Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“როდესაც საარჩევნო კამპანიის დროს “ქართული ოცნება” მხარს უჭერდა, მაშინ “ოცნება” - ოცნება იყო, ახლა თურმე კოშმარი გახდა“ - არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილზე
“როდესაც საარჩევნო კამპანიის დროს “ქართული ოცნება” მხარს უჭერდა, მაშინ “ოცნება” - ოცნება იყო, ახლა თურმე კოშმარი გახდა“ - არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილზე

“რო­დე­საც [სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი] სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას ატა­რებ­და და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ამ კამ­პა­ნი­ა­ში მხარს უჭერ­და, მა­შინ “ოც­ნე­ბა” იყო ოც­ნე­ბა. ახლა, რო­დე­საც ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა აღარ სჭირ­დე­ბა, თურ­მე კოშ­მა­რი გახ­და“, - ასე შე­ა­ფა­სა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა.

თა­ლაკ­ვა­ძის თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყვე­ლა­ფერს ხე­დავს და ამი­ტომ არ ენ­დო­ბა ისეთ ძა­ლებს და ლი­დე­რებს, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე თვე­ში ერთხელ ცვლი­ან თა­ვის პო­ზი­ცი­ას.

“რა თქმა უნდა, ეს არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბაა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, სწო­რედ “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” შეძ­ლო ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით მშვი­დო­ბის დაც­ვა, უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბა, ეკო­ნო­მი­კის გა­ორ­მა­გე­ბა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში არ­სე­ბი­თი წინსვლის მიღ­წე­ვა. ამ ყვე­ლაფ­რის შეც­ვლა, გა­და­წე­რა და გა­და­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რა თქმა უნდა, ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ამას რა შე­ფა­სე­ბას მის­ცემს ეს ის­ტო­რი­ას სუ­ლაც ვერ შეც­ვლის. ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის, რომ “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” მი­უ­ხე­და­ვად ძა­ლი­ან მძი­მე ზე­წო­ლის, საფრ­თხე­ე­ბის, გარე თუ შიდა მტრე­ბის მოქ­მე­დე­ბი­სა 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შეძ­ლო მშვი­დო­ბის და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა, ეკო­ნო­მი­კის გა­ორ­მა­გე­ბა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში არ­სე­ბი­თი პროგ­რე­სის მიღ­წე­ვა.

პო­ლი­ტი­კა­ში ნდო­ბა ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სია, ამი­ტომ ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დონ ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას”, - აღ­ნიშ­ნა თა­ლაკ­ვა­ძემ. მისი თქმით, “სა­ქარ­თვე­ლო დღეს არის ბევ­რად უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ე­რი და ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, ვიდ­რე 12 წლის წინ“.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" შე­წყვი­ტა ოც­ნე­ბად ყოფ­ნა, ის კოშ­მა­რად იქცა”.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

“როდესაც საარჩევნო კამპანიის დროს “ქართული ოცნება” მხარს უჭერდა, მაშინ “ოცნება” - ოცნება იყო, ახლა თურმე კოშმარი გახდა“ - არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილზე

“როდესაც საარჩევნო კამპანიის დროს “ქართული ოცნება” მხარს უჭერდა, მაშინ “ოცნება” - ოცნება იყო, ახლა თურმე კოშმარი გახდა“ - არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილზე

“როდესაც [სალომე ზურაბიშვილი] საარჩევნო კამპანიას ატარებდა და “ქართული ოცნება” ამ კამპანიაში მხარს უჭერდა, მაშინ “ოცნება” იყო ოცნება. ახლა, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა აღარ სჭირდება, თურმე კოშმარი გახდა“, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება.

თალაკვაძის თქმით, საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ამიტომ არ ენდობა ისეთ ძალებს და ლიდერებს, რომლებიც რამდენიმე თვეში ერთხელ ცვლიან თავის პოზიციას.

“რა თქმა უნდა, ეს არათანმიმდევრული და უპასუხისმგებლო განცხადებაა. სინამდვილეში, სწორედ “ქართულმა ოცნებამ” შეძლო ამ ქვეყანაში საზოგადოების მხარდაჭერით მშვიდობის დაცვა, უსაფრთხოების განმტკიცება, ეკონომიკის გაორმაგება და ევროინტეგრაციის პროცესში არსებითი წინსვლის მიღწევა. ამ ყველაფრის შეცვლა, გადაწერა და გადაკეთება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ქალბატონი სალომე ამას რა შეფასებას მისცემს ეს ისტორიას სულაც ვერ შეცვლის. ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიუხედავად ძალიან მძიმე ზეწოლის, საფრთხეების, გარე თუ შიდა მტრების მოქმედებისა 12 წლის განმავლობაში შეძლო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა, ეკონომიკის გაორმაგება და ევროინტეგრაციის პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევა.

პოლიტიკაში ნდობა ერთ-ერთი უმთავრესია, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ განცხადებების გაკეთებას”, - აღნიშნა თალაკვაძემ. მისი თქმით, “საქართველო დღეს არის ბევრად უფრო განვითარებული, თავისუფალი, ეკონომიკურად ძლიერი და ევროპული სახელმწიფო, ვიდრე 12 წლის წინ“.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა”.