შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის ირაკლი შაიშმელაშვილი ძმა ბახვა შაიშმელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
შაიშმელაშვილმა რადიო თავისუფლებას სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი დაუდასტურა, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
შაიშმელაშვილი ლაგოდეხის საკრებულოში 2022 წლის აპრილიდან, ხელშეკრულებით იყო დასაქმებული.
ნახეთ ასევე: