სამართალი
პოლიტიკა

20

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონი მიიღო
პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონი მიიღო

ხან­გრძლი­ვი დის­კუ­სი­ის, დე­ბა­ტე­ბი­სა და თა­ვად უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს შო­რის რიგ მუხ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პარ­ლა­მენ­ტმა "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი 80 ხმით ერ­თხმად მი­ი­ღო.

პარ­ლა­მენ­ტმა "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ე­ტი ასე­თი სა­ხით მი­ი­ღო: ჰუ­მა­ნიზ­მის პრინ­ცი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, პა­ტი­მარ­თა და პი­რო­ბით მსჯავ­რდე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ კრი­მი­ნო­გე­ნუ­რი ვი­თა­რე­ბის კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის სა­თა­ნა­დო მე­ქა­ნიზ­მე­ბის არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, ერთჯე­რა­დი, დრო­ე­ბი­თი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, აცხა­დებს ამ­ნის­ტი­ას.

მუხ­ლი 1

გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან პირი, რო­მელ­მაც არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ასაკ­ში ჩა­ი­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ნაკ­ლე­ბად მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლი, გარ­და და­ნა­შა­უ­ლი­სა, რო­მელ­საც მოჰ­ყვა სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა.

მუხ­ლი 2

გა­უ­ნა­ხევ­რდეს სას­ჯე­ლი ადრე გან­ზრა­ხი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის ნა­სა­მარ­თლო­ბის არ მქო­ნე პირს, რო­მელ­მაც არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ასაკ­ში ჩა­ი­დი­ნა მძი­მე ან/და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლი, გარ­და და­ნა­შა­უ­ლი­სა, რო­მელ­საც მოჰ­ყვა სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა.

მუხ­ლი 3

გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან ადრე გან­ზრა­ხი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის ნა­სა­მარ­თლო­ბის არ მქო­ნე პირი, რო­მელ­მაც ჩა­ი­დი­ნა ნაკ­ლე­ბად მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლი, გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შემ­დე­გი და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა:

ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­საც მოჰ­ყვა სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა (110-ე მუხ­ლი; 111-ე მუხ­ლი; 112-ე მუხ­ლი; 113-ე მუხ­ლი; 114-ე მუხ­ლი; 115-ე მუხ­ლი; 116-ე მუხ­ლი; 118-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი; 130-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი; 133-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლი; 161-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი; 170-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი; 188-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლი; 220/1 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი; 229/1 მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლი; 238-ე მუხ­ლი; 240-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი; 281-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი; 283-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი; 289-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი; 292-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლი; 293-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლი; 295-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლი; 297-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლი; 342-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი; 342/1 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი; 397-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი); ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა (117-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი); და­ნა­შა­უ­ლი სქე­სობ­რი­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ (139-ე მუხ­ლი; 140-ე მუხ­ლი; 141-ე მუხ­ლი); და­ნა­შა­უ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ (142-ე მუხ­ლი; 142/1 მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 ნა­წი­ლი; 143/3 მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი; 144/2 მუხ­ლი; 144/3 მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი; 146-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი; 153-ე მუხ­ლი; 154-ე მუხ­ლი; 155-ე მუხ­ლი; 156-ე მუხ­ლი; 159-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი; 160-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლი; 161-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი; 162-ე მუხ­ლი; 163-ე მუხ­ლი; 164-ე მუხ­ლი; 164/1 მუხ­ლი; 164/2 მუხ­ლი; 164/3 მუხ­ლი; 166-ე მუხ­ლი); არას­რულ­წლო­ვა­ნის ჩაბ­მა ან­ტი­სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ქმე­დე­ბა­ში (171-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლი); ბავ­შვის შეც­ვლა (174-ე მუხ­ლი); პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მა (253-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი); და­ნა­შა­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ (320-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი; 321-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი); სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­უ­ლი (332-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბი; 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბი; 334-ე მუხ­ლი; 335-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი; 337-ე მუხ­ლი; 339-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი; 340-ე მუხ­ლი; 341-ე მუხ­ლი, 342-ე მუხ­ლი); სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის ან გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლა (364-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბი); და­ნა­შა­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის საპ­რო­ცე­სო წე­სის წი­ნა­აღ­მდეგ (369/1 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი); და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა (375-ე მუხ­ლი); და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა (376-ე მუხ­ლი); და­ნა­შა­უ­ლი სა­სა­მარ­თლო აქ­ტე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ (378-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი; 381-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი); მო­წო­დე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი ომის გა­ჩა­ღე­ბი­სა­კენ (405-ე მუხ­ლი).

