საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

17

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 21:53-ზე, მთვარე ქალწულშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ვარჯიში. ორგანიზმის გაწმენდა.
მსოფლიო
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეტევა რუსეთის რეგიონებზე: აეროპორტების ნაწილი დროებით დაიხურა - სად რა ვითარებაა და რა კადრები ვრცელდება ადგილიდან
შეტევა რუსეთის რეგიონებზე: აეროპორტების ნაწილი დროებით დაიხურა - სად რა ვითარებაა და რა კადრები ვრცელდება ადგილიდან

რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ზე უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით მა­სი­უ­რი თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია "ტე­ლეგ­რამ" არ­ხებ­სა და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

• რუ­სე­თის სა­რა­ტო­ვის ოლ­ქის ქა­ლაქ ენ­გელსში, დრო­ნის თავ­დას­ხმის შე­დე­გად სამ­რეწ­ვე­ლო სა­წარ­მო და­ზი­ან­და. ეს ინ­ფორ­მა­ცია რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, რო­მან ბუ­სარ­გინ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, თუმ­ცა არ და­ა­კონ­კრე­ტა რო­მე­ლი ობი­ექ­ტი და­ზი­ან­და.

"უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტის შე­ტე­ვის შე­დე­გად ენ­გელსში და­ზი­ან­და სამ­რეწ­ვე­ლო ქარ­ხა­ნა. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის და ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბი გაძ­ლი­ე­რე­ბულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ“, - აღ­ნიშ­ნა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა.

ენ­გელ­სის რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, მი­ხე­ილ ისა­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტის თავ­დას­ხმის საფრ­თხის გამო სას­წავ­ლო პრო­ცე­სი დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

რუ­სუ­ლი „ტე­ლეგ­რამ“ არ­ხე­ბი ასე­ვე ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და ყა­ზან­ში, რის შე­დე­გა­დაც „ყა­ზან ორგსინ­ტე­ზის“ ქარ­ხნის მი­და­მო­ში დიდი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დრო­ნი არა თა­ვად ქარ­ხა­ნას, არა­მედ თხე­ვა­დი აი­რის სა­წყობს მოხ­ვდა.

კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დის მი­ხედ­ვით, "ყა­ზან ორგსინ­ტე­ზი" რუ­სე­თის ქი­მი­უ­რი ინ­დუსტრი­ის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სა­წარ­მოა. იგი აწარ­მო­ებს ეთი­ლე­ნის პო­ლი­მე­რებს, პო­ლი­კარ­ბო­ნა­ტებს, ეთა­ნო­ლა­მი­ნებს და ა.შ.

რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნელ­მა, რუს­ტამ მი­ნი­ხა­ნოვ­მა თავ­დას­ხმის ფაქ­ტი მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ა­დას­ტუ­რა.

დრო­ნე­ბით მა­სი­უ­რი თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტუ­ლას ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, დი­მიტ­რი მი­ლა­ე­ვიც.

ამას­თან, რუ­სე­თის ორი­ო­ლის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ან­დრეი კლი­ჩკო­ვის გან­ცხა­დე­ბით, რე­გი­ონ­ზე დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და. მისი თქმით, რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვამ 17 დრო­ნი ჩა­მო­აგ­დო და არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა ან ნგრე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და ბრი­ანსკის ოლ­ქზეც. რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ალექ­სან­დრე ბო­გო­მა­ზის მტკი­ცე­ბით, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვამ ყვე­ლა დე­ო­ნი გა­ა­ნად­გუ­რა.

"რო­სა­ვი­ა­ცი­ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, დრო­ე­ბით და­ი­ხუ­რა პენ­ზას, ული­ა­ნოვ­სკის, ყა­ზა­ნი­სა და სა­რა­ტო­ვის აე­რო­პორ­ტე­ბი. ასე­ვე და­ი­ხუ­რა კა­ლუ­გას და ტამ­ბო­ვის აე­რო­პორ­ტე­ბი. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ დაემშვიდობა "კვარა" ნეაპოლს?
ავტორი:

შეტევა რუსეთის რეგიონებზე: აეროპორტების ნაწილი დროებით დაიხურა - სად რა ვითარებაა და რა კადრები ვრცელდება ადგილიდან

შეტევა რუსეთის რეგიონებზე: აეროპორტების ნაწილი დროებით დაიხურა - სად რა ვითარებაა და რა კადრები ვრცელდება ადგილიდან

რუსეთის ტერიტორიის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია "ტელეგრამ" არხებსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

• რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, დრონის თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწარმო დაზიანდა. ეს ინფორმაცია რეგიონის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმაც დაადასტურა, თუმცა არ დააკონკრეტა რომელი ობიექტი დაზიანდა.

"უპილოტო საფრენი აპარატის შეტევის შედეგად ენგელსში დაზიანდა სამრეწველო ქარხანა. საგანგებო სიტუაციების და ოპერატიული სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

ენგელსის რაიონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ისაევმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის საფრთხის გამო სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება.

Момент атаки БПЛА на Енгельс Саратовської області РФ і масштабна пожежа на місці удару. Відео з Telegram-каналу Astra pic.twitter.com/EfRxIx9q2R
— Українська правда ✌️ (@ukrpravda_news) January 14, 2025

რუსული „ტელეგრამ“ არხები ასევე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დრონებით თავდასხმა განხორციელდა ყაზანში, რის შედეგადაც „ყაზან ორგსინტეზის“ ქარხნის მიდამოში დიდი ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დრონი არა თავად ქარხანას, არამედ თხევადი აირის საწყობს მოხვდა.

კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, "ყაზან ორგსინტეზი" რუსეთის ქიმიური ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა. იგი აწარმოებს ეთილენის პოლიმერებს, პოლიკარბონატებს, ეთანოლამინებს და ა.შ.

რეგიონის ხელმძღვანელმა, რუსტამ მინიხანოვმა თავდასხმის ფაქტი მოგვიანებით დაადასტურა.

Дрони також атакували Казань у республіці Татарстан. Повідомляють про велику пожежу в районі заводу "Казань Оргсинтез". Відео з Telegram-каналу Astra pic.twitter.com/Cmf21B9SFz
— Українська правда ✌️ (@ukrpravda_news) January 14, 2025

დრონებით მასიური თავდასხმის შესახებ იუწყება რუსეთის ფედერაციის ტულას ოლქის გუბერნატორი, დიმიტრი მილაევიც.

ამასთან, რუსეთის ორიოლის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის განცხადებით, რეგიონზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. მისი თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 17 დრონი ჩამოაგდო და არანაირი დაზიანება ან ნგრევა არ დაფიქსირებულა.

დრონებით თავდასხმა განხორციელდა ბრიანსკის ოლქზეც. რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრე ბოგომაზის მტკიცებით, საჰაერო თავდაცვამ ყველა დეონი გაანადგურა.

"როსავიაციის" ინფორმაციით, დროებით დაიხურა პენზას, ულიანოვსკის, ყაზანისა და სარატოვის აეროპორტები. ასევე დაიხურა კალუგას და ტამბოვის აეროპორტები. თუმცა, მოგვიანებით, შეზღუდვები მოიხსნა.

Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"