კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ ბედუკაძე, ბაჩო ახალაიას ორგანიზებით, ციხეებში მასობრივ ბუნტს არ გამორიცხავს
ვლადიმერ ბედუკაძე, ბაჩო ახალაიას ორგანიზებით, ციხეებში მასობრივ ბუნტს არ გამორიცხავს

პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო კად­რე­ბის ავ­ტო­რი ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ცი­ხე­ებ­ში მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბა და ბუნ­ტი და­ი­გეგ­მოს.

რო­გორც ბე­დუ­კა­ძე "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე აცხა­დებს, ბუნ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა და და­გეგ­მვა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ბაჩო ახა­ლა­ი­ას და­ვა­ლე­ბით და იმ პა­ტიმ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მელ­თა გა­და­ბი­რე­ბა ბაჩო ახა­ლა­ი­ას და­ვა­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და და რო­მელ­თა მო­ნაც­მე­ბიც დღეს იმ ადა­მი­ან­თა ხელ­შია, ვის­თა­ნაც ამ სიის არ­სე­ბო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია და წარ­მო­ად­გენს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დიდ საფრ­თხეს, რაც კა­ნო­ნით დნა­შა­უ­ლია.

"მიმ­დი­ნა­რე წლის გა­ზა­ფხულ­ზე, მა­შინ, რო­დე­საც მე დავ­გეგ­მე პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, ჩე­მი­ვე თხოვ­ნით გლ­და­ნის N8-ე სა­პყრო­ბი­ლის თა­ნამ­შრო­მელ­მა და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ბო­რის ფა­რუ­ლა­ვამ გა­და­ი­ღო სა­პყრო­ბი­ლეს­თან ფა­რუ­ლად მო­კავ­ში­რე მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის, ე.წ. აგენ­ტე­ბის 300 კა­ცი­ა­ნი სია, დას­ტუ­რად იმი­სა, რომ ეს ხალ­ხი ყვე­ლა იძუ­ლე­ბით, ცე­მით და წა­მე­ბით, შან­ტა­ჟით და­თან­ხმდა თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ისი­ნი გა­და­ნა­წი­ლე­ბულ­ნი არი­ან სის­ტე­მის სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. ბო­რის ფა­რუ­ლა­ვამ ეს სია ჩე­მი­ვე თხოვ­ნით გა­დას­ცა გი­ორ­გი ლო­მი­ას, რო­მე­ლიც მე მას გა­ვა­ცა­ნი რო­გორც ჩემი მო­კავ­ში­რე ფი­რე­ბის გა­ტა­ნის საქ­მე­ში. გი­ორ­გი ლო­მია თავ­და­პირ­ვე­ლად თავს ასა­ღებ­და რო­გორც ქალ­ბა­ტონ ბურ­ჯა­ნა­ძის პიარ მე­ნე­ჯე­რი, ახლა აცხა­დებს, რომ არის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. თუმ­ცა, მისი ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნას დიდი ძა­ლის­ხმე­ვა აღარ სჭირ­დე­ბა", - აცხა­დებს ბე­დუ­კა­ძე.

ამას­თან, ბე­დუ­კა­ძე მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, რომ აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რონ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ვლადიმერ ბედუკაძე, ბაჩო ახალაიას ორგანიზებით, ციხეებში მასობრივ ბუნტს არ გამორიცხავს

ვლადიმერ ბედუკაძე, ბაჩო ახალაიას ორგანიზებით, ციხეებში მასობრივ ბუნტს არ გამორიცხავს

პატიმრების წამების ამსახველი ვიდეო კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ციხეებში მასობრივი არეულობა და ბუნტი დაიგეგმოს.

როგორც ბედუკაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე აცხადებს, ბუნტის ორგანიზება და დაგეგმვა განხორციელდება ბაჩო ახალაიას დავალებით და იმ პატიმრების მეშვეობით, რომელთა გადაბირება ბაჩო ახალაიას დავალებით განხორციელდა და რომელთა მონაცმებიც დღეს იმ ადამიანთა ხელშია, ვისთანაც ამ სიის არსებობა დაუშვებელია და წარმოადგენს საზოგადოებისთვის დიდ საფრთხეს, რაც კანონით დნაშაულია.

"მიმდინარე წლის გაზაფხულზე, მაშინ, როდესაც მე დავგეგმე პატიმართა წამების კადრების გასაჯაროება, ჩემივე თხოვნით გლდანის N8-ე საპყრობილის თანამშრომელმა და ჩემმა მეგობარმა ბორის ფარულავამ გადაიღო საპყრობილესთან ფარულად მოკავშირე მსჯავრდებულების, ე.წ. აგენტების 300 კაციანი სია, დასტურად იმისა, რომ ეს ხალხი ყველა იძულებით, ცემით და წამებით, შანტაჟით დათანხმდა თანამშრომლობას ადმინისტრაციასთან. დღეის მდგომარეობით ისინი გადანაწილებულნი არიან სისტემის სხვადასხვა დაწესებულებებში. ბორის ფარულავამ ეს სია ჩემივე თხოვნით გადასცა გიორგი ლომიას, რომელიც მე მას გავაცანი როგორც ჩემი მოკავშირე ფირების გატანის საქმეში. გიორგი ლომია თავდაპირველად თავს ასაღებდა როგორც ქალბატონ ბურჯანაძის პიარ მენეჯერი, ახლა აცხადებს, რომ არის წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. თუმცა, მისი ვინაობის დადგენას დიდი ძალისხმევა აღარ სჭირდება", - აცხადებს ბედუკაძე.

ამასთან, ბედუკაძე მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურორს და შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ აღნიშნულ ინფორმაციებზე გამოძიება ჩაატარონ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