საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მოძრაობა ნამდვილ ძალადობაში გადაიზარდა, ყველა, ვინც ამ ქაოსის პროვოცირება მოახდინა, პასუხს აგებს" - ერდოღანი პროტესტზე
"ეს მოძრაობა ნამდვილ ძალადობაში გადაიზარდა, ყველა, ვინც ამ ქაოსის პროვოცირება მოახდინა, პასუხს აგებს" - ერდოღანი პროტესტზე

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ძა­ლა­დობ­რივ მოძ­რა­ო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა გა­ნა­ცხა­და.

  • "ეს მოძ­რა­ო­ბა ნამ­დვილ ძა­ლა­დო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ყვე­ლა, ვინც ამ ქა­ო­სის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, პა­სუხს აგებს“, - გა­ნა­ცხა­და რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ურ­მა "რეს­პუბ­ლი­კურ­მა სა­ხალ­ხო პარ­ტი­ამ“ თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა უნდა შე­წყვი­ტოს.

"ოპო­ზი­ცი­ის სპექ­ტაკ­ლი დას­რულ­დე­ბა და მათ შერ­ცხვე­ბათ იმ ზი­ა­ნის გამო, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას მი­ა­ყე­ნეს“, - აღ­ნიშ­ნა თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

შე­გახ­სე­ნებთ, თურ­ქეთ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მას შემ­დეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც პო­ლი­ცი­ამ 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის სტამ­ბო­ლის მერი, თურ­ქე­თის ოპო­ზი­ცი­უ­რი "რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის“ წევ­რი ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუ და­ა­კა­ვა. იმა­მ­ოღ­ლუს, რო­მელ­საც თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის მთა­ვარ მე­ტო­ქედ მი­იჩ­ნე­ვენ, და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ბრა­ლი კო­რუფ­ცი­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­უ­ყე­ნეს და წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს. იმა­მ­ოღ­ლუ ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს და მის და­პა­ტიმ­რე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად აფა­სებს. თურ­ქე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ალი იერ­ლი­კა­ი­ას ცნო­ბით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ თურ­ქეთ­ში 1133 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ეს მოძრაობა ნამდვილ ძალადობაში გადაიზარდა, ყველა, ვინც ამ ქაოსის პროვოცირება მოახდინა, პასუხს აგებს" - ერდოღანი პროტესტზე

"ეს მოძრაობა ნამდვილ ძალადობაში გადაიზარდა, ყველა, ვინც ამ ქაოსის პროვოცირება მოახდინა, პასუხს აგებს" - ერდოღანი პროტესტზე

საპროტესტო აქციები ძალადობრივ მოძრაობაში გადაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

  • "ეს მოძრაობა ნამდვილ ძალადობაში გადაიზარდა. ყველა, ვინც ამ ქაოსის პროვოცირება მოახდინა, პასუხს აგებს“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, ოპოზიციურმა "რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ თურქეთის მოქალაქეების პროვოცირება უნდა შეწყვიტოს.

"ოპოზიციის სპექტაკლი დასრულდება და მათ შერცხვებათ იმ ზიანის გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიაყენეს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, თურქეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სტამბოლის მერი, თურქეთის ოპოზიციური "რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრი ექრემ იმამოღლუ დააკავა. იმამოღლუს, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ მეტოქედ მიიჩნევენ, დაკავების შემდეგ ბრალი კორუფციაში ოფიციალურად წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. იმამოღლუ ბრალდებას უარყოფს და მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას ცნობით, საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ თურქეთში 1133 ადამიანი დააკავეს.