პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

19-22 სექ­ტემ­ბერს, ბა­თუმ­ში ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი გა­ი­მარ­თე­ბა.

ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, რე­გი­ონს ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი, ფრინ­ვე­ლებ­ზე დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ეწ­ვე­ვი­ან. მათი ჩარ­თუ­ლო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის­თვის გა­ი­მარ­თე­ბა ლექ­ცია-სე­მი­ნა­რე­ბი, ასე­ვე გა­სარ­თობ-შე­მეც­ნე­ბი­თი ექ­სკურ­სი­ე­ბი ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე - ჭო­რო­ხის დელ­ტა, სო­ფე­ლი ჩა­ი­სუ­ბა­ნი, სო­ფე­ლი სა­ხალ­ვა­შო, ბა­თუ­მის ზღვის­პი­რა პარ­კი, ნავ­სად­გუ­რი და კოლ­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი. პლატ­ფორ­მებ­სა და ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის ლო­კა­ცი­ებ­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გას­ვლა ტრან­სპორ­ტით, ბი­ნოკ­ლე­ბი­თა და გი­დით იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

მას­ზე დას­წრე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა წი­ნას­წა­რი რე­გის­ტრა­ცია ფეს­ტი­ვა­ლის ვებ-გვერ­დზე https://batumibirdfest.com/ka უნდა გა­ი­ა­რონ.

ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი რე­გი­ონ­ში აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­ი­მარ­თე­ბა. ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის ტუ­რიზ­მი, რო­მე­ლიც ეკო­ტუ­რიზ­მის ერთ-ერთ პო­პუ­ლა­რულ მი­მარ­თუ­ლე­ბად იქცა, აჭა­რა­ში უდი­დეს პო­ტენ­ცი­ალს ფლობს. შავი ზღვის სა­ნა­პი­რო, კერ­ძოდ, ბა­თუ­მის შე­მო­გა­რე­ნი, "აღ­მო­სავ­ლეთ შავი ზღვის სა­მიგ­რა­ციო დე­რეფ­ნის" სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, სა­დაც ყო­ველ­წლი­უ­რად 1 000 000-ზე მეტი გა­დამფრე­ნი მტა­ცე­ბე­ლი ფრინ­ვე­ლი აღი­რი­ცხე­ბა. შე­დე­გად, აჭა­რა მსოფ­ლი­ო­ში მტა­ცე­ბელ ფრინ­ველ­თა მიგ­რა­ცი­ის ერთ-ერთ უდი­დეს კო­რი­დო­რად ით­ვლე­ბა და ის, მსოფ­ლი­ო­ში მე­სა­მე ად­გილ­ზეა, რის გა­მოც რე­გი­ო­ნი ყო­ველ­წლი­უ­რად უფრო და უფრო მეტ ტუ­რისტსა და ამ დარ­გით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მეც­ნი­ერს იზი­დავს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

19-22 სექტემბერს, ბათუმში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, რეგიონს ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ფრინველებზე დამკვირვებლები სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვევიან. მათი ჩართულობით დაინტერესებული მხარეებისთვის გაიმართება ლექცია-სემინარები, ასევე გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე - ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებითა და გიდით იქნება უზრუნველყოფილი.

მასზე დასწრების მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია ფესტივალის ვებ-გვერდზე https://batumibirdfest.com/ka უნდა გაიარონ.

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება. ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი, რომელიც ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა, აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. შედეგად, აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის, მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც რეგიონი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.