პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის კი არ იცის ამ ბრიყვმა, რომ არაფერი ისე არ მეზიზღება, როგორც მონები. მე ყოველთვის ვეძებდი და ვახალისებდი ძლიერ პიროვნებებს" - მიხეილ სააკაშვილი
"ის კი არ იცის ამ ბრიყვმა, რომ არაფერი ისე არ მეზიზღება, როგორც მონები. მე ყოველთვის ვეძებდი და ვახალისებდი ძლიერ პიროვნებებს" - მიხეილ სააკაშვილი

ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე­ზე თავ­დას­ხმა და მისი და­კა­ვე­ბა კი­დევ ერთხელ ამ­ტკი­ცებს, რამ­დე­ნად სუს­ტი და შე­ში­ნე­ბუ­ლია თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი დიქ­ტა­ტო­რის რე­ჟი­მი , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

  • მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ყო­ველ­თვის ეძებ­და და ახა­ლი­სებ­და ძლი­ერ პი­როვ­ნე­ბებს თა­ვი­სი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აზ­რით, იმი­ტომ, რომ ახა­ლი ქვეყ­ნის მშე­ნებ­ლო­ბა მხო­ლოდ ასე­თებს შე­უძ­ლი­ათ.

"ჩვენს დე­პუ­ტატ­ზე, უმაგ­რეს ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე­ზე თავ­დას­ხმა და მისი და­კა­ვე­ბა კი­დევ ერთხელ ამ­ტკი­ცებს, რამ­დე­ნად სუს­ტი და შე­ში­ნე­ბუ­ლია თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი დიქ­ტა­ტო­რის რე­ჟი­მი.

ამა­სო­ბა­ში ერთ-ერთი ქოცი გუ­ლან­თე­ბულ პატ­რი­ოტ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც სი­მარ­თლე უთხრა პირ­ში, "მი­შას მო­ნას" ეძა­ხის.

ის კი არ იცის ამ ბრიყვმა, რომ არა­ფე­რი ისე არ მე­ზი­ზღე­ბა, რო­გორც მო­ნე­ბი. მე ყო­ველ­თვის ვე­ძებ­დი და ვა­ხა­ლი­სებ­დი ძლი­ერ პი­როვ­ნე­ბებს თა­ვი­სი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აზ­რით, იმი­ტომ, რომ ახა­ლი ქვეყ­ნის მშე­ნებ­ლო­ბა მხო­ლოდ ასე­თებს შე­უძ­ლი­ათ, ხოლო მო­ნას შე­უძ­ლია მხო­ლოდ ნგრე­ვა და ქვეყ­ნის მოს­პო­ბა, ამი­ტომ ეზი­ზღე­ბა ჭორ­ვი­ლელს თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და გარ­შე­მო მხო­ლოდ კა­რი­კა­ტუ­რე­ბი შე­მო­იკ­რი­ბა.

ესე­ნი თა­ვი­სუ­ფალ ადა­მი­ა­ნებ­თან 26-ში აუ­ცი­ლებ­ლად მწა­რედ და­მარ­ცხდე­ბი­ან!“, - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე და ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძე შსს-მ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით გუ­შინ სა­ღა­მოს და­ა­კა­ვა. მა­ნამ­დე, ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძის სახ­ლთან ხმა­უ­რი იყო.

რო­გორც შსს-ში გან­მარ­ტეს, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას, "კერ­ძოდ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბას ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა დრო­საც მათ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლა მო­ქა­ლა­ქე ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძემ, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქონ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბას­თან“.

"ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე და­კა­ვე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად”, - გა­ნა­ცხა­დეს უწყე­ბა­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძე ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე კი, ამ დრომ­დე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ის კი არ იცის ამ ბრიყვმა, რომ არაფერი ისე არ მეზიზღება, როგორც მონები. მე ყოველთვის ვეძებდი და ვახალისებდი ძლიერ პიროვნებებს" - მიხეილ სააკაშვილი

"ის კი არ იცის ამ ბრიყვმა, რომ არაფერი ისე არ მეზიზღება, როგორც მონები. მე ყოველთვის ვეძებდი და ვახალისებდი ძლიერ პიროვნებებს" - მიხეილ სააკაშვილი

ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა და მისი დაკავება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად სუსტი და შეშინებულია თვითგამოცხადებული დიქტატორის რეჟიმი , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყოველთვის ეძებდა და ახალისებდა ძლიერ პიროვნებებს თავისი დამოუკიდებელი აზრით, იმიტომ, რომ ახალი ქვეყნის მშენებლობა მხოლოდ ასეთებს შეუძლიათ.

"ჩვენს დეპუტატზე, უმაგრეს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა და მისი დაკავება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად სუსტი და შეშინებულია თვითგამოცხადებული დიქტატორის რეჟიმი.

ამასობაში ერთ-ერთი ქოცი გულანთებულ პატრიოტ მოქალაქეს, რომელსაც სიმართლე უთხრა პირში, "მიშას მონას" ეძახის.

ის კი არ იცის ამ ბრიყვმა, რომ არაფერი ისე არ მეზიზღება, როგორც მონები. მე ყოველთვის ვეძებდი და ვახალისებდი ძლიერ პიროვნებებს თავისი დამოუკიდებელი აზრით, იმიტომ, რომ ახალი ქვეყნის მშენებლობა მხოლოდ ასეთებს შეუძლიათ, ხოლო მონას შეუძლია მხოლოდ ნგრევა და ქვეყნის მოსპობა, ამიტომ ეზიზღება ჭორვილელს თავისუფალი ადამიანები და გარშემო მხოლოდ კარიკატურები შემოიკრიბა.

ესენი თავისუფალ ადამიანებთან 26-ში აუცილებლად მწარედ დამარცხდებიან!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით გუშინ საღამოს დააკავა. მანამდე, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო.

როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან“.

"ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად”, - განაცხადეს უწყებაში. მოგვიანებით, ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ირაკლი ეძგვერაძე კი, ამ დრომდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება.