მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 08:56-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიციონერები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ სერბეთში EMAAR-ის პროექტს, ახლა ამ კორპუსებში ბინებს ყიდულობენ - მგონი, ასე მოხდება ჩვენთანაც" - კობახიძე
"ოპოზიციონერები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ სერბეთში EMAAR-ის პროექტს, ახლა ამ კორპუსებში ბინებს ყიდულობენ - მგონი, ასე მოხდება ჩვენთანაც" - კობახიძე

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სკეპ­ტი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ამ­ჟღავ­ნებ­დნენ სერ­ბეთ­ში EMAAR-ის პრო­ექ­ტის მი­მართ, ახლა ამ კორ­პუ­სებ­ში ბი­ნებს ყი­დუ­ლო­ბენ. მგო­ნი, ასე მოხ­დე­ბა ჩვენ­თა­ნაც - იქაც და აქაც რა­დი­კა­ლებს ერთი და იგი­ვე პატ­რო­ნი ჰყავთ და ერ­თა­დერ­თი ამო­ცა­ნაა, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის რა­ი­მე დაბ­რკო­ლე­ბა შექ­მნან, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის კრი­ტი­კას არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი­დან, EMAAR ჯგუ­ფის მიერ და­გეგ­მილ ინ­ვეს­ტი­ცი­ა­ზე.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, „რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ რე­ა­ლო­ბას თვა­ლი უნდა გა­უს­წო­როს“.

„ჩვენს არაბ პარტნი­ო­რებს ეცი­ნე­ბათ ამა­ზე. გა­იხ­სე­ნეს სერ­ბე­თის მა­გა­ლი­თი, სერ­ბეთ­შიც და­ი­წყეს მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 6-7 წლის წინ. ეს პრო­ექ­ტი სრუ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და. რო­დე­საც ეს პრო­ექ­ტი და­ი­წყო ზუს­ტად იგი­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბო­და იქა­უ­რი ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან. რა­ტომ არის ეს მსგავ­სე­ბა - იქაც და აქაც რა­დი­კა­ლებს ერთი და იგი­ვე პატ­რო­ნი ჰყავთ და მათი ერ­თა­დერ­თი ამო­ცა­ნაა, შექ­მნან ნი­ჰი­ლიზ­მი, რა­ი­მე დაბ­რკო­ლე­ბა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, თუმ­ცა ამას, ბუ­ნებ­რი­ვია ვერ მი­აღ­წე­ვენ. სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი, რაც გვი­თხრეს: ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სკეპ­ტი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ამ­ჟღავ­ნებ­დნენ სერ­ბეთ­ში პრო­ექ­ტის მი­მართ, ახლა ყი­დუ­ლო­ბენ ბი­ნებს EMAAR -ის მიერ აშე­ნე­ბულ კორ­პუ­სებ­ში. მგო­ნი, ასე მოხ­დე­ბა ჩვენ­თა­ნაც, ეს არის რე­ა­ლო­ბა, რა­საც რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ თვა­ლი უნდა გა­უს­წო­როს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად, აღ­ნიშ­ნულ ინ­ვეს­ტი­ცი­ას, კო­ბა­ხი­ძის თქმით, ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო, ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ინ­ვეს­ტი­ცია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში.

„წარ­მოდ­გე­ნა რომ შე­ვიქ­მნათ, ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის 18%-ს შე­ად­გენს 6 მი­ლი­არ­დი და ეს ინ­ვეს­ტი­ცია უახ­ლო­ე­სი 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი ორ ლო­კა­ცი­ა­ზე, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სივ­რცე­ე­ბის შექ­მნას, ასე­ვე სხვა­დას­ხვა ტი­პის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას, მათ შო­რის არის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, სას­ტუმ­რო­ე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო და სპორ­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და ა.შ. არის უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის პრო­ექ­ტი, რაც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა თბი­ლის­ში და გო­ნი­ო­ში და ჩვენ ვე­ლო­დე­ბით ამ პრო­ექ­ტის და­წყე­ბას. ერთი სა­ინ­ტე­რე­სო რამ არის - რო­დე­საც EMAAR-ჯგუ­ფი ხელს ჰკი­დებს ხოლ­მე რა­ი­მე პრო­ექტს, აუ­ცი­ლებ­ლად მიჰ­ყავს ბო­ლომ­დე ყვე­ლა და­წყე­ბუ­ლი საქ­მე სა­თა­ნა­დო ვა­დებ­ში და სა­თა­ნა­დო ხა­რის­ხით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან სა­ი­მე­დო ხელ­შია და ჩვენ მად­ლო­ბე­ლი ვართ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის იმის­თვის, რომ მათ გა­მო­ხა­ტეს ასე­თი ინ­ტე­რე­სი ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ასეთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს პრო­ექტს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა
ავტორი:

"ოპოზიციონერები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ სერბეთში EMAAR-ის პროექტს, ახლა ამ კორპუსებში ბინებს ყიდულობენ - მგონი, ასე მოხდება ჩვენთანაც" - კობახიძე

"ოპოზიციონერები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ სერბეთში EMAAR-ის პროექტს, ახლა ამ კორპუსებში ბინებს ყიდულობენ - მგონი, ასე მოხდება ჩვენთანაც" - კობახიძე

ოპოზიციონერები, რომლებიც სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ სერბეთში EMAAR-ის პროექტის მიმართ, ახლა ამ კორპუსებში ბინებს ყიდულობენ. მგონი, ასე მოხდება ჩვენთანაც - იქაც და აქაც რადიკალებს ერთი და იგივე პატრონი ჰყავთ და ერთადერთი ამოცანაა, ქვეყნის განვითარებისთვის რაიმე დაბრკოლება შექმნან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა ოპოზიციონერების კრიტიკას არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, EMAAR ჯგუფის მიერ დაგეგმილ ინვესტიციაზე.

კობახიძის თქმით, „რადიკალურმა ოპოზიციამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს“.

„ჩვენს არაბ პარტნიორებს ეცინებათ ამაზე. გაიხსენეს სერბეთის მაგალითი, სერბეთშიც დაიწყეს მსგავსი პროექტები დაახლოებით 6-7 წლის წინ. ეს პროექტი სრულად განხორციელდა. როდესაც ეს პროექტი დაიწყო ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა იქაური ოპოზიციის მხრიდან. რატომ არის ეს მსგავსება - იქაც და აქაც რადიკალებს ერთი და იგივე პატრონი ჰყავთ და მათი ერთადერთი ამოცანაა, შექმნან ნიჰილიზმი, რაიმე დაბრკოლება ქვეყნის განვითარებისთვის, თუმცა ამას, ბუნებრივია ვერ მიაღწევენ. საინტერესო დეტალი, რაც გვითხრეს: ოპოზიციონერები, რომლებიც სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ სერბეთში პროექტის მიმართ, ახლა ყიდულობენ ბინებს EMAAR -ის მიერ აშენებულ კორპუსებში. მგონი, ასე მოხდება ჩვენთანაც, ეს არის რეალობა, რასაც რადიკალურმა ოპოზიციამ თვალი უნდა გაუსწოროს“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ზოგადად, აღნიშნულ ინვესტიციას, კობახიძის თქმით, ეს არის უპრეცედენტო, ყველაზე მსხვილი ინვესტიცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

„წარმოდგენა რომ შევიქმნათ, ჩვენი ეკონომიკის 18%-ს შეადგენს 6 მილიარდი და ეს ინვესტიცია უახლოესი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება. განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ორ ლოკაციაზე, რაც ითვალისწინებს როგორც საცხოვრებელი სივრცეების შექმნას, ასევე სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის არის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, სამედიცინო და სპორტული ინფრასტრუქტურა და ა.შ. არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რაც განხორციელდება თბილისში და გონიოში და ჩვენ ველოდებით ამ პროექტის დაწყებას. ერთი საინტერესო რამ არის - როდესაც EMAAR-ჯგუფი ხელს ჰკიდებს ხოლმე რაიმე პროექტს, აუცილებლად მიჰყავს ბოლომდე ყველა დაწყებული საქმე სათანადო ვადებში და სათანადო ხარისხით. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი ძალიან საიმედო ხელშია და ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორების იმისთვის, რომ მათ გამოხატეს ასეთი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენს ქვეყანაში ასეთ უმნიშვნელოვანეს პროექტს განახორციელებენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.