პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადადგით რეალური ნაბიჯები, რომლებიც კეთილ ზრახვებს დაადასტურებს“ - ცხინვალში "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს კვლავ ეხმიანებიან
"გადადგით რეალური ნაბიჯები, რომლებიც კეთილ ზრახვებს დაადასტურებს“ - ცხინვალში "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს კვლავ ეხმიანებიან

"ბა­ტო­ნი კო­ბა­ხი­ძის პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც თა­ვის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც სამ­ხრეთ ოსე­თის მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას ებ­რძოდ­ნენ, გმი­რე­ბად, ხოლო ოსებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ მი­წას იცავ­დნენ, მკვლე­ლე­ბად თვლის, სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბულ გა­გე­ბას", - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში, მმარ­თვე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებს, 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის გამო, ოსი ხალ­ხის­თვის ბო­დი­შის მოხ­დის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა მოჰ­ყვა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ამის გა­კე­თე­ბას არა­ვინ აპი­რებს. ამის გამო უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ბა­ტო­ნი კო­ბა­ხი­ძის პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც თა­ვის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც სამ­ხრეთ ოსე­თის მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას ებ­რძოდ­ნენ, გმი­რე­ბად, ხოლო ოსებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ მი­წას იცავ­დნენ, მკვლე­ლე­ბად თვლის, სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბულ გა­გე­ბას“, - ნათ­ქვა­მია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ე.წ. სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ე.წ. სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინა პე­რი­ოდ­ში "ქარ­თულ-ოსუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თემა, ასე თუ ისე, ში­და­პო­ლი­ტი­კურ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ბრძო­ლა­ში იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი“ და ე.წ. უწყე­ბა თბი­ლისს მო­უ­წო­დებს, რომ "რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გას, რო­მე­ლიც კე­თილ ზრახ­ვებს და­ა­დას­ტუ­რებს“ და ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ იუ­რი­დი­უ­ლად სა­ვალ­დე­ბუ­ლო დო­კუ­მენ­ტებს ხელი მო­ა­წე­როს.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის გან­ვი­თა­რე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ვექ­ტო­რი "ის­ტო­რი­უ­ლად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან მო­კავ­ში­რუ­ლი და ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი გაძ­ლი­ე­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია და რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ყო­ფი­ლი ოსი ხალ­ხის უმ­რავ­ლე­სო­ბა ცხოვ­რობს“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"გადადგით რეალური ნაბიჯები, რომლებიც კეთილ ზრახვებს დაადასტურებს“ - ცხინვალში "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს კვლავ ეხმიანებიან

"გადადგით რეალური ნაბიჯები, რომლებიც კეთილ ზრახვებს დაადასტურებს“ - ცხინვალში "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს კვლავ ეხმიანებიან

"ბატონი კობახიძის პოზიცია, რომელიც თავის თანამემამულეებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას ებრძოდნენ, გმირებად, ხოლო ოსებს, რომლებიც თავიანთ მიწას იცავდნენ, მკვლელებად თვლის, სრულად შეესაბამება საქართველოში არსებული რეალური მდგომარეობის დამახინჯებულ გაგებას", - ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში, მმართველი "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის გამო, ოსი ხალხისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობის შესახებ, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადება მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამის გაკეთებას არავინ აპირებს. ამის გამო უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი კობახიძის პოზიცია, რომელიც თავის თანამემამულეებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას ებრძოდნენ, გმირებად, ხოლო ოსებს, რომლებიც თავიანთ მიწას იცავდნენ, მკვლელებად თვლის, სრულად შეესაბამება საქართველოში არსებული რეალური მდგომარეობის დამახინჯებულ გაგებას“, - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.

ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში "ქართულ-ოსური ურთიერთობების თემა, ასე თუ ისე, შიდაპოლიტიკურ წინასაარჩევნო ბრძოლაში იქნება გამოყენებული“ და ე.წ. უწყება თბილისს მოუწოდებს, რომ "რეალური ნაბიჯი გადადგას, რომელიც კეთილ ზრახვებს დაადასტურებს“ და ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტებს ხელი მოაწეროს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპირებული ცხინვალის განვითარების პოლიტიკური ვექტორი "ისტორიულად გაცნობიერებული არჩევანია, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირული და ინტეგრაციული კავშირების ყოვლისმომცველი გაძლიერების აუცილებლობით არის განპირობებული, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია და რომლის ტერიტორიაზე გაყოფილი ოსი ხალხის უმრავლესობა ცხოვრობს“.