UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა საუდის არაბეთში გასამართი ღონისძიების წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. უაითს თურქმა ჟურნალისტმა ჰკითხა, იგეგმება თუ არა უახლოეს პერიოდში ღონისძიების თურქეთში ჩატარება, რადგან ამ მომენტში ორგანიზაციაში სამი თურქული ფესვების მქონე მებრძოლი ასპარეზობს.
"ყველგან ჩასვლა გვსურს, მაგალითად, ახლა რამდენიმე ადამიანი მარწმუნებს, რომ UFC-ის ღონისძიება საქართველოში გაიმართოს. საქართველოში ჩასვლაზე გონივრული რამე გეფიქრებათ? ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან ახლა UFC-ი ყველაზე აქტუალური საქართველოშია. ამ იდეას ყველა ინტერესით ხვდება.
როდესაც გამორჩეული ტალანტები საზოგადოებისთვის ცნობილები ხდებიან, ინტერესიც იზრდება. მაგალითად, სამხრეთ აფრიკა. თურქი სპორტსმენებიც პროგრესირებენ. ამიტომ დიახ, ბრძოლების ჩატარება თურქეთშიც განიხილება", - განაცხადა უაითმა. იხილეთ ვრცლად