სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე შორდებიან? - ცნობილი წყვილის გარშემო კვლავ სკანდალია: რატომ აღარ ჩანს შარანგია საზოგადოებრივ ღონისძიებებში
თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე შორდებიან? - ცნობილი წყვილის გარშემო კვლავ სკანდალია: რატომ აღარ ჩანს შარანგია საზოგადოებრივ ღონისძიებებში

თა­თია შა­რან­გი­ა­სა და ჯარ­ჯი თო­რა­ძის წყვი­ლის გარ­შე­მო ბოლო დროს თბი­ლის­ში ისევ ბევ­რს ჭო­რა­ო­ბენ. ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც მათი "ლავ­სთო­რი" სა­ჯა­რო გახ­და, მუდ­მი­ვად მე­დი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყ­ვნენ. თბი­ლის­ში ისევ სა­უბ­რო­ბენ, რომ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ, თუმ­ცა ჩვე­ნი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თა­თია სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხობს.

Ambebi.ge-ს წყა­რო უყ­ვე­ბა, რომ ახლა მათ ცხოვ­რე­ბა­ში არც თუ ისე კარ­გი პე­რი­ო­დია და ისი­ნი გაყ­რის ზღვარ­ზე არი­ან. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯარ­ჯი თო­რა­ძეს ბოლო დროს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, თა­თია, მუდ­მი­ვად გვერ­დით ედგა მე­უღ­ლეს და მისი მთა­ვა­რი დამ­ხმა­რე და მხარ­დამ­ჭე­რი იყო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სია, რომ ისი­ნი სა­ჯა­რო პი­რე­ბი არი­ან და მათ მი­მართ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი დი­დია, ჩვენ ამ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ, მათი თან­ხმო­ბის გა­რე­შე, თუმ­ცა წყა­რომ არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი მოგ­ვა­წო­და.

ალ­ბათ შე­ამ­ჩნევ­დით, რომ ბოლო ორი წე­ლი­წა­დია, თა­თია შა­რან­გია სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში აღარ ჩანს და ის არც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შია ძვე­ლე­ბუ­რად აქ­ტი­უ­რი. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს შე­საძ­ლოა სწო­რედ იმ სირ­თუ­ლე­ებს უკავ­შირ­დე­ბო­დეს, რო­მელ­თა წი­ნა­შეც თა­თია აღ­მოჩ­ნდა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დო ქორ­წი­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა სტა­ტუს­მა, რო­მე­ლიც თა­თი­ამ ფე­ის­ბუ­ქის სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა. შა­რან­გია წერ­და, რომ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია და ჯარ­ჯის და­შორ­და.

წყა­რო გვიყ­ვე­ბა, რომ მა­შინ წყვი­ლი პირ­ვე­ლად დად­გა სე­რი­ო­ზუ­ლად ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე, რის შემ­დე­გაც თა­თი­ამ არა­ერ­თგზის სცა­და ურ­თი­ერ­თო­ბის გა­დარ­ჩე­ნა და მე­უღ­ლის მხარ­და­ჭე­რა. მი­უ­ხე­და­ვად მისი ძა­ლის­ხმე­ვი­სა, რო­გორც ჩანს, წყვი­ლი ახლა კონ­ფლიქ­ტურ ეტაპ­ზეა. გა­დარ­ჩე­ბა თუ არა კი­დევ ერთხელ შა­რან­გია-თო­რა­ძის წყვი­ლი ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს. ფაქ­ტია, რომ ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლე­ბუ­რად აღარ არის და თა­თია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი გვა­რით იძებ­ნე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე შორდებიან? - ცნობილი წყვილის გარშემო კვლავ სკანდალია: რატომ აღარ ჩანს შარანგია საზოგადოებრივ ღონისძიებებში

თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე შორდებიან? - ცნობილი წყვილის გარშემო კვლავ სკანდალია: რატომ აღარ ჩანს შარანგია საზოგადოებრივ ღონისძიებებში

თათია შარანგიასა და ჯარჯი თორაძის წყვილის გარშემო ბოლო დროს თბილისში ისევ ბევრს ჭორაობენ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მათი "ლავსთორი" საჯარო გახდა, მუდმივად მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყვნენ. თბილისში ისევ საუბრობენ, რომ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ჩვენი მცდელობის მიუხედავად, თათია სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

Ambebi.ge-ს წყარო უყვება, რომ ახლა მათ ცხოვრებაში არც თუ ისე კარგი პერიოდია და ისინი გაყრის ზღვარზე არიან. ჩვენი ინფორმაციით, ჯარჯი თორაძეს ბოლო დროს სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, თათია, მუდმივად გვერდით ედგა მეუღლეს და მისი მთავარი დამხმარე და მხარდამჭერი იყო.

მიუხედავად იმისია, რომ ისინი საჯარო პირები არიან და მათ მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი დიდია, ჩვენ ამ პრობლემის შესახებ ინფორმაციას არ გამოვაქვეყნებთ, მათი თანხმობის გარეშე, თუმცა წყარომ არაერთი საინტერესო დეტალი მოგვაწოდა.

ალბათ შეამჩნევდით, რომ ბოლო ორი წელიწადია, თათია შარანგია საზოგადოებრივ ღონისძიებებში აღარ ჩანს და ის არც სოციალურ ქსელებშია ძველებურად აქტიური. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ეს შესაძლოა სწორედ იმ სირთულეებს უკავშირდებოდეს, რომელთა წინაშეც თათია აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოება შოკში ჩააგდო ქორწინებიდან რამდენიმე თვეში გამოქვეყნებულმა სტატუსმა, რომელიც თათიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. შარანგია წერდა, რომ იმედგაცრუებულია და ჯარჯის დაშორდა.

წყარო გვიყვება, რომ მაშინ წყვილი პირველად დადგა სერიოზულად ამ პრობლემის წინაშე, რის შემდეგაც თათიამ არაერთგზის სცადა ურთიერთობის გადარჩენა და მეუღლის მხარდაჭერა. მიუხედავად მისი ძალისხმევისა, როგორც ჩანს, წყვილი ახლა კონფლიქტურ ეტაპზეა. გადარჩება თუ არა კიდევ ერთხელ შარანგია-თორაძის წყვილი ამას დრო გვიჩვენებს. ფაქტია, რომ ყველაფერი ძველებურად აღარ არის და თათია სოციალურ ქსელში მხოლოდ საკუთარი გვარით იძებნება.