მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

16

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 20:32-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 20:49-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს მე ვარ არჩევანის წინაშე, დავთანხმდე ამ რეპრესიებს, თუ არ დავთანხმდე. ვფიქრობ, არ უნდა დავთანხმდე" - რას ამბობს საჯარო მოხელე დავით ჩხეიძე, რომელმაც სამსახური დატოვა
"დღეს მე ვარ არჩევანის წინაშე, დავთანხმდე ამ რეპრესიებს, თუ არ დავთანხმდე. ვფიქრობ, არ უნდა დავთანხმდე" - რას ამბობს საჯარო მოხელე დავით ჩხეიძე, რომელმაც სამსახური დატოვა

სა­ჯა­რო მო­ხე­ლემ, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტის მფლო­ბელ­მა და­ვით ჩხე­ი­ძემ სამ­სა­ხუ­რი და­ტო­ვა. მან "ფე­ის­ბუქ­ში" ვი­დეო მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ვრცლად ისა­უბ­რა თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

  • და­ვით ჩხე­ი­ძე:

"23-24 წლი­დან სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ვარ. მი­მუ­შა­ვია სხვა­დას­ხვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში.არას­დროს არ ვყო­ფილ­ვარ პარ­ტი­უ­ლად მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი და ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბი­სას არას­დროს მი­ხელ­მძღვა­ნე­ლია პარ­ტი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით

გა­ვი­ა­რე ატა­შე­დან და­წყე­ბუ­ლი, წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტი, მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი და თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ვი­ყა­ვი 1-ელ იან­ვრამ­დე და დღეს მაქვს არ­ჩე­ვა­ნი რომ ან მო­ვა­წე­რო ხელი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თლებ­რი­ვად და­საქ­მე­ბულ­მა პირ­მა, ან დავ­ტო­ვო სამ­სა­ხუ­რი. ავ­ტო­მა­ტუ­რად იმ კა­ნო­ნით რო­მე­ლიც მი­ი­ღეს არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, აღარ ვიყო და­საქ­მე­ბუ­ლი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე....

  • გე­ტყვით ერთ მარ­ტივ გა­მოწ­ვე­ვას, რო­მე­ლიც ყვე­ლას აქვს, ვი­საც უმუ­შა­ვია სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში - ეს არის, ან და­ექ­ვემ­დე­ბა­რო ზემ­დგო­მის ხუშ­ტურს, ზემ­დგო­მის სურ­ვილს, ეს არის ყო­ველ­თვის კო­რუფ­ცი­ის წყა­რო, ჩაგ­ვრის წყა­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სამ­სა­ხურ­ში, არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის წყა­რო, მათ შო­რის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის წყა­რო, ან მის­დიო პრო­ცე­დუ­რას.მის­დიო კა­ნონს და კონ­სტი­ტუ­ცი­ას და იმოქ­მე­დო კონ­სტი­ტუ­ცი­ის ჩარ­ჩო­ში, კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ში, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის ჩარ­ჩო­ში და არა ვი­ღა­ცის პი­როვ­ნუ­ლი და­ვა­ლე­ბით.

დღეს ეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მი­დის სრუ­ლი­ად სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით - ადა­მი­ანს უქ­ვემ­დე­ბა­რებს ზემ­დგომს.რაც მთლი­ა­ნად უგუ­ლე­ბელ­ყოფს სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის პრინ­ცი­პებს. გარ­და ამი­სა, შენ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ ზემ­დგომს, შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი დარ­ჩე­ნა ამ სამ­სა­ხურ­ში გუ­ლის­ხმობს ჩემი ზემ­დგო­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბას.

რო­დე­საც იყო კა­ნო­ნი, რო­მელ­ზეც გვი­თხრეს რომ და­არ­ღვევ­და ურ­თი­ერ­თო­ბებს და­სავ­ლეთ­თან, მე ამას გა­გებთ მო­ვე­კი­დე. გა­მოვ­ხა­ტე ჩემი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცია, მაგ­რამ დავ­რჩი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე; რო­დე­საც მი­ი­ღეს მე­ო­რე წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი კა­ნო­ნი, რო­დე­საც მოხ­და არ­ჩევ­ნე­ბის არა­ღი­ა­რე­ბა, რო­დე­საც ერ­თმა პარ­ტი­ამ მი­ა­ნი­ჭა თავს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გა­წე­რი­ლი ნორ­მა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა ერ­თპარ­ტი­უ­ლად, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს აყე­ნებს დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე. რო­დე­საც შე­წყდა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ევ­რო­კავ­შირ­თან და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა აშშ-სთნ, მუდ­მი­ვად კე­თილ­სინ­დი­სი­ერ სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს უდ­გას კი­თხვა რო­დემ­დე? რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩე და იმ­სა­ხუ­რო, მა­შინ, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სრუ­ლი­ად გა­დის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ნორ­მი­დან.

მე გა­მოვ­ხა­ტავ­დი სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ას აქ­ტი­უ­რად. მე არ ვარ არც აქ­ტი­ვის­ტი, არც პო­ლი­ტი­კო­სი, მაგ­რამ ვთვლი­დი, რომ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იყო გა­მო­მე­ხა­ტა, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი, ეროვ­ნუ­ლი პო­ზი­ცია., ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­კერ­ძო­ე­ბის გა­რე­შე და ამა­ვე დროს, ვრჩე­ბო­დი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში, რად­გან ჯან­დაც­ვამ, სა­მარ­თალ­დაც­ვამ, თავ­დაც­ვამ არ იცის პარ­ტი­უ­ლი მი­კერ­ძო­ე­ბა, მაგ­რამ რეპ­რე­სი­ამ მო­აღ­წია ჩე­მამ­დეც. მე დღეს ან უნდა მო­ვუ­ხა­რო თავი ამ უკა­ნო­ნო­ბას, ან არ უნდა მო­ვა­წე­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ხელი. მე ვფიქ­რობ, რომ არ იქ­ნე­ბა სწო­რი ხელ­მო­წე­რა.

მე ვფლობ დიპ­ლო­მა­ტი­ურ პას­პორ­ტს. ევ­რო­კავ­შირ­ში გვაქვს სან­ქცია სამ­სა­ხუ­რებ­რივ პას­პორტზე. მე აღარ ვარ სან­დო და მი­სა­ღე­ბი ადა­მი­ა­ნი ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­თვის.

დღეს მე ვარ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე, რომ დავ­თან­ხმდე ამ რეპ­რე­სი­ებს თუ არ დავ­თან­ხმდე. მე ვფიქ­რობ, არ უნდა დავ­თან­ხმდე... უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმე­დით გემ­შვი­დო­ბე­ბით, რო­გორც სა­ჯა­რო მო­ხე­ლე", - ამ­ბობს და­ვით ჩხე­ი­ძე ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი - ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს!
ავტორი:

"დღეს მე ვარ არჩევანის წინაშე, დავთანხმდე ამ რეპრესიებს, თუ არ დავთანხმდე. ვფიქრობ, არ უნდა დავთანხმდე" - რას ამბობს საჯარო მოხელე დავით ჩხეიძე, რომელმაც სამსახური დატოვა

"დღეს მე ვარ არჩევანის წინაშე, დავთანხმდე ამ რეპრესიებს, თუ არ დავთანხმდე. ვფიქრობ, არ უნდა დავთანხმდე" - რას ამბობს საჯარო მოხელე დავით ჩხეიძე, რომელმაც სამსახური დატოვა

საჯარო მოხელემ, დიპლომატიური პასპორტის მფლობელმა დავით ჩხეიძემ სამსახური დატოვა. მან "ფეისბუქში" ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ვრცლად ისაუბრა თავისი გადაწყვეტილების შესახებ.

  • დავით ჩხეიძე:

"23-24 წლიდან საჯარო სამსახურში ვარ. მიმუშავია სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში.არასდროს არ ვყოფილვარ პარტიულად მიკერძოებული და ჩემი საქმიანობისას არასდროს მიხელმძღვანელია პარტიული შეხედულებებით

გავიარე ატაშედან დაწყებული, წამყვანი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი, სამსახურის უფროსი, განყოფილების უფროსი და თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი 1-ელ იანვრამდე და დღეს მაქვს არჩევანი რომ ან მოვაწერო ხელი ხელშეკრულებას როგორც ადმინისტრაციულ სამართლებრივად დასაქმებულმა პირმა, ან დავტოვო სამსახური. ავტომატურად იმ კანონით რომელიც მიიღეს არჩევნების შემდეგ, აღარ ვიყო დასაქმებული ამ თანამდებობაზე....

