გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო იმ ქვეყნების ხელისუფლებებს, სადაც ცოლ-ქმრული ღალატი ისჯება, სასჯელის გაუქმებისაკენ მოუწოდებს.
"ცოლ-ქმრული ღალატი არ უნდა ითვლებოდეს კრიმინალურ დანაშაულად. ორ ზრდასრულ ადამიანს შორის სექსუალურ ურთიერთობათა კრიმინალიზაცია კერძო ცხოვრების უფლების მიმართ ძალადობაა", - განაცხადა კამალა ჩანდრაკირანამ, გაეროს ქალთა დისკრიმინაციის ჯგუფის ხელმძღვანელმა.
გაეროს ადამიანის უფლებათადამცველი ჯგუფი ქალთა მიმართ ჯარიმების, მათი ჩაქოლვისა და ჩამოხრჩობის აღკვეთას მოითხოვს.
მომზადებულია un.org-ს მიხედვით.