მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 08:56-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა დამატებით, 3 თვით გაგრძელდა - სხდომის მიმდინარეობის დეტალები
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა დამატებით, 3 თვით გაგრძელდა - სხდომის მიმდინარეობის დეტალები

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის აფგან სა­დი­გო­ვის სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბა და­მა­ტე­ბით, ისევ 3 თვით, 3 მა­ი­სამ­დე გაგ­რძელ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ლელა მა­რი­დაშ­ვილ­მა მი­ი­ღო. სხდო­მა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­დი­გო­ვის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის კვლავ გაგ­რძე­ლე­ბას შუ­ამ­დგომ­ლობ­და.

  • სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­მდე­ბე­ლი, ნა­ნი­კო ზა­ზუ­ნაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავ­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­აჩ­ნია, სა­დი­გო­ვის პა­ტიმ­რო­ბა და­მა­ტე­ბით, 3 თვით გაგ­რძელ­დეს.

“დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მო­თხოვ­ნი­ლი იყო სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის 3 თვით გაგ­რძე­ლე­ბა, ვი­ნა­ი­დან მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა ამო­წუ­რუ­ლი არ არის, რაც კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მიერ და­საშ­ვე­ბად არის ცნო­ბი­ლი აფგან სა­დი­გო­ვის ექ­სტრა­დი­ცია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კა­ში. თუმ­ცა, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მიერ მი­ი­ღე­ბა. ამ­ჟა­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის და გარ­და ამი­სა, ვი­ნა­ი­დან ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მის ვა­დამ­დე პი­რის ექ­სტრა­დი­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლი არ არის.

3 მა­ისს ამო­ი­წუ­რე­ბა 9 თვი­ა­ნი სა­პა­ტიმ­რო ვადა, თუ მა­ნამ­დე არ მოხ­და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის - და­დე­ბი­თის, ან უარ­ყო­ფი­თის მი­ღე­ბა, პირი ან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს, ან შე­იც­ვა­ლოს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა. ექ­სტრა­დი­ცი­ის თა­ო­ბა­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღ­კვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან მიბ­მუ­ლი არ არის, შე­საძ­ლე­ბე­ლია პი­რის მი­მართ სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და შემ­დეგ მოხ­დეს ექ­სტრა­დი­ცი­ა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ექ­სტრა­დი­ცი­ის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ვა­და­ში შე­ზღუ­დუ­ლი არ არის“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ზუ­ნაშ­ვილ­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“.

პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან მი­მალ­ვის რის­კე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია.

  • აღ­ნიშ­ნულ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას დაც­ვის მხა­რე არ და­ე­თან­ხმა. ად­ვო­კატ ქეთი ჩუ­თ­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

“დღეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ნი­ხი­ლა აფგან სა­დი­გო­ვის მი­მართ სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბის 3 თვით გაგ­რძე­ლე­ბის ვადა, ეს არის ბოლო შე­საძ­ლებ­ლო­ბა, როცა შე­იძ­ლე­ბა იყოს გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბა. ამის შემ­დეგ, ან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს პა­ტიმ­რო­ბი­დან, ან მის­თვის სხვა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შერ­ჩე­ვა მოხ­დეს.

ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ პა­ტიმ­რო­ბის ძა­ლა­ში და­ტო­ვე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი არ არ­სე­ბობ­და. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერთი გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლის სა­სა­მარ­თლოს დღეს წა­რედ­გი­ნა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ აფგან სა­დი­გო­ვის საქ­მე­ზე დრო­ე­ბი­თო ღო­ნის­ძი­ე­ბა მი­ი­ღო, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 2025 წლის 4 მარ­ტამ­დე აფგან სა­დი­გო­ვის ექ­სტრა­დი­ცია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კა­ში აკ­რძა­ლუ­ლი აქვს. იმე­დი გვაქვს, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო გა­აგ­რძე­ლებს დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას და სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლოს აეკ­რძა­ლე­ბა აფგან სა­დი­გო­ვის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კა­ში ექ­სტრა­დი­ცია, ვი­ნა­ი­დან ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო ხე­დავს რის­კებს, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯან­ში ექ­სტრა­დი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ის და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა დევ­ნას. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ეტა­პად იქნა მი­ღე­ბუ­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს აკ­რძა­ლუ­ლი ქონ­და სა­დი­გო­ვის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის გა­და­ცე­მა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ თავ­შე­საფ­რის პრო­ცე­დუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე. მას შემ­დეგ, რაც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩაგ­ვბარ­და, 28 იან­ვარს, ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ 4 მარ­ტამ­დე აუკ­რძა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­დი­გო­ვის ექ­სტრა­დი­ცია“, - გა­ნა­ცხა­და ჩუ­თ­ლაშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტი შუ­ამ­დგომ­ლობ­და სა­დი­გო­ვის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა მსუ­ბუ­ქი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბით, 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ შეც­ვლი­ლი­ყო.

ცნო­ბის­თვის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, აფგან სა­დი­გო­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე წლის 3 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. მას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კი­დევ 3-თვი­ა­ნი სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. მას აზერ­ბა­ი­ჯან­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ძალ­ვის ორ ეპი­ზოდს ედა­ვე­ბი­ან.

სა­დი­გო­ვი 12 სექ­ტემ­ბრი­დან შიმ­ში­ლობს, აღ­ნიშ­ნუ­ლის და­წყე­ბის მი­ზე­ზი მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის­გან თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბა­ზე უა­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა
ავტორი:

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა დამატებით, 3 თვით გაგრძელდა - სხდომის მიმდინარეობის დეტალები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა დამატებით, 3 თვით გაგრძელდა - სხდომის მიმდინარეობის დეტალები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა დამატებით, ისევ 3 თვით, 3 მაისამდე გაგრძელდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო. სხდომაზე პროკურატურა სადიგოვის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადის კვლავ გაგრძელებას შუამდგომლობდა.

  • სახელმწიფო ბრალმდებელი, ნანიკო ზაზუნაშვილი განმარტავდა, რომ პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია, სადიგოვის პატიმრობა დამატებით, 3 თვით გაგრძელდეს.

“დღევანდელი ჩვენი შუამდგომლობით მოთხოვნილი იყო საექსტრადიციო პატიმრობის ვადის 3 თვით გაგრძელება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ყველა პროცედურა ამოწურული არ არის, რაც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. კერძოდ, ამ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დასაშვებად არის ცნობილი აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით იუსტიციის მინისტრის მიერ მიიღება. ამჟამად, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული არ არის და გარდა ამისა, ვინაიდან ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიებაა გამოყენებული, შესაბამის ვადამდე პირის ექსტრადიცია შესაძლებელი არ არის.

3 მაისს ამოიწურება 9 თვიანი საპატიმრო ვადა, თუ მანამდე არ მოხდა საბოლოო გადაწყვეტილების - დადებითის, ან უარყოფითის მიღება, პირი ან უნდა გათავისუფლდეს, ან შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება. ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება აღკვეთ ღონისძიებასთან მიბმული არ არის, შესაძლებელია პირის მიმართ სხვა ალტერნატიული ღონისძიება იყოს გამოყენებული და შემდეგ მოხდეს ექსტრადიციაზე გადაწყვეტილების მიღება. ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ვადაში შეზღუდული არ არის“, - განაცხადა ზაზუნაშვილმა “ინტერპრესნიუსთან“.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის რისკები მომატებულია.

  • აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატ ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი.

“დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა აფგან სადიგოვის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის 3 თვით გაგრძელების ვადა, ეს არის ბოლო შესაძლებლობა, როცა შეიძლება იყოს გაგრძელებული და გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა. ამის შემდეგ, ან უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, ან მისთვის სხვა აღკვეთის ღონისძიების შერჩევა მოხდეს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ პატიმრობის ძალაში დატოვების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა. მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, რომელის სასამართლოს დღეს წარედგინა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აფგან სადიგოვის საქმეზე დროებითო ღონისძიება მიიღო, საქართველოს ხელისუფლებას 2025 წლის 4 მარტამდე აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აკრძალული აქვს. იმედი გვაქვს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გააგრძელებს დროებითი ღონისძიების გამოყენებას და საბოლოოდ საქართველოს აეკრძალება აფგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, ვინაიდან ევროპული სასამართლო ხედავს რისკებს, რომელიც აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში ის დაექვემდებარება დევნას. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ეტაპად იქნა მიღებული. თავდაპირველად, საქართველოს აკრძალული ქონდა სადიგოვის აზერბაიჯანისთვის გადაცემა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თავშესაფრის პროცედურებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება ჩაგვბარდა, 28 იანვარს, ევროპულმა სასამართლომ 4 მარტამდე აუკრძალა საქართველოს სადიგოვის ექსტრადიცია“, - განაცხადა ჩუთლაშვილმა.

ადვოკატი შუამდგომლობდა სადიგოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლილიყო.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი საქართველოში მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიდევ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებიან.

სადიგოვი 12 სექტემბრიდან შიმშილობს, აღნიშნულის დაწყების მიზეზი მიგრაციის დეპარტამენტისგან თავშესაფრის მიღებაზე უარია.