მუხ­ლი 4

ერთი მე­სა­მე­დით შე­უმ­ცირ­დეს სას­ჯე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მძი­მე ან/და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ ქალს, გარ­და და­ნა­შა­უ­ლი­სა, რო­მელ­საც მოჰ­ყვა სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა.

მუხ­ლი 5

1. გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბი­თი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი, გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სა და ასე­ვე და­ნა­შა­უ­ლი­სა, რო­მელ­საც მოჰ­ყვა სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა.

2. გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან სა­სიკ­ვდი­ლო შე­დე­გის მქო­ნე გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბი­თი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი, თუ ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე, ამ კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის პრო­ცეს­ში, გა­მო­ძი­ე­ბის ან სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე თან­ხმო­ბას გა­მოთ­ქვამს ამ პი­რის მი­მართ ამ­ნის­ტი­ის აქ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე. იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე გარ­დაც­ვლი­ლია ან ვერ იძებ­ნე­ბა, წი­ნამ­დე­ბა­რე ამ­ნის­ტია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამ მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ, თუ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ, ამ პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სით, თან­ხმო­ბას გა­მოთ­ქვამს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხის ყვე­ლა სრულ­წლო­ვა­ნი, ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი წევ­რი (დედა, მამა, მე­უღ­ლე, შვი­ლი).

მუხ­ლი 6

გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან ადრე გან­ზრა­ხი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის ნა­სა­მარ­თლო­ბის არ მქო­ნე პირი, რო­მელ­მაც ჩა­ი­დი­ნა ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან/და მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის მომ­ზა­დე­ბა ან/და მცდე­ლო­ბა.

მუხ­ლი 7

გა­უ­ნა­ხევ­რდეს სას­ჯე­ლი ადრე გან­ზრა­ხი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის ნა­სა­მარ­თლო­ბის არ მქო­ნე პირს, რო­მელ­მაც ჩა­ი­დი­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის მომ­ზა­დე­ბა ან/და მცდე­ლო­ბა.

მუხ­ლი 8

1. გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლით, იმა­ვე კო­დექ­სის 261-ე მუხ­ლის მე-3 ან/და მე-4 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი, თუ მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა არ კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი ანა­ლო­გის ან პრე­კურ­სო­რის, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის, მისი ანა­ლო­გის ან ძლი­ერ­მოქ­მე­დი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­სა­ღე­ბის ნიშ­ნით და ამას­თან, ის არ არის ადრე გან­ზრა­ხი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის ნა­სა­მარ­თლე­ბი პირი, გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის XXXIII თა­ვით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სა, რო­მე­ლიც ასე­ვე არ კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბო­და გა­სა­ღე­ბის ნიშ­ნით.

2. გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 273-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი.

მუხ­ლი 9

გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან ადრე გან­ზრა­ხი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის ნა­სა­მარ­თლო­ბის არ მქო­ნე პირი, რო­მელ­მაც ჩა­ი­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 239-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი.

მუხ­ლი 10

გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 339/1-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი.

მუხ­ლი 11

1. გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი, თუ ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ან მათი უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე, ამ კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის პრო­ცეს­ში, გა­მო­ძი­ე­ბის ან სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე თან­ხმო­ბას გა­მოთ­ქვამს ამ პი­რის მი­მართ ამ­ნის­ტი­ის აქ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.

2. იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე გარ­დაც­ვლი­ლია ან ვერ იძებ­ნე­ბა, წი­ნამ­დე­ბა­რე ამ­ნის­ტია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამ მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ, თუ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ, ამ მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სით, თან­ხმო­ბას გა­მოთ­ქვამს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხის ერთი სრულ­წლო­ვა­ნი, ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი წევ­რი (დედა, მამა, მე­უღ­ლე, შვი­ლი).

3. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ამ მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ამ­ნის­ტი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ, ამ მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სით, თან­ხმო­ბას გა­მოთ­ქვამს მისი სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რე (უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე) იუ­რი­დი­უ­ლი პირი, ხოლო ლიკ­ვი­და­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ამ მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ამ­ნის­ტია აღ­სრულ­დე­ბა.

მუხ­ლი 12

გა­უ­ნა­ხევ­რდეს სას­ჯე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის შემ­დე­გი მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ პირს: 182-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბი; მე-200 მუხ­ლის მე-2, მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბი; 202-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი; 203-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლი; 205/1 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი; 208-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი; 210-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი; 214-ე მუხ­ლის მე-2, მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბი; 218-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი; 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბი; 237-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი, 276-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლი; 239-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლი; 240/1 მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბი; 353-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი; 370-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი; 384-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი; 389-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბი.

მუხ­ლი 13

გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის პირი, თუ მისი ქმე­დე­ბა იმავდრო­უ­ლად დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია იმა­ვე კო­დექ­სის 262-ე მუხ­ლით.

მუხ­ლი 14

გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 261-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის პირი, თუ მისი ქმე­დე­ბა იმავდრო­უ­ლად დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია იმა­ვე კო­დექ­სის 263-ე მუხ­ლით.

მუხ­ლი 15

გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის პირი, თუ მისი ქმე­დე­ბა იმავდრო­უ­ლად დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია იმა­ვე კო­დექ­სის 303-ე მუხ­ლით.

მუხ­ლი 16

ერთი მე­ო­თხე­დით შე­უმ­ცირ­დეს სას­ჯე­ლი პირს, რო­მელ­ზეც არ ვრცელ­დე­ბა ამ კა­ნო­ნის 1-15 მუხ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბა.

მუხ­ლი 17

პირს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 59-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, სას­ჯე­ლი და­ე­ნიშ­ნა (და­ე­ნიშ­ნე­ბა) და­ნა­შა­ულ­თა ან/და გა­ნა­ჩენ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბის დროს სას­ჯელ­თა შეკ­რე­ბის წე­სის გა­მო­ყე­ნე­ბით, ეს კა­ნო­ნი შე­ე­ხე­ბა თი­თო­ე­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სა და სას­ჯე­ლი­სათ­ვის ცალ-ცალ­კე.

მუხ­ლი 18

ამ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ან/და სას­ჯე­ლის შემ­ცი­რე­ბა ერ­თნა­ი­რად და პრო­პორ­ცი­უ­ლად ვრცელ­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის სა­ხით და­ნიშ­ნულ რო­გორც რე­ა­ლურ სას­ჯელ­ზე, ისე პი­რო­ბით მსჯავრზე და გა­მო­საც­დელ ვა­და­ზე, რო­გორც ძი­რი­თად, ისე და­მა­ტე­ბით სას­ჯელ­ზე, გარ­და ჯა­რი­მი­სა და ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვი­სა.

მუხ­ლი 19

პირს, რო­მელ­ზეც ვრცელ­დე­ბა ამ კა­ნო­ნის მე-8 მუხ­ლის მოქ­მე­დე­ბა, სას­ჯე­ლი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად აღუდ­გეს "ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­მორ­თმე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბი.

მუხ­ლი 20

ამ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბა არ ვრცელ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხით შე­ფარ­დე­ბულ/აღ­სრუ­ლე­ბულ ჯა­რი­მა­ზე ან/და ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა­ზე, ასე­ვე "არა­სა­პა­ტიმ­რო სას­ჯელ­თა აღ­სრუ­ლე­ბის წე­სი­სა და პრო­ბა­ცი­ის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის და­კის­რე­ბულ/გა­დახ­დილ ჯა­რი­მა­ზე.

მუხ­ლი 21

ამ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბა ვრცელ­დე­ბა იმ პირ­ზე, რო­მელ­საც და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლი აქვს 2012 წლის 02 ოქ­ტომ­ბრამ­დე.

მუხ­ლი 22

შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კურ-სა­მარ­თლებ­რი­ვი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, ხელ­მძღვა­ნე­ლობს რა ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის #1900 (2012) რე­ზო­ლუ­ცი­ით გან­სა­ზღვრუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით და მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­ი­სათ­ვის არ­სე­ბო­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ან პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვად დევ­ნი­ლი პი­რე­ბი, ამ კა­ნო­ნით აცხა­დებს პო­ლი­ტი­კურ ამ­ნის­ტი­ას.

გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლი­სა­გან ის პი­რე­ბი, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დად­გე­ნი­ლე­ბით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვთ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ან პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვად დევ­ნი­ლი პი­რის სტა­ტუ­სი.

მუხ­ლი 23

1. ამ კა­ნო­ნის 1-21 მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ამ­ნის­ტი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ, გა­მო­ძი­ე­ბის სტა­დი­ა­ზე, იღებს შე­სა­ბა­მი­სი პრო­კუ­რო­რი.

2. ამ კა­ნო­ნის 1-21 მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ამ­ნის­ტი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ბრალ­დე­ბუ­ლის/მსჯავ­რდე­ბუ­ლის მი­მართ, საქ­მის სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის სტა­დი­ა­ზე, იღებს შე­სა­ბა­მი­სი სა­სა­მარ­თლო.

3. ამ კა­ნო­ნის 1-21 მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ამ­ნის­ტი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მსჯავ­რდე­ბუ­ლის მი­მართ, დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის საქ­მე­ზე, იღებს თავ­და­პირ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მომ­ტა­ნი რა­ი­ო­ნუ­ლი (სა­ქა­ლა­ქო) სა­სა­მარ­თლო, რო­მელ­საც პა­ტიმ­რო­ბა­ში ან პრო­ბა­ცი­ის რე­ჟიმ­ზე მყო­ფი მსჯავ­რდე­ბუ­ლის პი­რად საქ­მეს, ამ კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლი­დან ორი კვი­რის ვა­და­ში, მი­აწ­ვდის შე­სა­ბა­მი­სი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, პრო­ბა­ცი­ის ბი­უ­რო ან სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, ხოლო ძებ­ნი­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლის მი­მართ ამ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ამ­ნის­ტი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, ამა­ვე ვა­და­ში მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა. სა­სა­მარ­თლო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია ამ­ნის­ტი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლოს ზე­პი­რი მოს­მე­ნის გა­რე­შე.

4. ამ კა­ნო­ნის 1-21 მუხ­ლე­ბით (გარ­და მე-11 მუხ­ლი­სა) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ამ­ნის­ტია აღ­სრულ­დეს კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლი­დან ორი თვის ვა­და­ში. ამ კა­ნო­ნის მე-11 მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ამ­ნის­ტია აღ­სრულ­დეს კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლი­დან ოთხი თვის ვა­და­ში.

მუხ­ლი 24

1. ამ კა­ნო­ნის 22-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ნის­ტია, პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ პირ­თა მი­მართ, აღას­რუ­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ და სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ, კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლი­დან ერთი კვი­რის ვა­და­ში. ამა­ვე ვა­და­ში მოხ­დეს ამ კა­ნო­ნის 22-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვად დევ­ნილ პირ­თა მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა ან მათი სას­ჯე­ლი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

2. მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვად დევ­ნი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ, ამ­ნის­ტი­ის ამ კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თავს უფ­ლე­ბა­მო­სილ სა­სა­მარ­თლოს ან ბრალ­დე­ბუ­ლის თან­ხმო­ბით წყვეტს სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას, ხოლო მსჯავ­რდე­ბუ­ლის სას­ჯე­ლი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ მი­მარ­თავს თავ­და­პირ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მომ­ტან რა­ი­ო­ნულ (სა­ქა­ლა­ქო) სა­სა­მარ­თლოს.

მუხ­ლი 25

ყვე­ლა იმ პირს, ვის მი­მარ­თაც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ ეს კა­ნო­ნი, უფ­ლე­ბა აქვს, ისარ­გებ­ლოს მისი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს მიერ გან­ხილ­ვის უფ­ლე­ბით.

მუხ­ლი 26

ამ კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პირს, რომ­ლის მი­მარ­თაც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა ამი­ნის­ტია, შე­უძ­ლია გა­ა­სა­ჩივ­როს ერთჯე­რა­დად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მის­თვის ჩა­ბა­რე­ბი­დან ორი კვი­რის ვა­და­ში, სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა სა­კა­სა­ციო პა­ლა­ტა­ში. სა­სა­მარ­თლო სა­ჩი­ვარს გა­ნი­ხი­ლავს და­საშ­ვე­ბო­ბის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტის გა­რე­შე, მისი წარ­დგე­ნი­დან ათი დღის ვა­და­ში, ზე­პი­რი მოს­მე­ნით, მხა­რე­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონი მიიღო

პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონი მიიღო

ხანგრძლივი დისკუსიის, დებატებისა და თავად უმრავლესობის წევრებს შორის რიგ მუხლებთან მიმართებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონი 80 ხმით ერთხმად  მიიღო.

პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროეტი ასეთი სახით მიიღო: ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენური ვითარების კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, საქართველოს პარლამენტი, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, აცხადებს ამნისტიას.

მუხლი 1

გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც არასრულწლოვნების ასაკში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.

მუხლი 2

გაუნახევრდეს სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არ მქონე პირს, რომელმაც არასრულწლოვნების ასაკში ჩაიდინა მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.

მუხლი 3

გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არ მქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულებისა:

ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა (110-ე მუხლი; 111-ე მუხლი; 112-ე მუხლი; 113-ე მუხლი; 114-ე მუხლი; 115-ე მუხლი; 116-ე მუხლი; 118-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 130-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 133-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 161-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 170-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 188-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 220/1 მუხლის მე-2 ნაწილი; 229/1 მუხლის მე-3 ნაწილი; 238-ე მუხლი; 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 281-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 283-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 289-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 292-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 293-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 295-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 297-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 342-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 342/1 მუხლის მე-2 ნაწილი; 397-ე მუხლის მე-2 ნაწილი); ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117-ე მუხლის პირველი ნაწილი); დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (139-ე მუხლი; 140-ე მუხლი; 141-ე მუხლი); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (142-ე მუხლი; 142/1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი; 143/3 მუხლის პირველი ნაწილი; 144/2 მუხლი; 144/3 მუხლის პირველი ნაწილი; 146-ე მუხლის პირველი ნაწილი; 153-ე მუხლი; 154-ე მუხლი; 155-ე მუხლი; 156-ე მუხლი; 159-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 160-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 161-ე მუხლის პირველი ნაწილი; 162-ე მუხლი; 163-ე მუხლი; 164-ე მუხლი; 164/1 მუხლი; 164/2 მუხლი; 164/3 მუხლი; 166-ე მუხლი); არასრულწლოვანის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (171-ე მუხლის მე-3 ნაწილი); ბავშვის შეცვლა (174-ე მუხლი); პროსტიტუციაში ჩაბმა (253-ე მუხლის პირველი ნაწილი); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (320-ე მუხლის პირველი ნაწილი; 321-ე მუხლის პირველი ნაწილი); სამოხელეო დანაშაული (332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 334-ე მუხლი; 335-ე მუხლის პირველი ნაწილი; 337-ე მუხლი; 339-ე მუხლის პირველი ნაწილი; 340-ე მუხლი; 341-ე მუხლი, 342-ე მუხლი); სამართალწარმოების განხორციელებისათვის ან გამოძიებისათვის ხელის შეშლა (364-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები); დანაშაული მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ (369/1 მუხლის მე-2 ნაწილი); დანაშაულის დაფარვა (375-ე მუხლი); დანაშაულის შეუტყობინებლობა (376-ე მუხლი); დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ (378-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 381-ე მუხლის მე-2 ნაწილი); მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღებისაკენ (405-ე მუხლი).

მუხლი 4

ერთი მესამედით შეუმცირდეს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ ქალს, გარდა დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.

მუხლი 5

1. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩამდენი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისა და ასევე დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.

2. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სასიკვდილო შედეგის მქონე გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ ყველა დაზარალებულის უფლებამონაცვლე, ამ კანონის გამოყენების პროცესში, გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას გამოთქვამს ამ პირის მიმართ ამნისტიის აქტის გამოყენებაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებულის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, წინამდებარე ამნისტია გამოყენებული იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული პირის მიმართ, თუ აღნიშნულის შესახებ, ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით, თანხმობას გამოთქვამს დაზარალებულის ოჯახის ყველა სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი).

მუხლი 6

გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არ მქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან/და მძიმე კატეგორიის დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.

მუხლი 7

გაუნახევრდეს სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არ მქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.

მუხლი 8

1. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, იმავე კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ან/და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლები პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.

2. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი.

მუხლი 9

გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არ მქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

მუხლი 10

გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339/1-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი.

მუხლი 11

1. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ ყველა დაზარალებული ან მათი უფლებამონაცვლე, ამ კანონის გამოყენების პროცესში, გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას გამოთქვამს ამ პირის მიმართ ამნისტიის აქტის გამოყენებაზე.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებული ფიზიკური პირის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, წინამდებარე ამნისტია გამოყენებული იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული პირის მიმართ, თუ აღნიშნულის შესახებ, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით, თანხმობას გამოთქვამს დაზარალებულის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი).

3. დაზარალებული იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების შესახებ, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით, თანხმობას გამოთქვამს მისი სამართალმემკვიდრე (უფლებამონაცვლე) იურიდიული პირი, ხოლო ლიკვიდაციის შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.

მუხლი 12

გაუნახევრდეს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს: 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები; მე-200 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები; 202-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 203-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 205/1 მუხლის მე-2 ნაწილი; 208-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 210-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 214-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები; 218-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები; 237-ე მუხლის პირველი ნაწილი, 276-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 240/1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები; 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 370-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 384-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 389-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები.

მუხლი 13

გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 262-ე მუხლით.

მუხლი 14

გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 263-ე მუხლით.

მუხლი 15

გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 303-ე მუხლით.

მუხლი 16

ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის 1-15 მუხლების მოქმედება.

მუხლი 17

პირს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დაენიშნა (დაენიშნება) დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით, ეს კანონი შეეხება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე.

მუხლი 18

ამ კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ როგორც რეალურ სასჯელზე, ისე პირობით მსჯავრზე და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

მუხლი 19

პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგეს "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

მუხლი 20

ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმაზე ან/და ქონების ჩამორთმევაზე, ასევე "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებულ/გადახდილ ჯარიმაზე.

მუხლი 21

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც დანაშაული ჩადენილი აქვს 2012 წლის 02 ოქტომბრამდე.

მუხლი 22

შექმნილი პოლიტიკურ-სამართლებრივი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი, ხელმძღვანელობს რა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1900 (2012) რეზოლუციით განსაზღვრული კრიტერიუმებით და მიიჩნევს, რომ საქართველოში დღეისათვის არსებობენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირები, ამ კანონით აცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას.

გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ის პირები, რომელთაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მინიჭებული აქვთ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი.

მუხლი 23

1. ამ კანონის 1-21 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ბრალდებულის მიმართ, გამოძიების სტადიაზე, იღებს შესაბამისი პროკურორი.

2. ამ კანონის 1-21 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ, საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე, იღებს შესაბამისი სასამართლო.

3. ამ კანონის 1-21 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მიმართ, დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე, იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმზე მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს, ამ კანონის ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში, მიაწვდის შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულება, პრობაციის ბიურო ან სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა, ხოლო ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე, ამავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა. სასამართლო უფლებამოსილია ამნისტიის გამოყენების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

4. ამ კანონის 1-21 მუხლებით (გარდა მე-11 მუხლისა) გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს კანონის ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში. ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს კანონის ძალაში შესვლიდან ოთხი თვის ვადაში.

მუხლი 24

1. ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური ამნისტია, პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაში მყოფ პირთა მიმართ, აღასრულოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარმა პროკურატურამ და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ, კანონის ძალაში შესვლიდან ერთი კვირის ვადაში. ამავე ვადაში მოხდეს ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან მათი სასჯელისაგან გათავისუფლება.

2. მთავარი პროკურატურა პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი ბრალდებული პირის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ამნისტიის ამ კანონის საფუძველზე, შუამდგომლობით მიმართავს უფლებამოსილ სასამართლოს ან ბრალდებულის თანხმობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას, ხოლო მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ მიმართავს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

მუხლი 25

ყველა იმ პირს, ვის მიმართაც გამოყენებული იქნება ამნისტიის შესახებ ეს კანონი, უფლება აქვს, ისარგებლოს მისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით.

მუხლი 26

ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირს, რომლის მიმართაც გამოყენებული იქნა ამინისტია, შეუძლია გაასაჩივროს ერთჯერადად, გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან ორი კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, მისი წარდგენიდან ათი დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