სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიკვდილით დასჯიან ქალს, რომელმაც 14 ადამიანი ციანიდით მოკლა - "ლუდომანი" ქალი მსხვერპლებს ჯერ თანხას სძალავდა, შემდეგ კი მათ თავიდან იშორებდა
სიკვდილით დასჯიან ქალს, რომელმაც 14 ადამიანი ციანიდით მოკლა - "ლუდომანი" ქალი მსხვერპლებს ჯერ თანხას სძალავდა, შემდეგ კი მათ თავიდან იშორებდა

სის­ხლის სა­მარ­თლის სა­სა­მარ­თლომ სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა ქალს, რო­მე­ლიც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია ცი­ა­ნი­დით 14 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში და დამ­ნა­შა­ვედ ცნო ერთი მე­გობ­რის მკვლე­ლო­ბა­ში გა­სულ წელს.


არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი, 36 წლის სა­რა­რატ რანგსი­ვუ­ტა­პორ­ნი, აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სა­ნამ 10-ზე მეტ მსხვერ­პლს ქი­მი­კა­ტით მოკ­ლავ­და, მათ თაღ­ლი­თუ­რი გზით ათა­სო­ბით დო­ლა­რი გა­მოს­ძა­ლა.


mkvlelobashi_braldebuli
მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­რა­რატ რანგსი­ვუ­ტა­პორ­ნი


ბანგკო­კის სა­სა­მარ­თლომ სა­რა­ტი მისი მე­გობ­რის 32 წლის სი­რი­პორნ ხან­ვონ­გის სა­სიკ­ვდი­ლო მო­წამ­ვლის­თვის ოთხშა­ბათს გა­ა­სა­მარ­თლა.


“ისი­ნი ერ­თმა­ნეთს გა­სუ­ლი წლის აპ­რილ­ში, ბანგკო­კის მახ­ლობ­ლად შეხ­ვდნენ, რათა ბუ­დის­ტუ­რი რი­ტუ­ა­ლის ფარ­გლებ­ში, მდი­ნა­რე მაე კლონ­გში თევ­ზი გა­ეშ­ვათ. მა­ლე­ვე ქა­ლის მე­გო­ბარს - სი­რი­პორნს გული წა­უ­ვი­და და გარ­და­იც­ვა­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად ფიქ­რობ­დნენ, რომ ქალი ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა გაკ­ვე­თამ სხე­ულ­ში ცი­ა­ნი­დის კვა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა,“ - წერს მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებს theguardian.



  • 2023 წლის აპ­რილ­ში სა­რა­ა­ტი მე­გო­ბარ­თან სი­რი­პორნ ხან­ვონგთან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა რა­ჭა­ბუ­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ბანგკო­კის და­სავ­ლე­თით. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის თქმით, სი­რი­პორ­ნი ჭა­მის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. მის სხე­ულ­ში ცი­ა­ნი­დის კვა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ხოლო ტე­ლე­ფო­ნი, ფული და ჩან­თე­ბი და­კარ­გუ­ლი იყო.

პო­ლი­ცია აცხა­დებს, რომ სა­რა­რა­ტის მან­ქა­ნა­ში კა­ლი­უ­მის ცი­ა­ნი­დის კვა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ით­ვლე­ბა, რომ ხან­ვონ­გი მისი მე-15 მსხვერ­პლია.


”სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნია. მინ­და ვთქვა, რომ ჩემი შვი­ლი ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა და დღეს სა­მარ­თა­ლი აღ­სრულ­და,” - გა­ნა­ცხა­და მოკ­ლუ­ლი ქა­ლის დე­დამ ტონგპინ კი­ა­ჩა­ნა­სი­რიმ სა­სა­მარ­თლოს ვერ­დიქ­ტის შე­ფა­სე­ბი­სას.

პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, სე­რი­უ­ლი მკვლე­ლი მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი­სად­მი მსხვერ­პლე­ბის­გან ფუ­ლის სეს­ხე­ბით იკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. ერთ-ერთი ქე­ი­სი მი­ხედ­ვით, მან მსხვერ­პლის­გან და­ახ­ლო­ე­ბით 6800 ფუნ­ტი ისეს­ხა, შემ­დეგ კი სამ­კა­უ­ლე­ბი და ტე­ლე­ფო­ნი მოჰ­პა­რა. ბო­ლოს მო­წამ­ლა და თა­ვი­დან მო­ი­შო­რა.


  • ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მკვლე­ლი - სა­რა­რატ რანგსი­ვუ­ტა­პორ­ნი "ნაც­ნობ ადა­მი­ა­ნებს ფულს სთხოვ­და... ხოლო, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ვა­ლის დაბ­რუ­ნე­ბას სთხოვ­დნენ, ის მათ კლავ­და". ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ აქვს და­სა­ფა­რი ძა­ლი­ან ბევ­რი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თი.

პო­ლი­ცი­ის თქმით, სე­რი­უ­ლი მკვლე­ლის 15 მსხვერ­პლი­დან, ერთ-ერთი გა­დარ­ჩა. მას სა­რა­რა­ტი აი­ძუ­ლებ­და “სამ­კურ­ნა­ლო ბა­ლა­ხე­უ­ლი კაფ­სუ­ლე­ბი“ და­ე­ლია, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­წამ­ლა­ვი იყო. სა­ერ­თო ჯამ­ში, მას და­ახ­ლო­ე­ბით 80 და­ნა­შა­ულ­ში წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი.


2-წლი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა სა­რა­რა­ტის ყო­ფილ ქმარ­საც, პო­ლი­ცი­ელს, რო­მელ­საც სა­სა­მარ­თლო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­მალ­ვის­თვის ედა­ვე­ბო­და.


