პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ულტრაბგერითი კვლევით ადრეული დიაგნოსტირება წარმატებული მკურნალობის წინაპირობაა
ულტრაბგერითი კვლევით ადრეული დიაგნოსტირება წარმატებული მკურნალობის წინაპირობაა

მე­დი­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პი საკ­მა­ოდ სწრა­ფია და ამ პრო­ცეს­ში დიდი როლი აქვს ტექ­ნო­ლო­გი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას. დღეს უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­რე­შე მა­ღა­ლი დო­ნის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა GE-ს უახ­ლე­სი თა­ო­ბის ულტრაბ­გე­რი­თი აპა­რა­ტი LOGIQ Fortis, რომ­ლი­თაც სულ ახ­ლა­ხან „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ აღი­ჭურ­ვა.

LOGIQ FORTIS წარ­მო­ად­გენს ახა­ლი თა­ო­ბის, მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ და მძლავრ ულტრაბ­გე­რით აპა­რატს, რო­მე­ლიც გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხა­რის­ხით და სიმ­ძლავ­რით უზ­რუნ­ველ­ყოფს მა­ღა­ლი სან­დო­ო­ბის კვლე­ვას სხე­უ­ლის ნე­ბის­მი­ერ არე­ში.

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ რა­დი­ო­ლო­გი ნინო ღამ­ბა­ში­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ მე­დი­ცი­ნა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­რე­შე სი­ზუს­ტის, სის­წრა­ფი­სა და შე­დე­გე­ბის სან­დო­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ახა­ლი აპა­რა­ტი­სა და მისი ფუნ­ქცი­ე­ბის შე­სა­ხებ ექი­მი რა­დი­ო­ლო­გი დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა.

მოგ­ვი­ყე­ვით ახა­ლი აპა­რა­ტის ფუნ­ქცი­ე­ბის, მისი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბის შე­სა­ხებ

ზო­გა­დად, თა­ნა­მედ­რო­ვე და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აპა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა ულტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვის დროს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც პა­ცი­ენ­ტის­თვის, ასე­ვე ექი­მის­თვის. რაც უნდა მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მი იყო, თუ არ გაქვს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა, შე­უძ­ლე­ბე­ლია სი­ზუს­ტის, სის­წრა­ფი­სა და შე­დე­გე­ბის სან­დო­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

ჩვე­ნი ახა­ლი აპა­რა­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს მა­ღა­ლი ხა­რის­ხით და სი­ზუს­ტით ჩა­ტარ­დეს კვლე­ვა, რაც ზრდის შე­დე­გე­ბის სან­დო­ო­ბას და ამ­ცი­რებს შეც­დო­მე­ბის რისკს.

GE-ს უახ­ლე­სი თა­ო­ბის ულტრაბ­გე­რი­თი აპა­რა­ტი LOGIQ Fortis ბოლო თა­ო­ბის ექ­სპერ­ტუ­ლი აპა­რა­ტია, რო­მელ­შიც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი (AI), რაც მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს დი­აგ­ნოს­ტი­კის პრო­ცეს­ში. AI ტექ­ნო­ლო­გია აუმ­ჯო­ბე­სებს კვლე­ვის სი­ზუს­ტეს, ამ­ცი­რებს კვლე­ვის ხან­გრძლი­ვო­ბას და ექიმს უფრო ეფექ­ტი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. AI-ის მეშ­ვე­ო­ბით აპა­რა­ტი ავ­ტო­მა­ტუ­რად ამო­იც­ნობს პა­თო­ლო­გი­ერ კე­რებს, მა­გა­ლი­თად, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის კვლე­ვის დროს ის ავ­ტო­მა­ტუ­რად ეძებს კვან­ძებს, ზო­მავს და დი­ნა­მი­კა­ში ახ­დენს მო­ნა­ცე­მე­ბის წინა კვლე­ვებ­თან შე­და­რე­ბას. ამ გზით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კვლე­ვა და დი­აგ­ნოს­ტი­კა, რა თქმა უნდა, უფრო ობი­ექ­ტუ­რია.

აპა­რა­ტის ორი გა­მორ­ჩე­უ­ლი ფუნ­ქცია კი Shear Wave ელას­ტოგ­რა­ფია და UGAP - ულტრაბ­გე­რი­თი მარ­თვა­დი შე­სუს­ტე­ბის პა­რა­მეტ­რი გახ­ლავთ. ეს ფუნ­ქცი­ე­ბი დი­აგ­ნოს­ტი­კურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გვიზ­რდის.

რას ნიშ­ნავს UGAP და კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში აქვს მას გა­დამ­წყვე­ტი როლი?

ის ძი­რი­თა­დად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მარ­თვა­ზე. UGAP გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ღვიძ­ლის არა­ალ­კოჰო­ლუ­რი ცხი­მო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში სტე­ა­ტო­ზის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი გან­სა­ზღვრი­სა და ხა­რის­ხის შე­სა­ფა­სებ­ლად (S1-S2-S3). წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ეს არის ე.წ. „ცხი­მის დე­ტექ­ტო­რი“, რო­მე­ლიც გვაჩ­ვე­ნებს რამ­დე­ნი ცხი­მია დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ღვიძ­ლში.

ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში, რად­გან ღვიძ­ლის არა­ალ­კოჰო­ლუ­რი ცხი­მო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა სულ უფრო ხში­რად გვხვდე­ბა. დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ის სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს იწ­ვევს.

UGAP სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ექიმს, უფრო ზუს­ტად გან­სა­ზღვროს და­ა­ვა­დე­ბის სტა­დია, და­გეგ­მოს ეფექ­ტი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბა და აკონ­ტრო­ლოს შე­დე­გი.

რო­მე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის კვლე­ვის დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა Shear Wave ელას­ტოგ­რა­ფია?

Shear Wave ელას­ტოგ­რა­ფია ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­აა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს შე­ვა­ფა­სოთ ქსო­ვი­ლის სიმ­კვრი­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სიმ­სივ­ნე­ე­ბის და ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თვის.

უფრო ხში­რად ამ ფუნ­ქცი­ას ღვიძ­ლის ფიბ­რო­ზე­ბის გა­მო­საკ­ვლე­ვად ვი­ყე­ნებთ. Shear Wave ელას­ტოგ­რა­ფია ღვიძ­ლის სიმ­კვრი­ვის გან­სა­ზღვრის არა­ინ­ვა­ზი­უ­რი, უმ­ტკივ­ნე­უ­ლო და სწრა­ფი კვლე­ვის მე­თო­დია, რო­მე­ლიც ღვიძ­ლის ფიბ­რო­ზის ხა­რის­ხის და­სად­გე­ნად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

თქვენ ისა­უბ­რეთ ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბებ­სა და მათ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა­ში ახა­ლი აპა­რა­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე. კი­დევ რო­მე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბე­ბის კვლე­ვის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა GE LOGIQ Fortis?

აღ­ნიშ­ნუ­ლი აპა­რა­ტით ვა­ტა­რებთ კვლე­ვებს ფა­რი­სებრ ჯირ­კვლებ­ზე, მკერ­დზე, სახ­სრებ­ზე, რბილ ქსო­ვი­ლებ­ზე, მუც­ლის ღრუ­სა და მცი­რე მენ­ჯის ღრუს ორ­გა­ნო­ებ­ზე და ა.შ. აპა­რა­ტის დახ­მა­რე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მრა­ვა­ლი და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნა, მათ შო­რი­საა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის, სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის, ღვიძ­ლის, ნაღ­ვლის ბუშ­ტის და თირკმლე­ბის, ასე­ვე გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი და სხვა... აპა­რა­ტი დატ­ვირ­თუ­ლია პე­დი­ატ­რი­უ­ლი პრო­ფი­ლი­თაც. მა­გა­ლი­თად, ჩვი­ლებ­ში ხში­რად ტარ­დე­ბა მენჯ-ბარ­ძა­ყის სახ­სრის ულტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვა დისპლა­ზი­ე­ბის გა­მო­სა­რი­ცხად.

ზო­გა­დად, რა­დი­ო­ლო­გი­ას დიდი როლი აქვს და­ა­ვა­დე­ბე­ბის ად­რე­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნი­სა და პრე­ვენ­ცი­ის პრო­ცეს­ში. რამ­დე­ნად ხში­რად მოგ­მარ­თა­ვენ პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის­თვის?

რა თქმა უნდა, ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ერთ-ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა. ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის დროს სიმ­სივ­ნე­ე­ბის გან­კურ­ნე­ბაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია.

მინ­და გი­თხრათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნელ-ნელა იც­ვლე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის კულ­ტუ­რა და სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი მოგ­ვმარ­თავს პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენც უფრო ხში­რად გვყავს ჯან­მრთე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
1

შენ გენაცვალე ჩემო ლამაზო,ძალიან კეთილშობილო და საუკეთესო ექიმო.არასდროს არ დამავიწყდება თქვენი დიდი ყურადღება,სითბო და გამხნევება,რომელიც ჩემთან გამოიჩინეთ.მე თქვენნაირი ექიმი პირველად გავიცანი.ამისთვის დიდი მადლობა,გაიხარე,გაუმრავლდი დედას,რომ ჩვენი ქვეყანა გაივსოს თქვენნაირი კარგი შვილებით...

მედეა
0

ფასებიც ჩამოწერეთ,რომ ვიცოდეთ

რის გაკეთებას შევძლებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

ულტრაბგერითი კვლევით ადრეული დიაგნოსტირება წარმატებული მკურნალობის წინაპირობაა

ულტრაბგერითი კვლევით ადრეული დიაგნოსტირება წარმატებული მკურნალობის წინაპირობაა

მედიცინის განვითარების ტემპი საკმაოდ სწრაფია და ამ პროცესში დიდი როლი აქვს ტექნოლოგიურ განვითარებას. დღეს უახლესი ტექნოლოგიების გარეშე მაღალი დონის სამედიცინო მომსახურების მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეა GE-ს უახლესი თაობის ულტრაბგერითი აპარატი LOGIQ Fortis, რომლითაც სულ ახლახან „ნიუ ჰოსპიტალსი“ აღიჭურვა.

LOGIQ FORTIS წარმოადგენს ახალი თაობის, მრავალფუნქციურ და მძლავრ ულტრაბგერით აპარატს, რომელიც გამოსახულების განსაკუთრებული ხარისხით და სიმძლავრით უზრუნველყოფს მაღალი სანდოობის კვლევას სხეულის ნებისმიერ არეში.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგი ნინო ღამბაშიძე აღნიშნავს, რომ მედიცინაში თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე სიზუსტის, სისწრაფისა და შედეგების სანდოობის უზრუნველყოფა შეუძლებელია. ახალი აპარატისა და მისი ფუნქციების შესახებ ექიმი რადიოლოგი დეტალურად გვესაუბრება.

მოგვიყევით ახალი აპარატის ფუნქციების, მისი უპირატესობების შესახებ

ზოგადად, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აპარატის გამოყენება ულტრაბგერითი კვლევის დროს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პაციენტისთვის, ასევე ექიმისთვის. რაც უნდა მაღალკვალიფიციური ექიმი იყო, თუ არ გაქვს ტექნოლოგიური მხარდაჭერა, შეუძლებელია სიზუსტის, სისწრაფისა და შედეგების სანდოობის უზრუნველყოფა.

ჩვენი ახალი აპარატი საშუალებას გვაძლევს მაღალი ხარისხით და სიზუსტით ჩატარდეს კვლევა, რაც ზრდის შედეგების სანდოობას და ამცირებს შეცდომების რისკს.

GE-ს უახლესი თაობის ულტრაბგერითი აპარატი LOGIQ Fortis ბოლო თაობის ექსპერტული აპარატია, რომელშიც ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი (AI), რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიაგნოსტიკის პროცესში. AI ტექნოლოგია აუმჯობესებს კვლევის სიზუსტეს, ამცირებს კვლევის ხანგრძლივობას და ექიმს უფრო ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. AI-ის მეშვეობით აპარატი ავტომატურად ამოიცნობს პათოლოგიერ კერებს, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის კვლევის დროს ის ავტომატურად ეძებს კვანძებს, ზომავს და დინამიკაში ახდენს მონაცემების წინა კვლევებთან შედარებას. ამ გზით შესრულებული კვლევა და დიაგნოსტიკა, რა თქმა უნდა, უფრო ობიექტურია.

აპარატის ორი გამორჩეული ფუნქცია კი Shear Wave ელასტოგრაფია და UGAP - ულტრაბგერითი მართვადი შესუსტების პარამეტრი გახლავთ. ეს ფუნქციები დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გვიზრდის.

რას ნიშნავს UGAP და კონკრეტულად რომელი დაავადებების დიაგნოსტიკაში აქვს მას გადამწყვეტი როლი?

ის ძირითადად ორიენტირებულია ღვიძლის დაავადებების მართვაზე. UGAP გამოიყენება ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების მქონე პაციენტებში სტეატოზის რაოდენობრივი განსაზღვრისა და ხარისხის შესაფასებლად (S1-S2-S3). წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ე.წ. „ცხიმის დეტექტორი“, რომელიც გვაჩვენებს რამდენი ცხიმია დაგროვებული ღვიძლში.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია თანამედროვე მედიცინაში, რადგან ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება სულ უფრო ხშირად გვხვდება. დაგვიანებული გამოვლენის შემთხვევაში ის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

UGAP საშუალებას აძლევს ექიმს, უფრო ზუსტად განსაზღვროს დაავადების სტადია, დაგეგმოს ეფექტიანი მკურნალობა და აკონტროლოს შედეგი.

რომელი ორგანოების კვლევის დროს გამოიყენება Shear Wave ელასტოგრაფია?

Shear Wave ელასტოგრაფია ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ქსოვილის სიმკვრივე, აღნიშნული შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნეების და ღვიძლის დაავადებების გამოვლენისთვის.

უფრო ხშირად ამ ფუნქციას ღვიძლის ფიბროზების გამოსაკვლევად ვიყენებთ. Shear Wave ელასტოგრაფია ღვიძლის სიმკვრივის განსაზღვრის არაინვაზიური, უმტკივნეულო და სწრაფი კვლევის მეთოდია, რომელიც ღვიძლის ფიბროზის ხარისხის დასადგენად გამოიყენება.

თქვენ ისაუბრეთ ღვიძლის დაავადებებსა და მათ დიაგნოსტირებაში ახალი აპარატის შესაძლებლობებზე. კიდევ რომელი ორგანოებისა და დაავადებების კვლევისთვის გამოიყენება GE LOGIQ Fortis?

აღნიშნული აპარატით ვატარებთ კვლევებს ფარისებრ ჯირკვლებზე, მკერდზე, სახსრებზე, რბილ ქსოვილებზე, მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე და ა.შ. აპარატის დახმარებით შესაძლებელია მრავალი დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, მათ შორისაა ონკოლოგიური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და თირკმლების, ასევე გინეკოლოგიური პათოლოგიები და სხვა... აპარატი დატვირთულია პედიატრიული პროფილითაც. მაგალითად, ჩვილებში ხშირად ტარდება მენჯ-ბარძაყის სახსრის ულტრაბგერითი კვლევა დისპლაზიების გამოსარიცხად.

ზოგადად, რადიოლოგიას დიდი როლი აქვს დაავადებების ადრეული გამოვლენისა და პრევენციის პროცესში. რამდენად ხშირად მოგმართავენ პროფილაქტიკური კვლევებისთვის?

რა თქმა უნდა, ადრეული დიაგნოსტირება წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. ადრეული დიაგნოსტიკის დროს სიმსივნეების განკურნებაც კი შესაძლებელია.

მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ნელ-ნელა იცვლება სამედიცინო მომსახურების მიღების კულტურა და სულ უფრო მეტი ადამიანი მოგვმართავს პროფილაქტიკური კვლევებისთვის. შესაბამისად, ჩვენც უფრო ხშირად გვყავს ჯანმრთელი პაციენტები, რაც მისასალმებელია.

R