საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსებმა უკრაინას “შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს - კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა: რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი
რუსებმა უკრაინას “შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს - კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა: რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი

რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა უკ­რა­ი­ნას “შა­ჰე­დის“ ტი­პის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით შე­უ­ტი­ეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

  • სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ცნო­ბით, დრო­ნე­ბის ჯგუ­ფი სუ­მის ოლ­ქი­დან პოლ­ტა­ვას ოლ­ქი­სა და და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით გაფ­რინ­და. დრო­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი და­ფიქ­სირ­და სუ­მის, ხარ­კო­ვის, ჩერ­ნი­გო­ვის, პოლ­ტა­ვას, დო­ნეც­კის, კი­ე­ვის, ჟი­ტო­მი­რი­სა და ჩერ­კა­სის ოლ­ქებ­ში.

დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმის გამო დე­და­ქა­ლაქ კი­ევ­ში სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა ამოქ­მედ­და და აფეთ­ქე­ბე­ბის ხმე­ბი ის­მო­და. ნამ­სხვრე­ვე­ბის ჩა­მო­ვარ­დნა რამ­დე­ნი­მე რა­ი­ონ­ში და­ფიქ­სირ­და.

კი­ე­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ტი­მურ ტკა­ჩენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ დარ­ნიც­კის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე კერ­ძო სახ­ლში ნამ­სხვრე­ვე­ბის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. მაშ­ვე­ლებ­მა ცე­ცხლი ჩა­აქ­რეს, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან.

უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ცნო­ბით, კი­ე­ვის რე­გი­ონ­ში უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტის თავ­დას­ხმის შე­დე­გად 1 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 4 და­შავ­და.

კერ­ძოდ, ბრო­ვა­რის რა­ი­ონ­ში ნამ­სხვრე­ვე­ბის ჩა­მო­ვარ­დნის გამო და­ზი­ან­და სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა. 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მძღო­ლი მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რუსებმა უკრაინას “შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს - კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა: რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი

რუსებმა უკრაინას “შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს - კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა: რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი

რუსულმა ძალებმა უკრაინას “შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • საჰაერო ძალების ცნობით, დრონების ჯგუფი სუმის ოლქიდან პოლტავას ოლქისა და დასავლეთის მიმართულებებით გაფრინდა. დრონების რამდენიმე ჯგუფი დაფიქსირდა სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, პოლტავას, დონეცკის, კიევის, ჟიტომირისა და ჩერკასის ოლქებში.

დრონებით თავდასხმის გამო დედაქალაქ კიევში საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა და აფეთქებების ხმები ისმოდა. ნამსხვრევების ჩამოვარდნა რამდენიმე რაიონში დაფიქსირდა.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ დარნიცკის რაიონში მდებარე კერძო სახლში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა. მაშველებმა ცეცხლი ჩააქრეს, დაშავებულები არ არიან.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, კიევის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.

კერძოდ, ბროვარის რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო დაზიანდა სატვირთო მანქანა. 1999 წელს დაბადებული მძღოლი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.