კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი თარგამაძე - ახალი მთავრობა საარჩევნო დაპირებებისგან თავს ასე მარტივად ვერ დააღწევს
გიორგი თარგამაძე - ახალი მთავრობა საარჩევნო დაპირებებისგან თავს ასე მარტივად ვერ დააღწევს

"ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე მზად არის, ახალ მთავ­რო­ბას ტა­რი­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­უ­წი­ოს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თარ­გა­მა­ძემ "კავ­კა­სი­ურ სახ­ლში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, ტა­რი­ფე­ბის თემა მათ­თვის ძა­ლი­ან მშობ­ლი­უ­რია.

ქდმ-ს ლი­დე­რი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და გა­ზის გა­და­სა­ხა­დის შემ­ცი­რე­ბის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი რე­სურ­სე­ბი არ­სე­ბობს.

"ჩვენ გა­ცი­ლე­ბით ოპ­ტი­მის­ტუ­რი ხედ­ვე­ბი გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის კლე­ბის რე­სურ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვიდ­რე ამ მხრივ ოპ­ტი­მიზ­მი ახალ მთავ­რო­ბას აღ­მო­აჩ­ნდა. მზად ვართ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თველ და უცხო­ელ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­როთ ახალ მთავ­რო­ბას და მი­ნის­ტრ კა­ლა­ძეს, რო­მე­ლიც ახა­ლია ამ საქ­მე­ში, თუმ­ცა ვხე­დავთ მის მო­წა­დი­ნე­ბას და სურ­ვილს, რომ ტა­რი­ფე­ბი შემ­ცირ­დეს", - გა­ნა­ცხა­და თარ­გა­მა­ძემ.

ქდმ-ს ლი­დე­რი იმე­დოვ­ნებს, რომ ახა­ლი მთავ­რო­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სპექტრში და ექ­სპერტთა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვილ გა­მოც­დი­ლე­ბას გა­ი­ზი­ა­რებს.

"ასე მარ­ტი­ვად სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბის­გან თავს ვერ და­აღ­წე­ვენ. ამას ნიშ­ნის მო­გე­ბით არ ვამ­ბობ. ვი­ცით, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მემ­კვიდ­რე­ო­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის. არ­სე­ბობს სე­რი­ო­ზუ­ლი რე­სურ­სე­ბი იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორც ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ისე ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მოხ­მა­რე­ბის გა­და­სა­ხად­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს", - აღ­ნიშ­ნა თარ­გა­მა­ძემ.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­ზი­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფე­ბის გა­ნა­ხევ­რე­ბა­ზე სა­უ­ბარს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს და აცხა­დებს, რომ ეს არ გა­მო­ვა.

რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გუ­შინ, სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და, ტა­რი­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი გა­ჭი­ა­ნურ­და, რად­გან ახალ­მა მთავ­რო­ბამ ფას­წარ­მოქ­მნა­ში ბო­ლომ­დე გარ­კვე­ვა ჯერ ვერ მო­ა­ხერ­ხა.

"ტა­რი­ფე­ბის გა­ნა­ხევ­რე­ბა, რა­საც ვე­ლო­დი, არ გა­მო­ვა და, რო­გორც ჩანს, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად ვსა­უბ­რობ­დით. სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის პრე­ზი­დენ­ტი ირაკ­ლი კოვ­ზა­ნა­ძე და მისი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით თურ­ქეთ­ში თურ­ქულ კომ­პა­ნი­ას ხვდე­ბი­ან. გარ­და­ბან­ში და­გეგ­მი­ლი იყო თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც 200 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი ჯდე­ბო­და. ეს "ინ­ტერ რაო ესს" უნდა და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნა იმ სა­ინ­ვეს­ტი­ციო თან­ხი­დან, რო­მელ­საც ელექტრო­ე­ნერ­გი­ის 16-თეთ­რი­ა­ნი ტა­რი­ფი მო­ი­ცავ­და. 16 თეთრში მო­ი­აზ­რე­ბა სა­ინ­ვეს­ტი­ციო თან­ხა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია და რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის შე­დის ტა­რიფ­ში - ეს არის სის­ტე­მის სრულ­ყო­ფის თან­ხე­ბი. ამ თან­ხი­დან "ინ­ტერ რაოს" უნდა და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნა შე­სა­ტყვი­სი მშე­ნებ­ლო­ბა გარ­და­ბან­ში", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