  • გეტყვით ერთ მარტივ გამოწვევას, რომელიც ყველას აქვს, ვისაც უმუშავია სახელმწიფო სამსახურში - ეს არის, ან დაექვემდებარო ზემდგომის ხუშტურს, ზემდგომის სურვილს, ეს არის ყოველთვის კორუფციის წყარო, ჩაგვრის წყარო ადმინისტრაციულ სამსახურში, არასათანადო მოპყრობის წყარო, მათ შორის, სამსახურებრივი გულგრილობის წყარო, ან მისდიო პროცედურას.მისდიო კანონს და კონსტიტუციას და იმოქმედო კონსტიტუციის ჩარჩოში, კანონის ჩარჩოში, უფლებამოსილებების ჩარჩოში და არა ვიღაცის პიროვნული დავალებით.

დღეს ეს კანონმდებლობა მიდის სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით - ადამიანს უქვემდებარებს ზემდგომს.რაც მთლიანად უგულებელყოფს საჯარო სამსახურის პრინციპებს. გარდა ამისა, შენზე პასუხისმგებლობას ანიჭებენ ზემდგომს, შესაბამისად, ჩემი დარჩენა ამ სამსახურში გულისხმობს ჩემი ზემდგომის პასუხისმგებლობის დაყენებას.

როდესაც იყო კანონი, რომელზეც გვითხრეს რომ დაარღვევდა ურთიერთობებს დასავლეთთან, მე ამას გაგებთ მოვეკიდე. გამოვხატე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია, მაგრამ დავრჩი თანამდებობაზე; როდესაც მიიღეს მეორე წინააღმდეგობრივი კანონი, როდესაც მოხდა არჩევნების არაღიარება, როდესაც ერთმა პარტიამ მიანიჭა თავს უფლებამოსილება, რომ კონსტიტუციაში გაწერილი ნორმა შეეჩერებინა ერთპარტიულად, ეს ყველაფერი საჯარო მოხელეს აყენებს დიდი გამოწვევების წინაშე. როდესაც შეწყდა ურთიერთობები ევროკავშირთან და სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთნ, მუდმივად კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს უდგას კითხვა როდემდე? როდემდე შეიძლება დარჩე და იმსახურო, მაშინ, როდესაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა სრულიად გადის კონსტიტუციური ნორმიდან.

მე გამოვხატავდი სამოქალაქო პოზიციას აქტიურად. მე არ ვარ არც აქტივისტი, არც პოლიტიკოსი, მაგრამ ვთვლიდი, რომ მოქალაქეობრივი ვალდებულება იყო გამომეხატა, სახელმწიფოებრივი, ეროვნული პოზიცია., ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე და ამავე დროს, ვრჩებოდი სახელმწიფო სამსახურში, რადგან ჯანდაცვამ, სამართალდაცვამ, თავდაცვამ არ იცის პარტიული მიკერძოება, მაგრამ რეპრესიამ მოაღწია ჩემამდეც. მე დღეს ან უნდა მოვუხარო თავი ამ უკანონობას, ან არ უნდა მოვაწერო ხელშეკრულებაზე ხელი. მე ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი ხელმოწერა.

მე ვფლობ დიპლომატიურ პასპორტს. ევროკავშირში გვაქვს სანქცია სამსახურებრივ პასპორტზე. მე აღარ ვარ სანდო და მისაღები ადამიანი ევროპელი პარტნიორებისთვის.

დღეს მე ვარ არჩევანის წინაშე, რომ დავთანხმდე ამ რეპრესიებს თუ არ დავთანხმდე. მე ვფიქრობ, არ უნდა დავთანხმდე... უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით, როგორც საჯარო მოხელე", - ამბობს დავით ჩხეიძე ვიდეომიმართვაში