ცი­ა­ნი­დი ძლი­ერ მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბაა - შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გუ­ლის შე­ტე­ვა. ად­რე­უ­ლი სიმპტო­მე­ბია თავ­ბრუს­ხვე­ვა, ქო­ში­ნი და ღე­ბი­ნე­ბა. იწ­ვევს ფილ­ტვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას და კო­მას. მისი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა სა­სიკ­ვდი­ლოა. ტა­ი­ლან­დში ცი­ა­ნი­დის გა­მო­ყე­ნე­ბა მკაც­რად რე­გუ­ლირ­დე­ბა.


მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერი
0

ჩვენი ვენერა მაინც სულ სხვაა!

ირმა
1

საშინელებააა, თუმცა ეს ხდება 66 მილიონიანი ტაილანდის 9 მილიონიან დედაქალაქ ბანკოგში. აქ ერთ მოცუცნულ 3 მილიონიან ქვეყანაში ხდება ხშირად არანაკლები. 

ავტორი:

სიკვდილით დასჯიან ქალს, რომელმაც 14 ადამიანი ციანიდით მოკლა - "ლუდომანი" ქალი მსხვერპლებს ჯერ თანხას სძალავდა, შემდეგ კი მათ თავიდან იშორებდა

სიკვდილით დასჯიან ქალს, რომელმაც 14 ადამიანი ციანიდით მოკლა - "ლუდომანი" ქალი მსხვერპლებს ჯერ თანხას სძალავდა, შემდეგ კი მათ თავიდან იშორებდა

სისხლის სამართლის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ქალს, რომელიც ეჭვმიტანილია ციანიდით 14 ადამიანის მკვლელობაში და დამნაშავედ ცნო ერთი მეგობრის მკვლელობაში გასულ წელს.


არსებული ინფორმაციით, მსჯავრდადებული, 36 წლის სარარატ რანგსივუტაპორნი, აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული. სანამ 10-ზე მეტ მსხვერპლს ქიმიკატით მოკლავდა, მათ თაღლითური გზით ათასობით დოლარი გამოსძალა.


mkvlelobashi_braldebuli
მკვლელობაში ბრალდებული სარარატ რანგსივუტაპორნი


ბანგკოკის სასამართლომ სარატი მისი მეგობრის 32 წლის სირიპორნ ხანვონგის სასიკვდილო მოწამვლისთვის ოთხშაბათს გაასამართლა.


“ისინი ერთმანეთს გასული წლის აპრილში, ბანგკოკის მახლობლად შეხვდნენ, რათა ბუდისტური რიტუალის ფარგლებში, მდინარე მაე კლონგში თევზი გაეშვათ. მალევე ქალის მეგობარს - სირიპორნს გული წაუვიდა და გარდაიცვალა. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ქალი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, თუმცა გაკვეთამ სხეულში ციანიდის კვალი აღმოაჩინა,“ - წერს მკვლელობის დეტალებს theguardian.



  • 2023 წლის აპრილში სარაატი მეგობართან სირიპორნ ხანვონგთან ერთად გაემგზავრა რაჭაბურის პროვინციაში, ბანგკოკის დასავლეთით. გამომძიებლების თქმით, სირიპორნი ჭამის შემდეგ გარდაიცვალა. მის სხეულში ციანიდის კვალი აღმოაჩინეს, ხოლო ტელეფონი, ფული და ჩანთები დაკარგული იყო.

პოლიცია აცხადებს, რომ სარარატის მანქანაში კალიუმის ციანიდის კვალი აღმოაჩინეს. ითვლება, რომ ხანვონგი მისი მე-15 მსხვერპლია.


”სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია. მინდა ვთქვა, რომ ჩემი შვილი ძალიან მენატრება და დღეს სამართალი აღსრულდა,” - განაცხადა მოკლული ქალის დედამ ტონგპინ კიაჩანასირიმ სასამართლოს ვერდიქტის შეფასებისას.

პოლიციის განცხადებით, სერიული მკვლელი მის დამოკიდებულებას, აზარტული თამაშებისადმი მსხვერპლებისგან ფულის სესხებით იკმაყოფილებდა. ერთ-ერთი ქეისი მიხედვით, მან მსხვერპლისგან დაახლოებით 6800 ფუნტი ისესხა, შემდეგ კი სამკაულები და ტელეფონი მოჰპარა. ბოლოს მოწამლა და თავიდან მოიშორა.


  • ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილის განცხადებით, მკვლელი - სარარატ რანგსივუტაპორნი "ნაცნობ ადამიანებს ფულს სთხოვდა... ხოლო, როდესაც ადამიანები ვალის დაბრუნებას სთხოვდნენ, ის მათ კლავდა". ასევე აღმოაჩინეს, რომ აქვს დასაფარი ძალიან ბევრი საკრედიტო ბარათი.

პოლიციის თქმით, სერიული მკვლელის 15 მსხვერპლიდან, ერთ-ერთი გადარჩა. მას სარარატი აიძულებდა “სამკურნალო ბალახეული კაფსულები“ დაელია, რომელიც სინამდვილეში საწამლავი იყო. საერთო ჯამში, მას დაახლოებით 80 დანაშაულში წაუყენეს ბრალი.


2-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სარარატის ყოფილ ქმარსაც, პოლიციელს, რომელსაც სასამართლო მტკიცებულებების დამალვისთვის ედავებოდა.


ციანიდი ძლიერ მომწამვლელი ნივთიერებაა - შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა. ადრეული სიმპტომებია თავბრუსხვევა, ქოშინი და ღებინება. იწვევს ფილტვების დაზიანებას და კომას. მისი დიდი რაოდენობით მიღება სასიკვდილოა. ტაილანდში ციანიდის გამოყენება მკაცრად რეგულირდება.