გიორგი თარგამაძე - ახალი მთავრობა საარჩევნო დაპირებებისგან თავს ასე მარტივად ვერ დააღწევს

გიორგი თარგამაძე - ახალი მთავრობა საარჩევნო დაპირებებისგან თავს ასე მარტივად ვერ დააღწევს

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე მზად არის, ახალ მთავრობას ტარიფებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაუწიოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თარგამაძემ "კავკასიურ სახლში" სტუმრობისას განუცხადა, ტარიფების თემა მათთვის ძალიან მშობლიურია.

ქდმ-ს ლიდერი ირწმუნება, რომ ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადის შემცირებისთვის სერიოზული რესურსები არსებობს.

"ჩვენ გაცილებით ოპტიმისტური ხედვები გვაქვს საქართველოში კომუნალური გადასახადების კლების რესურსებთან დაკავშირებით, ვიდრე ამ მხრივ ოპტიმიზმი ახალ მთავრობას აღმოაჩნდა. მზად ვართ, წლების განმავლობაში ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად დაგროვილი გამოცდილება გავუზიაროთ ახალ მთავრობას და მინისტრ კალაძეს, რომელიც ახალია ამ საქმეში, თუმცა ვხედავთ მის მოწადინებას და სურვილს, რომ ტარიფები შემცირდეს", - განაცხადა თარგამაძემ.

ქდმ-ს ლიდერი იმედოვნებს, რომ ახალი მთავრობა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და ექსპერტთა საზოგადოებაში წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას გაიზიარებს.

"ასე მარტივად საარჩევნო დაპირებებისგან თავს ვერ დააღწევენ. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ. ვიცით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მემკვიდრეობა რთულია, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არის. არსებობს სერიოზული რესურსები იმისთვის, რომ ქვეყანაში, როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი აირის მოხმარების გადასახადზე მნიშვნელოვანი კლება განხორციელდეს", - აღნიშნა თარგამაძემ.

ბიძინა ივანიშვილი გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების განახევრებაზე საუბარს გადაჭარბებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს არ გამოვა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გუშინ, სასტუმრო "რედისონში" ჟურნალისტებთან შეხვედრისას "ინტერპრესნიუსის" კითხვის პასუხად განაცხადა, ტარიფებთან დაკავშირებული პროცესი გაჭიანურდა, რადგან ახალმა მთავრობამ ფასწარმოქმნაში ბოლომდე გარკვევა ჯერ ვერ მოახერხა.

"ტარიფების განახევრება, რასაც ველოდი, არ გამოვა და, როგორც ჩანს, გადაჭარბებულად ვსაუბრობდით. საპარტნიორო ფონდის პრეზიდენტი ირაკლი კოვზანაძე და მისი მოადგილე გიორგი ბაჩიაშვილი ელექტროენერგიასთან დაკავშირებით თურქეთში თურქულ კომპანიას ხვდებიან. გარდაბანში დაგეგმილი იყო თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც 200 მილიონ დოლარზე მეტი ჯდებოდა. ეს "ინტერ რაო ესს" უნდა დაეფინანსებინა იმ საინვესტიციო თანხიდან, რომელსაც ელექტროენერგიის 16-თეთრიანი ტარიფი მოიცავდა. 16 თეთრში მოიაზრება საინვესტიციო თანხა, რომელიც აუცილებელია და რომელიც ყოველთვის შედის ტარიფში - ეს არის სისტემის სრულყოფის თანხები. ამ თანხიდან "ინტერ რაოს" უნდა დაეფინანსებინა შესატყვისი მშენებლობა გარდაბანში", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა