Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინანდლის ფესტივალის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
წინანდლის ფესტივალის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის მე­ექ­ვსე სე­ზო­ნის ოფი­ცი­ა­ლურ გახ­სნამ­დე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ტრა­დი­ცი­უ­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს. წლე­ვან­დელ სე­ზონ­ზე მსმე­ნე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ ვარ­სკვლავ­თა შე­მად­გენ­ლო­ბას იხი­ლავს. ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში და­არ­სე­ბუ­ლი პან­კავ­კა­სი­უ­რი ორ­კესტრი მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ მუ­სი­კო­სებ­თან ერ­თად 4 კონ­ცერტს გა­მარ­თავს. ორ­კესტრის მხარ­დამ­ჭერ­მა სა­ელ­ჩო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა წლე­ვან­დე­ლი სე­ზო­ნის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს.

გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი, წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის/სილ­ქნე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: "მო­ხა­რუ­ლი ვარ რომ ის­ტო­რია გრძელ­დე­ბა. მა­ის­ში წი­ნან­დალ­მა "ევ­რო­პა­კონ­ცერტს“ უმას­პინ­ძლა და დღეს წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის მე­ექ­ვსე სე­ზო­ნი იხ­სნე­ბა. მა­ესტრო ნო­ზე­დას, ავი შო­შა­ნის, მარ­ტინ ენგსტრო­მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვარ­სკვლავთცვე­ნაა და მათ­თან ერ­თად სცე­ნა­ზე, რა თქმა უნდა, ვი­ხი­ლავთ პან­კავ­კა­სი­ურ ახალ­გაზ­რდულ ორ­კესტრს. წი­ნან­დალ­ში, კა­ხეთ­ში, ისევ გაჟ­ღერ­დე­ბა უკ­ვდა­ვი გე­ნი­ა­ლუ­რი მუ­სი­კა, რო­გორც მშვი­დო­ბის და ერ­თი­ა­ნო­ბის გზავ­ნი­ლი. წი­ნან­და­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის კულ­ტუ­რუ­ლი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრია და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ის სულ უფრო მეტ მე­გო­ბარ­სა და მხარ­დამ­ჭერს შე­ი­ძენს.“

ავი შო­შა­ნი - ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და სამ­ხატ­ვრო დი­რექ­ტო­რი: "მუ­სი­კა გახ­ლავთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ენა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია გა­ა­ერ­თი­ა­ნოს ერე­ბი. ბევრ ფეს­ტი­ვალს არ შე­უძ­ლია შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს უმაღ­ლე­სი დონე. წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვალს კი უკვე მე­ექ­ვსე წე­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო რუ­კა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია. აქ მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­მო­დი­ან უმაღ­ლე­სი დო­ნის არ­ტის­ტე­ბი და კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი“.

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის მე-6 სე­ზო­ნი 8 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა და 17 და­უ­ვი­წყარ, დღის და სა­ღა­მოს კონ­ცერტს წა­რუდ­გენს მსმე­ნელს.

და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე - წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი: "მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს მხარ­დამ­ჭე­რებს, რო­მელ­თა გა­რე­შე გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბელ­სა და წარმდგენს კომ­პა­ნია სილ­ქნეტს. წი­ნან­დლის ოჯა­ხი იზ­რდე­ბა, მე­გობ­რე­ბი გვე­მა­ტე­ბა. გა­ფარ­თოვ­და პან კავ­კა­სი­უ­რი ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­კესტრი და წელს შვი­დი ქვეყ­ნი­დან ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, შვე­ი­ცა­რი­ის, ნორ­ვე­გი­ის, იტა­ლი­ის სა­ელ­ჩო­ე­ბის თა­ნად­გო­მით. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას გვერ­დში დგო­მის­თვის.“

ფეს­ტი­ვალს სა­ხე­ლო­ვა­ნი ქარ­თვე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე ლიზა ბა­თი­აშ­ვი­ლი პან კავ­კა­სი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად და­ხუ­რავს.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

წინანდლის ფესტივალის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა

წინანდლის ფესტივალის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა

წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ორგანიზატორებმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს. წლევანდელ სეზონზე მსმენელი განსაკუთრებულ ვარსკვლავთა შემადგენლობას იხილავს. ფესტივალის ფარგლებში დაარსებული პანკავკასიური ორკესტრი მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსებთან ერთად 4 კონცერტს გამართავს. ორკესტრის მხარდამჭერმა საელჩოების წარმომადგენლებმა და ფესტივალის დამფუძნებლებმა წლევანდელი სეზონის შესახებ ისაუბრეს.

გიორგი რამიშვილი, წინანდლის ფესტივალის/სილქნეტის დამფუძნებელი: "მოხარული ვარ რომ ისტორია გრძელდება. მაისში წინანდალმა "ევროპაკონცერტს“ უმასპინძლა და დღეს წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი იხსნება. მაესტრო ნოზედას, ავი შოშანის, მარტინ ენგსტრომის ხელმძღვანელობით წელს განსაკუთრებული ვარსკვლავთცვენაა და მათთან ერთად სცენაზე, რა თქმა უნდა, ვიხილავთ პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს. წინანდალში, კახეთში, ისევ გაჟღერდება უკვდავი გენიალური მუსიკა, როგორც მშვიდობის და ერთიანობის გზავნილი. წინანდალი საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია და ვიმედოვნებ, რომ დროის განმავლობაში ის სულ უფრო მეტ მეგობარსა და მხარდამჭერს შეიძენს.“

ავი შოშანი - ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო დირექტორი: "მუსიკა გახლავთ საერთაშორისო ენა, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს ერები. ბევრ ფესტივალს არ შეუძლია შეინარჩუნოს უმაღლესი დონე. წინანდლის ფესტივალს კი უკვე მეექვსე წელია საერთაშორისო რუკაზე გამორჩეული ადგილი უკავია. აქ მთელი მსოფლიოდან სიამოვნებით ჩამოდიან უმაღლესი დონის არტისტები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები“.

წინანდლის ფესტივალის მე-6 სეზონი 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და 17 დაუვიწყარ, დღის და საღამოს კონცერტს წარუდგენს მსმენელს.

დავით საყვარელიძე - წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი: "მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, რომელთა გარეშე გაგვიჭირდებოდა ფესტივალის ჩატარება. განსაკუთრებული მადლობა ფესტივალის დამფუძნებელსა და წარმდგენს კომპანია სილქნეტს. წინანდლის ოჯახი იზრდება, მეგობრები გვემატება. გაფართოვდა პან კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი და წელს შვიდი ქვეყნიდან ახალგაზრდა მუსიკოსები გააერთიანა. ეს შესაძლებელი გახდა კულტურის სამინისტროს, შვეიცარიის, ნორვეგიის, იტალიის საელჩოების თანადგომით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას გვერდში დგომისთვის.“

ფესტივალს სახელოვანი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი პან კავკასიურ ორკესტრთან ერთად დახურავს.

(R)