"იფიცება საქართველო!“ - დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ.
მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ხვალინდელ საყოველთაო გაყიცვას უერთდებიან სხვადასხვა კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები და თუ სხვა ბიზნესჯგუფები. ბიზნეს-სუბიექტები შესაბამის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებენ
"ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც აცხადებენ, რომ უერთდებიან გაფიცვას და 15 იანვარს აჩერებენ საქმიანობას:
"PSP ჯგუფი“ - კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფიცვას უერთდებიან, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ სამედიცინო სფეროს წარმოადგენენ და მათი გაჩერება 3 საათით წარმოუდგენელია, ჯგუფის წევრი დაწესებულებები 5 წუთის განმავლობაში შეწყვეტენ მუშაობას... წაიკითხეთ ვრცლად