ჩვენ­თან მასე არ ხდე­ბა. ყვე­ლა რა­ღა­ცა­ში ყოფს ცხვირს. ამის გამო ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ. ეს ეხე­ბა ყვე­ლა სფე­როს. ჩვენ­თან უმე­ტე­სო­ბა არ არის იმ საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რა­საც აკე­თებს.

- შო­უ­ბიზ­ნე­სის სფე­როს გუ­ლის­ხმობ?

- შო­უ­ბიზ­ნე­სის სფე­რო იმ­დე­ნად არ მა­ინ­ტე­რე­სებს, რომ ვერ აგიხ­სნი. მე სა­ერ­თოდ არ მი­ვიჩ­ნევ თავს შო­უ­ბიზ­ნე­სის ნა­წი­ლად და ალ­ბათ არც ვიქ­ნე­ბი არა­სო­დეს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში აქა­ურ შო­უ­ბიზ­ნეს­ში მა­ინც რა. მე ვარ მსა­ხი­ო­ბი და შო­უ­ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა ჩემი საქ­მე არ არის.

- აქა­უ­რი შო­უ­ბიზ­ნე­სიო, რას გუ­ლის­ხმობ და რო­გორ აფა­სებ სა­ერ­თოდ ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნესს?

- შო­უ­ბიზ­ნე­სი არ გვაქვს სა­ერ­თოდ და რო­მე­ლი უნდა შე­ვა­ფა­სო?

- რა­ტომ, არ გვყავს კარ­გი მომ­ღ­ერ­ლე­ბი?

- რო­გორ არ გვყავს კარ­გი მომ­ღერ­ლე­ბი. აი, თუნ­დაც ნატო მე­ტო­ნი­ძე, ნინო ქა­თა­მა­ძე ხომ გვყავს, გვყავ­და ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი და გვყავს კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი მომ­ღე­რა­ლი, ეს უკვე ძა­ლი­ან დიდი სიმ­დიდ­რეა, მაგ­რამ შო­უ­ბიზ­ნე­სი სულ სხვა რა­მეა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შოუს კე­თე­ბა არ იცი­ან. ასე­ვე არ გაქვს ბიზ­ნე­სი, იმი­ტომ, რომ დღეს ვერც ერთი მომ­ღე­რა­ლი ვერ ცხოვ­რობს ისე, რო­გორც უნდა ცხოვ­რობ­დეს ვარ­სკვლა­ვი. ზოგი თა­ვი­სი ჰო­ნო­რა­რით ალ­ბათ თავს ვერ შე­ი­ნა­ხავს. ამი­ტომ მე­ცი­ნე­ბა, როცა მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ვარ­სკვლა­ვი ვარ. მე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე ვარ. ვარ­სკვლა­ვე­ბი არი­ან ბრედ პიტი, ბი­ონ­სე. აბა, რას ნიშ­ნავს, მი­თხა­რი, შო­უ­ბიზ­ნეს­ში ნახო ად­გი­ლი, როცა შენს კონ­ცერ­ტზე შე­იძ­ლე­ბა, ხუთი ბი­ლე­თიც არ გა­ი­ყი­დოს. უნდა შეს­თა­ვა­ზო კარ­გი პრო­დუქ­ტი, რომ ადა­მი­ან­მა ფული გა­ი­მე­ტოს და და­ხარ­ჯოს. აი, მა­გა­ლი­თად, ხალ­ხი თე­ატ­რში და­დის იმი­ტომ, რომ ნორ­მა­ლურ სპექ­ტაკ­ლებს ვთა­ვა­ზობთ.

- რა რჩე­ვას მის­ცემ­დი რატი წი­თე­ლა­ძეს?

- სა­ერ­თოდ, ვინ არის რატი წი­თე­ლა­ძე? რა კონ­ტექ­სტში მე­კი­თხე­ბი? უბ­რა­ლოდ, ვიც­ნობ. რა­ტომ არ მკი­თხე სხვა ვინ­მე­ზე?!..

- კარ­გი, სხვა შე­კი­თხვა­ზე გა­და­ვი­დეთ. არ მომ­წონს ქალი, რო­მე­ლიც...

- არ უვ­ლის თავს (იცი­ნის).

- როცა ძა­ლი­ან ლა­მაზ ქალს ვხე­დავ...

- ძა­ლი­ან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ.

- თა­მა­მი ხარ?

- ქალ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ზო­გა­დად ზრდი­ლო­ბი­ა­ნი უნდა იყო და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი. ქალს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი პა­ტი­ვი უნდა სცე. მე ასე ვფიქ­რობ.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

"შოუბიზნესი არ გვაქვს საერთოდ და რა უნდა შევაფასო?"

"შოუბიზნესი არ გვაქვს საერთოდ და რა უნდა შევაფასო?"

ნია ბონდის ბლიცის მორიგი სტუმარი მსახიობი ჯაბა კილაძეა, რომელიც წინა წელს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ჯულიანა ბარ-გნართან ერთად მონაწილეობდა. ერთადერთი შეკითხვა, რომელიც ჩემს რესპონდენტს არ მოეწონა, რატი წითელაძეს უკავშირდება. დანარჩენი თავად ნახეთ.

- ნატვრის თვალი რომ მქონდეს...

- (იცინის) კაი იქნებოდა, მაგრა გავერთობოდი.

- ცხოვრებაში არასდროს ვისურვებდი...

- არ ვიცი. ჰო, ისე არ მიყვარს ცუდი რაღაცები. სხვის საზიანოდ არაფერს ვისურვებდი.

- ჩემი ძლიერი მხარეა...

- ის, რომ საკუთარ თავთან კომუნიკაცია შემიძლია.

- დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს...

