კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - ვანო მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გუნდში ყველაზე დაბალანსებული ადამიანია
ბიძინა ივანიშვილი - ვანო მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გუნდში ყველაზე დაბალანსებული ადამიანია

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გუნდში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, თუმ­ცა მას ჩვენს გუნდში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ად­გი­ლი ექ­ნე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ზუგ­დიდ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს და მე­რა­ბიშ­ვილს კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გუნდში არა­ვი­თა­რი ად­გი­ლი არ ექ­ნე­ბა.

"ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­საც ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა ექ­ნე­ბა სა­მარ­თალ­თან, რამ­დე­ნა­დაც მას ძა­ლი­ან მა­ღა­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი ეკა­ვა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი ხდე­ბო­და, თუმ­ცა, ის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლან­სე­ბუ­ლია. ბოლო ტოტი მოჭ­რა სა­ა­კაშ­ვილ­მა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­დე­საც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა მე­რა­ბიშ­ვი­ლი. ახლა კი ისევ მის შე­მობ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობს", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს ჟურ­ნა­ლის­ტებს მე­რა­ბიშ­ვი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­დას­ცეს ის ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბას ასა­ხავს, შე­საძ­ლოა უკავ­შირ­დე­ბო­დეს სწო­რედ ამ ჩა­ნაც­ვლე­ბას. "სა­ა­კაშ­ვილ­მა მე­რა­ბიშ­ვი­ლის ახა­ლა­ი­ა­თი ჩა­ნაც­ვლე­ბით მათი გუნ­დის ძა­ლი­ან ბევ­რი წევ­რი გა­ა­ნა­წყე­ნა და შე­იძ­ლე­ბა ესეც იყოს ერთ-ერთი მი­ზე­ზი. ამა­თი დაშ­ლა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია და ნა­ხეთ, ცოტა ხან­ში რო­გორ და­იშ­ლე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ბიძინა ივანიშვილი - ვანო მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გუნდში ყველაზე დაბალანსებული ადამიანია

ბიძინა ივანიშვილი - ვანო მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გუნდში ყველაზე დაბალანსებული ადამიანია

ვანო მერაბიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გუნდში ყველაზე დაბალანსებული ადამიანია, თუმცა მას ჩვენს გუნდში ყველაზე დაბალი ადგილი ექნებოდა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაციები არ შეესაბამება სიმართლეს და მერაბიშვილს კოალიცია "ქართული ოცნების" გუნდში არავითარი ადგილი არ ექნება.

"ვანო მერაბიშვილსაც ძალიან ბევრი პრობლემა ექნება სამართალთან, რამდენადაც მას ძალიან მაღალი პოზიციები ეკავა, როდესაც საქართველოში უამრავი დანაშაული ხდებოდა, თუმცა, ის ყველაზე დაბალანსებულია. ბოლო ტოტი მოჭრა სააკაშვილმა იმასთან დაკავშირებით, როდესაც გაათავისუფლა მერაბიშვილი. ახლა კი ისევ მის შემობრუნებას ცდილობს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ჟურნალისტებს მერაბიშვილის საშუალებით გადასცეს ის ვიდეოები, რომლებიც ციხეებში პატიმრების წამებას ასახავს, შესაძლოა უკავშირდებოდეს სწორედ ამ ჩანაცვლებას. "სააკაშვილმა მერაბიშვილის ახალაიათი ჩანაცვლებით მათი გუნდის ძალიან ბევრი წევრი გაანაწყენა და შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი. ამათი დაშლა ძალიან ადვილია და ნახეთ, ცოტა ხანში როგორ დაიშლებიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა