პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 სექტემბრიდან როსტომ ჩხეიძის „შავი ჩოხა“ (ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა) წიგნის მაღაზიებში იქნება ხელმისაწვდომი
9 სექტემბრიდან როსტომ ჩხეიძის „შავი ჩოხა“ (ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა)  წიგნის მაღაზიებში იქნება ხელმისაწვდომი

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რაL” მკი­თხველს სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეს სთა­ვა­ზობს: როს­ტომ ჩხე­ი­ძის „შავი ჩოხა“ (ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბის ქრო­ნი­კა), რო­მე­ლიც კა­ხე­თის აჯან­ყე­ბის 100 წლის­თავს ეძღვნე­ბა, 9 სექ­ტემ­ბრი­დან წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

წიგ­ნი გა­მოს­ვლი­დან ერთი კვი­რის მან­ძილ­ზე, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 15 ლა­რად გა­ი­ყი­დე­ბა რო­გორც „ბიბ­ლუ­სის“ ქსელ­ში, ასე­ვე ონ­ლა­ინ, სა­იტ­ზე - www.palitral.ge

როს­ტომ ჩხე­ი­ძის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბის ქრო­ნი­კას ასა­ხავს. წიგ­ნი სამ დროს - წარ­სულს, აწ­მყო­სა და მო­მა­ვალს აერ­თი­ა­ნებს.

„შავი ჩოხა“ ბი­ოგ­რა­ფი­ულ რო­მან­თა რკა­ლის ერთი უარ­სე­ბი­თე­სი "ხრტი­ლია" - გა­მორ­ჩე­უ­ლი ქრო­ნო­ტო­პი­თა და გა­მორ­ჩე­უ­ლი­ვე პერ­სო­ნაჟ(ებ)ით. ... რო­გორც ყო­ველ რო­მან­ში როს­ტომ ჩხე­ი­ძი­სა, ქა­ქუ­ცას - ცენ­ტრა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟის - პორ­ტრე­ტის (სწო­რედ პორ­ტრე­ტის და არა აბ­რის) გარ­შე­მო შე­მო­იქ­სო­ვე­ბა პა­ნო­რა­მუ­ლი ტილო - ეპო­ქის მო­ნუ­მენ­ტუ­რი ის­ტო­რი­ულ-მხატ­ვრუ­ლი გა­ნაზ­რე­ბა, სა­დაც მე­ტა­ფო­რულ სა­ჭად­რა­კო და­ფა­ზე, თი­თო­ე­ულ "ფი­გუ­რას" (მე­ფეს თუ პა­იკს) თა­ვი­სი ერ­თა­დერ­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და სვლა, ერ­თა­დერ­თი როლი თუ ნი­ღა­ბი აქვს და ყო­ველ­თვის - სა­ბე­დის­წე­რო. ... დრო გმი­რო­ბი­სა ყო­ველ­თვი­საა, პოსტმო­დერ­ნიზ­მის ხა­ნა­შიც კი..."

„შავ ჩო­ხა­ში“ ეპო­ქის უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის „ჰე­რო­ი­კუ­ლი სა­ხე­ლის“ გარ­შე­მო შე­მო­იქ­სო­ვე­ბა და მკი­თხვე­ლი კი­დევ ერთხელ აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ სწო­რედ დი­ა­დი, ზნე­ობ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბე­ბი აქ­ცე­ვენ ბრბოს ხალ­ხად, ხალ­ხს - ერად, ერად­ყოფ­ნის მის­ტე­რი­ის მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პი­რე­ბი სწო­რედ რჩე­ულ­ნი არი­ან, გა­ვი­მე­ო­რებთ - ერის თა­ნამ­დე­ვი უკ­ვდა­ვი სუ­ლის კონ­კრე­ტუ­ლი გან­მა­სა­ხი­ე­რე­ბელ­ნი კონ­კრე­ტულ ეპო­ქა­ში, რათა, ლო­კა­ლუ­რი თუ გლო­ბა­ლუ­რი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის დუნ­დგო­ში ერი ხალ­ხად, ხალ­ხი კი ბრბოდ არ იქ­ცეს“, - ნანა კუ­ცია.

R

1234
0

9-ში ვერ ვიყიდე. 

მაღაზიაში მითხრეს, პროგრამული გაუმართაობააო...

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას

9 სექტემბრიდან როსტომ ჩხეიძის „შავი ჩოხა“ (ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა) წიგნის მაღაზიებში იქნება ხელმისაწვდომი

9 სექტემბრიდან როსტომ ჩხეიძის „შავი ჩოხა“ (ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა)  წიგნის მაღაზიებში იქნება ხელმისაწვდომი

გამომცემლობა „პალიტრაL” მკითხველს საინტერესო სიახლეს სთავაზობს: როსტომ ჩხეიძის „შავი ჩოხა“ (ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა), რომელიც კახეთის აჯანყების 100 წლისთავს ეძღვნება, 9 სექტემბრიდან წიგნის მაღაზიებში იქნება ხელმისაწვდომი.

წიგნი გამოსვლიდან ერთი კვირის მანძილზე, სპეციალურ ფასად - 15 ლარად გაიყიდება როგორც „ბიბლუსის“ ქსელში, ასევე ონლაინ, საიტზე - www.palitral.ge

როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიული რომანი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკას ასახავს. წიგნი სამ დროს - წარსულს, აწმყოსა და მომავალს აერთიანებს.

„შავი ჩოხა“ ბიოგრაფიულ რომანთა რკალის ერთი უარსებითესი "ხრტილია" - გამორჩეული ქრონოტოპითა და გამორჩეულივე პერსონაჟ(ებ)ით. ... როგორც ყოველ რომანში როსტომ ჩხეიძისა, ქაქუცას - ცენტრალური პერსონაჟის - პორტრეტის (სწორედ პორტრეტის და არა აბრის) გარშემო შემოიქსოვება პანორამული ტილო - ეპოქის მონუმენტური ისტორიულ-მხატვრული განაზრება, სადაც მეტაფორულ საჭადრაკო დაფაზე, თითოეულ "ფიგურას" (მეფეს თუ პაიკს) თავისი ერთადერთი დანიშნულება და სვლა, ერთადერთი როლი თუ ნიღაბი აქვს და ყოველთვის - საბედისწერო. ... დრო გმირობისა ყოველთვისაა, პოსტმოდერნიზმის ხანაშიც კი..."

„შავ ჩოხაში“ ეპოქის უმძიმესი სურათი ქაქუცა ჩოლოყაშვილის „ჰეროიკული სახელის“ გარშემო შემოიქსოვება და მკითხველი კიდევ ერთხელ აცნობიერებს, რომ სწორედ დიადი, ზნეობრივი პიროვნებები აქცევენ ბრბოს ხალხად, ხალხს - ერად, ერადყოფნის მისტერიის მთავარი მოქმედი პირები სწორედ რჩეულნი არიან, გავიმეორებთ - ერის თანამდევი უკვდავი სულის კონკრეტული განმასახიერებელნი კონკრეტულ ეპოქაში, რათა, ლოკალური თუ გლობალური კატაკლიზმების დუნდგოში ერი ხალხად, ხალხი კი ბრბოდ არ იქცეს“, - ნანა კუცია.

R