- არ ვიცი, ვერ გეტყვი. არაფერს შევცვლიდი.

- ჩემი პოპულარობისთვის გავაკეთებ...

- რასაც ვაკეთებ იმას. წესიერი გზით გავაკეთებ ყველაფერს. უწესო გზით არაფერს გავაკეთებ, ფეხებზე მკიდია პოპულარობა.

- ჩემი მთავარი ღირებულება.

- ღირსება. პირველ რიგში ღირსება უნდა გქონდეს, მერე - პროფესია. მე მირჩევნია წავაგო საქმეში, მაგრამ ღამე მშვიდად მეძინოს.

- ქალი რომ იყო, ჯაბა კილაძეს ცოლად გაჰყვებოდი?

- არა ტო, ღადაობ (იცინის)?!.. არა, ვიხუმრე, გავყვებოდი.

- რა თვისება მოგწონს შენში?

- არ ვიცი, ვერ გეტყვი. ადამიანის ხასიათი იმდენ დეტალს შეიცავს, ერთი როგორ გითხრა? რაღაცები მომწონს, რაღაცები - არა.

- ის გვითხარი, რაც მოგწონს.

- მოდი, მაგას არ დავაკონკრეტებ.

- რამდენად გაინტერესებს სხვისი აზრი?

- არის ადამიანების კატეგორია, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. არის კატეგორია, რომელსაც შეიძლება, მხოლოდ მოვუსმინო, არის კატეგორია, ვისი აზრიც საერთოდ არ მაინტერესებს, მაგრამ ზრდილობის გამო ვისმენ. არიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ მაინტერესებს მათი აზრი, რადგან საზოგადოებას ემსახურები, მათი აზრი უნდა იცოდე.

- ცხოვრებაში ვნანობ...

- რა ვიცი, არაფერს. არაფერი გამიკეთებია ისეთი. ყოველდღიურად ადამიანი შეცდომას უშვებ და აუცილებელიცაა, იმიტომ, რომ შემდეგ უფრო განვითარდე, ისწავლო.

- სიამოვნებით მივუჩენდი თავის ადგილს...

- ძალიან ბევრს. ალბათ უფრო მასშტაბურს ვგულისხმობ, მაგრამ ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც რაღაცას აკეთებს: პოლიტიკას, თეატრალურ სამყაროს ემსახურება თუ სხვა რამეს, თავისი საქმე რომ აკეთოს, უშუალოდ რაც ეხება, დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი ქვეყანა გვექნება. ჩვენთან მასე არ ხდება. ყველა რაღაცაში ყოფს ცხვირს. ამის გამო ძალიან ვწუხვარ. ეს ეხება ყველა სფეროს. ჩვენთან უმეტესობა არ არის იმ საქმის პროფესიონალი, რასაც აკეთებს.

- შოუბიზნესის სფეროს გულისხმობ?

- შოუბიზნესის სფერო იმდენად არ მაინტერესებს, რომ ვერ აგიხსნი. მე საერთოდ არ მივიჩნევ თავს შოუბიზნესის ნაწილად და ალბათ არც ვიქნები არასოდეს. ყოველ შემთხვევაში აქაურ შოუბიზნესში მაინც რა. მე ვარ მსახიობი და შოუბიზნესის კეთება ჩემი საქმე არ არის.

- აქაური შოუბიზნესიო, რას გულისხმობ და როგორ აფასებ საერთოდ ქართულ შოუბიზნესს?

- შოუბიზნესი არ გვაქვს საერთოდ და რომელი უნდა შევაფასო?

- რატომ, არ გვყავს კარგი მომ­ღ­ერლები?

- როგორ არ გვყავს კარგი მომღერლები. აი, თუნდაც ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე ხომ გვყავს, გვყავდა ირაკლი ჩარკვიანი და გვყავს კიდევ ძალიან ბევრი კარგი მომღერალი, ეს უკვე ძალიან დიდი სიმდიდრეა, მაგრამ შოუბიზნესი სულ სხვა რამეა. სამწუხაროდ, საქართველოში შოუს კეთება არ იციან. ასევე არ გაქვს ბიზნესი, იმიტომ, რომ დღეს ვერც ერთი მომღერალი ვერ ცხოვრობს ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეს ვარსკვლავი. ზოგი თავისი ჰონორარით ალბათ თავს ვერ შეინახავს. ამიტომ მეცინება, როცა მეუბნებიან, რომ ვარსკვლავი ვარ. მე ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ. ვარსკვლავები არიან ბრედ პიტი, ბიონსე. აბა, რას ნიშნავს, მითხარი, შოუბიზნესში ნახო ადგილი, როცა შენს კონცერტზე შეიძლება, ხუთი ბილეთიც არ გაიყიდოს. უნდა შესთავაზო კარგი პროდუქტი, რომ ადამიანმა ფული გაიმეტოს და დახარჯოს. აი, მაგალითად, ხალხი თეატრში დადის იმიტომ, რომ ნორმალურ სპექტაკლებს ვთავაზობთ.

- რა რჩევას მისცემდი რატი წითელაძეს?

- საერთოდ, ვინ არის რატი წითელაძე? რა კონტექსტში მეკითხები? უბრალოდ, ვიცნობ. რატომ არ მკითხე სხვა ვინმეზე?!..

- კარგი, სხვა შეკითხვაზე გადავიდეთ. არ მომწონს ქალი, რომელიც...

- არ უვლის თავს (იცინის).

- როცა ძალიან ლამაზ ქალს ვხედავ...

- ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ.

- თამამი ხარ?

- ქალთან მიმართებაში ზოგადად ზრდილობიანი უნდა იყო და მოკრძალებული. ქალს რაც შეიძლება მეტი პატივი უნდა სცე. მე ასე ვფიქრობ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება