სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რადიკალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უცხო გავლენების ხარჯზე საკუთარ ამომრჩეველს უღალატეს" - ნინო წილოსანი
"რადიკალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უცხო გავლენების ხარჯზე საკუთარ ამომრჩეველს უღალატეს" - ნინო წილოსანი

ის ფაქ­ტი, რომ რა­დი­კა­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი კონ­კრე­ტულ პა­სუხს ვერ იძ­ლე­ვი­ან, მი­ი­ღე­ბენ თუ არა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა იმას, რომ ის ერთხა­ზო­ვა­ნი დი­რექ­ტი­ვა, რო­მელ­საც ისი­ნი გა­რე­დან იღე­ბენ ხოლ­მე, არ აქვთ მი­ღე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა ნინო წი­ლო­სან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ის მერ­ყე­ო­ბა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ არც სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველ­ში არი­ან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ რა­დი­კა­ლურ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა უცხო გავ­ლე­ნე­ბის ხარ­ჯზე სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველს უღა­ლა­ტეს, რად­გან იმ კონ­კრე­ტულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ამ პარ­ტი­ებს იმის­თვის მის­ცეს ხმა, რომ პარ­ლა­მენ­ტში შე­მო­სუ­ლიყ­ვნენ, გა­ეჟ­ღე­რე­ბი­ნათ თა­ვი­სი ამომ­რჩევ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი, იდე­ე­ბი და ემუ­შა­ვათ. ამ შემ­თხვე­ვა­ში მათ ერთი ხე­ლის მოს­მით გვერ­დით გა­და­დეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და ხალ­ხის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მათი ამომ­რჩე­ვე­ლია და პირ­და­პირ უცხო გავ­ლე­ნებ­ზე გა­ა­კე­თეს არ­ჩე­ვა­ნი, ვის­გა­ნაც ფი­ნანსდე­ბი­ან. ასე­ვე არა­ვის გაგ­ვიკ­ვირ­დე­ბა თუ ეს რა­დი­კა­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი რო­გორც თა­ვი­ან­თი პარ­ტი­ე­ბის შიგ­ნით, ასე­ვე პარ­ტი­ებს შო­რი­საც ვერ იტა­ნენ ერ­თმა­ნეთს, გა­ტა­ნაც არ აქვთ ერ­თმა­ნე­თის. თუ დრო­ე­ბით იყ­ვნენ შე­კო­წი­წე­ბუ­ლი და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, მათ არ აერ­თი­ა­ნებ­დათ არა­ნა­ი­რი იდე­ო­ლო­გი­უ­რი კავ­ში­რი. მათი ერ­თა­დერ­თი გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი ში­ნა­არ­სობ­რი­ვად “ნა­ცუ­რი” იდე­ო­ლო­გი­აა, რო­მელ­საც სამ­წუ­ხა­როდ, გა­რე­დან ყვე­ლა­ზე შავ-ბნე­ლი ძა­ლე­ბი კუ­რი­რე­ბენ”, - გა­ნა­ცხა­და წი­ლო­სან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"რადიკალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უცხო გავლენების ხარჯზე საკუთარ ამომრჩეველს უღალატეს" - ნინო წილოსანი

"რადიკალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უცხო გავლენების ხარჯზე საკუთარ ამომრჩეველს უღალატეს" - ნინო წილოსანი

ის ფაქტი, რომ რადიკალი ოპოზიციონერები კონკრეტულ პასუხს ვერ იძლევიან, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ის ერთხაზოვანი დირექტივა, რომელსაც ისინი გარედან იღებენ ხოლმე, არ აქვთ მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მერყეობა იქიდან გამომდინარეობს, რომ არც საკუთარ ამომრჩეველში არიან დარწმუნებული.

"ფაქტობრივად, ამ რადიკალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უცხო გავლენების ხარჯზე საკუთარ ამომრჩეველს უღალატეს, რადგან იმ კონკრეტულმა ადამიანებმა ამ პარტიებს იმისთვის მისცეს ხმა, რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ, გაეჟღერებინათ თავისი ამომრჩევლის ინტერესები, იდეები და ემუშავათ. ამ შემთხვევაში მათ ერთი ხელის მოსმით გვერდით გადადეს ქართველი ხალხი და ხალხის ის ნაწილი, რომელიც მათი ამომრჩეველია და პირდაპირ უცხო გავლენებზე გააკეთეს არჩევანი, ვისგანაც ფინანსდებიან. ასევე არავის გაგვიკვირდება თუ ეს რადიკალი ოპოზიციონერები როგორც თავიანთი პარტიების შიგნით, ასევე პარტიებს შორისაც ვერ იტანენ ერთმანეთს, გატანაც არ აქვთ ერთმანეთის. თუ დროებით იყვნენ შეკოწიწებული და გაერთიანებულები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათ არ აერთიანებდათ არანაირი იდეოლოგიური კავშირი. მათი ერთადერთი გამაერთიანებელი შინაარსობრივად “ნაცური” იდეოლოგიაა, რომელსაც სამწუხაროდ, გარედან ყველაზე შავ-ბნელი ძალები კურირებენ”, - განაცხადა წილოსანმა.