კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - "შეიარაღებული ძალები დგას უფრო მაღლა, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანის პიროვნება"
 მიხეილ სააკაშვილი - "შეიარაღებული ძალები დგას უფრო მაღლა, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანის პიროვნება"

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი დგას უფრო მაღ­ლა, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნის პი­როვ­ნე­ბა ან თუნ­დაც უსა­მარ­თლოდ შექ­მნი­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში , შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ახა­ლი უფ­რო­სის, ირაკ­ლი ძნე­ლა­ძის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა არ შე­ჩერ­დე­ბა.

"შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი დგას პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რის მიღ­მა და დგას უფრო მაღ­ლა, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნის პი­როვ­ნე­ბა ან თუნ­დაც უსა­მარ­თლოდ შექ­მნი­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ჩვენ ვერ გა­ვა­ჩე­რებთ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრთან ჩვენ გვქონ­და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი აზ­რთა გაც­ვლა ამ სა­კი­თხზე. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ზუს­ტად იგი­ვე შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს, რომ ჩვენ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ გზა ნატო-ს მი­მარ­თუ­ლე­ბით", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

კო­მენ­ტა­რი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ა­მაც გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ მი­უ­ხე­და­ვად პრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის და ოპო­ზი­ცი­ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი­სა რიგ სა­კი­თხებ­ზე, ქარ­თუ­ლი არ­მია, ქარ­თუ­ლი ჯარი არის ის, რა­საც ორი­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა სი­ა­მა­ყით აფა­სებს.

"ჩვენ მას აუ­ცი­ლებ­ლად ერ­თობ­ლი­ვად მო­ვუვ­ლით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მო­მა­ვალ­ში, სწო­რედ იმ წარ­მა­ტე­ბა­ზე, რო­მელ­საც 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მი­აღ­წია და ჩვენ და­ვუმ­ტკი­ცეთ ყვე­ლას, რომ ფუნ­და­მენ­ტუ­რად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვართ, ამ წარ­მა­ტე­ბა­ზე უნდა ავა­შე­ნოთ ძლი­ე­რი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და და­ვიმ­კვიდ­როთ ჩვე­ნი ად­გი­ლი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ოჯახ­ში", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

მიხეილ სააკაშვილი - "შეიარაღებული ძალები დგას უფრო მაღლა, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანის პიროვნება"

 მიხეილ სააკაშვილი - "შეიარაღებული ძალები დგას უფრო მაღლა, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანის პიროვნება"

შეიარაღებული ძალები დგას უფრო მაღლა, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანის პიროვნება ან თუნდაც უსამართლოდ შექმნილი იურიდიული პრობლემები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში , შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის, ირაკლი ძნელაძის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, შეიარაღებული ძალების განვითარება არ შეჩერდება.

"შეიარაღებული ძალები დგას პოლიტიკური კონიუნქტურის მიღმა და დგას უფრო მაღლა, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანის პიროვნება ან თუნდაც უსამართლოდ შექმნილი იურიდიული პრობლემები. ჩვენ ვერ გავაჩერებთ შეიარაღებული ძალების განვითარებას. თავდაცვის მინისტრთან ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული აზრთა გაცვლა ამ საკითხზე. თავდაცვის სამინისტროს ზუსტად იგივე შეხედულება აქვს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გზა ნატო-ს მიმართულებით", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხედავად პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის და ოპოზიციის განსხვავებული პოზიციებისა რიგ საკითხებზე, ქართული არმია, ქართული ჯარი არის ის, რასაც ორივე პოლიტიკური ძალა სიამაყით აფასებს.

"ჩვენ მას აუცილებლად ერთობლივად მოვუვლით. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში, სწორედ იმ წარმატებაზე, რომელსაც 1-ელ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა მიაღწია და ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას, რომ ფუნდამენტურად დემოკრატიული საზოგადოება ვართ, ამ წარმატებაზე უნდა ავაშენოთ ძლიერი, გაერთიანებული სახელმწიფო და დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა