კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით დარჩიაშვილი - როცა დანაშაულს ადამიანთა ჯგუფი სჩადის, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა სისტემურია
დავით დარჩიაშვილი - როცა დანაშაულს ადამიანთა ჯგუფი სჩადის, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა სისტემურია

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა მი­ნის­ტრის, ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ე­სალ­მე­ბა.

"ფაქ­ტია, რომ ვი­დე­ო­ზე და­ნა­შა­უ­ლია გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­მელ­საც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სჩა­დი­ან. ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე უნდა იყოს დას­ჯი­ლი", - გა­ნუ­ცხა­და დარ­ჩი­აშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს".

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ის, რომ და­ნა­შა­ულს ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი სჩა­დის, უკვე სის­ტე­მუ­რო­ბის პრობ­ლე­მა­ზე მე­ტყვე­ლებს.

"სის­ტე­მუ­რო­ბის მას­შტა­ბუ­რო­ბა­ზე ვერ და­გე­ლა­პა­რა­კე­ბით, რად­გან ყვე­ლა ვი­დეო არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თად სჩა­დი­ან და­ნა­შა­ულს, ჩანს, რომ აქ გარ­კვე­უ­ლი სის­ტე­მაა. ამ სის­ტე­მას აღ­მო­ჩე­ნა და დაშ­ლა სჭირ­დე­ბა. რად­გან მი­ნის­ტრმა ეს ვერ შეძ­ლო, ის სა­მი­ნის­ტრო­დან მი­დის. მგო­ნი სწო­რად მო­იქ­ცა", - აღ­ნიშ­ნა დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის გლ­და­ნის #8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გუ­შინ გავ­რცელ­და. სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა პირ­ვე­ლად შსს-მ გა­ა­კე­თა. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტი­მარ­თა მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ან არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­დოფ­ლის­წყა­როს მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის მამა, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი ფი­გუ­რი­რებს. გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით­ვე, და­ნა­შა­უ­ლის დამ­კვეთ მხა­რეს­თან კონ­ტაქ­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა თავ­და­პირ­ვე­ლად თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის, ხოლო შემ­დგომ თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. გა­მო­ძი­ე­ბის ამ ეტაპ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბად ცნეს და და­ა­კა­ვეს გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ლე­ვან ფურ­ცხვა­ნი­ძე, გან­ყო­ფი­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­ო­რი ლე­ვან ფხა­ლა­ძე და გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რი ბო­რის ფა­რუ­ლა­ვა, ხოლო ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე იძებ­ნე­ბა.

გუ­შინ­ვე პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის, ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი და მო­რა­ლუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ამ­სახ­ვე­ლი უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი "მა­ესტრომ" და "მე-9 არ­ხმა" გა­ავ­რცე­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დგომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა მი­ნის­ტრმა უწყე­ბის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ჭა­კუა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი პრე­მი­ერს მისი გა­დად­გო­მის წი­ნა­და­დე­ბით მი­მარ­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

დავით დარჩიაშვილი - როცა დანაშაულს ადამიანთა ჯგუფი სჩადის, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა სისტემურია

დავით დარჩიაშვილი - როცა დანაშაულს ადამიანთა ჯგუფი სჩადის, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა სისტემურია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით დარჩიაშვილი თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის გადაწყვეტილებას მიესალმება.

"ფაქტია, რომ ვიდეოზე დანაშაულია გადაღებული, რომელსაც სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლები სჩადიან. ყველა დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი", - განუცხადა დარჩიაშვილმა "ინტერპრესნიუსს".

მისივე განმარტებით, ის, რომ დანაშაულს ადამიანთა ჯგუფი სჩადის, უკვე სისტემურობის პრობლემაზე მეტყველებს.

"სისტემურობის მასშტაბურობაზე ვერ დაგელაპარაკებით, რადგან ყველა ვიდეო არ მინახავს, მაგრამ როცა ადამიანები ერთად სჩადიან დანაშაულს, ჩანს, რომ აქ გარკვეული სისტემაა. ამ სისტემას აღმოჩენა და დაშლა სჭირდება. რადგან მინისტრმა ეს ვერ შეძლო, ის სამინისტროდან მიდის. მგონი სწორად მოიქცა", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

სასჯელაღსრულების გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ამსახველი კადრები გუშინ გავრცელდა. საგანგებო განცხადება პირველად შსს-მ გააკეთა. სამინისტროს ინფორმაციით, პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ორგანიზებაში "ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის მამა, თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს. გამოძიების ცნობითვე, დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით ხორციელდებოდა. გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად ცნეს და დააკავეს გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძე იძებნება.

გუშინვე პატიმრების წამების, ასევე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ამსახველი უმძიმესი კადრები "მაესტრომ" და "მე-9 არხმა" გაავრცელეს. აღნიშნული კადრების ეთერში გასვლის შემდგომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა უწყების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გაათავისუფლა, მოგვიანებით კი პრემიერს მისი გადადგომის წინადადებით მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა