"გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრის, ბორის ყურუა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს დედა გარდაეცვალა.
ბორის ყურუა:
"ნარკოტიკი ჩაუდეს და ციხეში გაუშვეს ექიმი, რომელიც ავადმყოფ დედას უვლიდა - დედა გარდაიცვალა, შვილი ციხეშია, ისიც არ ვიცით დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ თუ არა - ამ საქმის დამკვეთები და შემსრულებლები მშვიდად დასეირნობენ, კაცობაზე, ადამიანობაზე და ქართველობაზე გველაპარაკებიან, თითქოს არაფერი ისეთი არ უქნიათ, ვერც იაზრებენ ალბათ რამხელა ტკივილი მიაყენეს ხალხს. საბოლოოდ George Akhobadze-ის უდანაშაულობა დამტკიცდება და ეს ღორისშვილები ციხეში ამოლპებიან".
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ნარკოტიკული საშუალებების ქონას ედავებიან.
წაიკითხეთ ასევე: