პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას“ მოღალატეობრივი ქმედებების გამო!" - ბიძინა ივანიშვილი
"პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას“ მოღალატეობრივი ქმედებების გამო!" - ბიძინა ივანიშვილი

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა დას­რულ­დეს რა­დი­კა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში - პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­მარ­თლებთ კო­ლექ­ტი­ურ "ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის გამო!,- ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ოზურ­გეთ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის რე­გი­ო­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მუდ­მი­ვად რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბი­სა და ქვეყ­ნის არე­ვის მცდე­ლო­ბის რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინსვლას აფერ­ხებს.

რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ "ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უპ­რე­ცე­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ხელთ ჰქონ­დეს ყვე­ლა ბერ­კე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბი­სა და გა­მარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს-წყო­ბი­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის“.

"მო­გე­სალ­მე­ბით, გუ­რუ­ლე­ბო! მი­ვე­სალ­მე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერთ-ერთ ულა­მა­ზეს კუ­თხე­ში მცხოვ­რებ, ნა­თე­ლი გო­ნე­ბის, ენა­მოს­წრე­ბულ, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე, ღირ­სე­ულ და თა­ვი­სუ­ფალ ხალ­ხს! ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ის­ტო­რი­ა­ში გუ­რუ­ლებს რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი გაქვთ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ეს არა­ვის ეს­წავ­ლე­ბა. თქვე­ნი და თქვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი გან­სწავ­ლუ­ლო­ბა და ალღო მრა­ვალ­ჯერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლა.

თა­მა­მად ვი­ტყვი, რომ სწო­რედ ამ კუ­თხის შვი­ლე­ბი ხართ ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ერთ-ერთი მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და­საყ­რდე­ნი.

ასე იყო წარ­სულ­შიც, რო­დე­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე გუ­რუ­ლებ­მა, გა­ბე­დეს და ანექ­სი­ის მი­უ­ხე­და­ვად, გუ­რი­ის რეს­პუბ­ლი­კა გა­მო­ა­ცხა­დეს. ამ მა­მაც­მა ხალ­ხმა თა­ვად აიღო ხელ­ში სა­კუ­თა­რი ბე­დი­სა და მო­მავ­ლის მარ­თვა და გა­მო­ავ­ლი­ნა თქვენ­თვის ასე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი ნიჭი.

ასე იყო 1918 წლის 26 მა­ისს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა შე­იქ­მნა - სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა უმე­ტე­სო­ბა ხომ გუ­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქ­ტზე ხელ­მომ­წერ­თა შო­რი­საც ხომ გუ­რუ­ლე­ბი ჭარ­ბობ­დნენ?!

ვიცი, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და მის მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რი მუ­დამ თქვენს საზ­რუ­ნავს შე­ად­გენ­და და შე­ად­გენს. ეს და­ამ­ტკი­ცეთ სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­შიც, რო­დე­საც ჩვე­ნი ხალ­ხის ყოფ­ნა-არ ყოფ­ნის სა­კი­თხი წყდე­ბო­და, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხვა­ლინ­დე­ლი დღის აღა­რა­ვის სწამ­და, როცა ჩვე­ნი ქვეყ­ნის თი­თო­ე­ულ კუ­თხე­ში სა­ყო­ველ­თაო ნი­ჰი­ლიზ­მი სუ­ფევ­და, რად­გან იმ­დრო­ინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რე­ჟი­მი ტე­რორ­ში ამ­ყო­ფებ­და სა­კუ­თარ ხალ­ხს. 12 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გარ­წმუ­ნებ­დით, რომ თქვე­ნი ნდო­ბის და მხარ­და­ჭე­რის შემ­თხვე­ვა­ში, ერ­თად და­ვას­რუ­ლებ­დით მო­ძა­ლა­დე რე­ჟიმს და იმ სი­ღა­ტა­კეს, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მტა­ცებ­ლუ­რი ბუ­ნე­ბის გამო, მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გუ­რი­ა­ში სუ­ფევ­და.

გე­მახ­სოვ­რე­ბათ ისიც, რომ წლე­ბი გა­დი­ო­და, მაგ­რამ თქვენს და­ლოც­ვილ მხა­რე­ში არა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და, უტიფ­რად იმე­ო­რებ­დნენ - გუ­რია ლა­მა­ზი, თუმ­ცა ღა­რი­ბი კუ­თხე­აო, მაგ­რამ ამ მო­ცე­მუ­ლო­ბის შე­საც­ვლე­ლად თითს-თით­ზე არ აკა­რებ­დნენ. მე­ტიც, იმ­დე­ნი მო­ა­ხერ­ხეს, რომ სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბით გან­თქმუ­ლი გუ­რუ­ლე­ბი სი­დუ­ხ­ჭი­რე­ში აცხოვ­რეს, გულ­ღია, სი­ცო­ცხლით სავ­სე ხალ­ხს მო­მავ­ლის იმე­დი და რწმე­ნა და­უ­კარ­გეს.

რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა, პირ­ვე­ლად 12 წლის წინ შეგ­ხვდით და შეგ­პირ­დით, რომ ჩემს პო­ლი­ტი­კურ გუნდთან ერ­თად, ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ­დი იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლი­ლი­ყო, რომ გლე­ხის ნაშ­რო­მი და­ფა­სე­ბუ­ლი­ყო, ქარ­თულ პრო­დუქტს ფასი დას­დე­ბო­და და ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე კვლავ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო ჩვენს მი­წა­ზე, ჩვე­ნი ხალ­ხის მიერ მოყ­ვა­ნი­ლი მო­სა­ვა­ლი.

ამას გარ­და, ბუ­ნე­ბის მიერ უხ­ვად და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ამ კუ­თხის პო­ტენ­ცი­ა­ლი ჩემ­თვის იმ­თა­ვით­ვე ცხა­დი იყო - გუ­რი­ას არა­ფე­რი აკ­ლდა სა­ი­მი­სოდ, რომ აქ არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო, რაც მთლი­ა­ნად რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე აი­სა­ხე­ბო­და.

დღეს გუ­რია ბევ­რად უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია, ვიდ­რე 12 წლის წინ. ადა­მი­ა­ნის შრო­მა მე­ტად ფას­დე­ბა, გუ­რი­ის კუ­რორ­ტე­ბი არა მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი, არა­მედ უცხო­ე­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლე­ბია, ბევ­რად უკე­თაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რა­შიც, პი­რა­დად, ჩემი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლიც შე­ვი­ტა­ნე, რად­გან ყო­ველ­თვის მწამ­და და მწამს გუ­რი­ის და გუ­რუ­ლი ხალ­ხის უნი­კა­ლუ­რო­ბის!

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ მიღ­წე­უ­ლი მთე­ლი რიგი წარ­მა­ტე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რა თქმა უნდა, შე­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებთ და მო­მა­ვალ­შიც, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა ყვე­ლა თქვენ­გან­მა, სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ სა­კუ­თარ თავ­ზე იგ­რძნოს.

თუმ­ცა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გან­ვი­თა­რე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ მშვი­დო­ბის პი­რო­ბებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი! გუ­რუ­ლებს მშვი­დო­ბის ფასი არ გეს­წავ­ლე­ბათ. თქვენ ის ხალ­ხი ხართ, ვინც ღვი­ნის სამ­შობ­ლო­ში, ქარ­თულ სუფ­რა­ზე, საკ­რა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ღვი­ნით, პირ­ვე­ლად სწო­რედ მშვი­დო­ბის სა­დღეგ­რძე­ლოს წარ­მოთ­ქვამთ.

მშვი­დო­ბას რა ფასი აქვს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ამ კარ­გად გვას­წავ­ლა. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბი არ­ნა­ხულ მსხვერ­პლზე მივ­დი­ო­დით და სი­ცო­ცხლის ფა­სად, ია­რა­ღით ხელ­ში ვი­ცავ­დით ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის, ჩვე­ნი ხალ­ხის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მშვი­დო­ბას.

მშვი­დო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა მკა­ფი­ოდ დაგ­ვა­ნა­ხა სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს­მა წარ­სულ­მაც, იმ ტრა­გი­კულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა, რაც ჩვენს სამ­შობ­ლო­ში 90-იან წლებ­ში დატ­რი­ალ­და და 2008 წლის ომმა, და­ნა­შა­ულ­მა, რო­მელ­ზეც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა“ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი!

ამის სა­პი­რის­პი­როდ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­მაც, ურ­თუ­ლეს ვი­თა­რე­ბა­ში, ქვე­ყა­ნას 12 წლი­ა­ნი უწყვე­ტი მშვი­დო­ბა მო­უ­ტა­ნა!

ყვე­ლა, ვი­საც გვიყ­ვარს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ერ­თხმად ვთან­ხმდე­ბით, რომ დღეს, იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მელ­თა წი­ნა­შეც სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტე­ბის ფონ­ზე დგას, მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

თუმ­ცა, ფაქ­ტია, სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ჯერ კი­დევ თა­ვი­სუფ­ლად საქ­მი­ა­ნო­ბენ რა­დი­კა­ლუ­რი ძა­ლე­ბი, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი კო­ლექ­ტი­უ­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, რო­მელ­საც არა­თუ მშვი­დო­ბა არ სურს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და და აკე­თებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორ­მე, სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში ჩა­ით­რი­ოს.

კო­ლექ­ტი­უ­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ამ ქვეყ­ნის არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­თა სამ­სა­ხურ­ში დგას და ეს უკვე არა­ერ­თხელ დამ­ტკიც­და.

ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებ, რომ ეს ძალა და მის­თვის და­ვა­ლე­ბის მიმ­ცე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის­თვის რე­ა­ლურ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გე­ნენ!

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი გუ­რუ­ლე­ბი ამას თა­ვა­დაც კარ­გად ხე­დავთ.

და­მე­თან­ხმე­ბით, რომ მუდ­მი­ვად რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბი­სა და ქვეყ­ნის არე­ვის მცდე­ლო­ბის რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინსვლას აფერ­ხებს.

ამი­ტო­მაც, 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა დას­რულ­დეს რა­დი­კა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში. და არა­თუ უნდა დას­რულ­დეს, დღის წეს­რიგ­ში უნდა დად­გეს რე­ჟი­მის გა­სა­მარ­თლე­ბის სა­კი­თხი ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც მათ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში ჩა­ი­დი­ნეს და რა­მაც ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა და სა­ქარ­თვე­ლოს ორი ის­ტო­რი­უ­ლი რე­გი­ო­ნი დაგ­ვა­კარ­გვი­ნა. პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­მარ­თლებთ კო­ლექ­ტი­ურ "ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის გამო!

სხვაგ­ვა­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია! უფ­ლი­სა და სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე ვალ­დე­ბულ­ნი ვართ, რომ ჩვენს შვი­ლებს, ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბას ჯან­სა­ღი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე და­ვუ­ტო­ვოთ, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ უწევ­დეს არ­ჩე­ვა­ნი ომსა და მშვი­დო­ბას, უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტებ­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ პო­ლი­ტი­კურ გუნდს შო­რის და არ­ჩე­ვანს კარ­გსა და უკე­თესს შო­რის აკე­თებ­დეს.

ამი­ტო­მაც, 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს, ისე­ვე, რო­გორც 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს, ფუნ­და­მენ­ტუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს!

პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უპ­რე­ცე­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ხელთ ჰქონ­დეს ყვე­ლა ბერ­კე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბი­სა და გა­მარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს-წყო­ბი­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის.

და თქვენს მხარ­და­ჭე­რა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, პი­რა­დად გაძ­ლევთ პი­რო­ბას, მხო­ლოდ მშვი­დო­ბით, ღირ­სე­ბით, კე­თილ­დღე­ო­ბით ევ­რო­პის­კენ - იქ­ცე­ვა რე­ა­ლო­ბად ქვეყ­ნი­სა, ასე ძა­ლი­ან რომ გვიყ­ვარს, ქვეყ­ნი­სა, რო­მე­ლიც არის და იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, თა­ვად გან­სა­ზღვრავს სა­კუ­თა­რი ხალ­ხის ბედს და მისი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გარ­და, არა­ვის მის­ცემს უფ­ლე­ბას, უკარ­ნა­ხოს, რა არის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კარ­გი, რისი უნდა გვწამ­დეს და რა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით უნდა ვი­ცხოვ­როთ!

ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა გა­დავ­ჭრათ პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც, ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის სა­ხით, უდი­დეს საფრ­თხეს უქ­მნის ჩვე­ნი ქვეყ­ნის, ჩვე­ნი რწმე­ნი­სა და შვი­ლე­ბის მო­მა­ვალს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­რა­ვინ უნდა და­ა­ყე­ნოს ეჭვქვეშ ქარ­თვე­ლი დე­დის დე­დო­ბა და ქარ­თვე­ლი მა­მის მა­მო­ბა. ვე­ღა­რა­ვინ უნდა ბე­დავ­დეს ცხოვ­რე­ბის გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი წე­სის პრო­პა­გან­დას, რაც დღეს უკონ­ტრო­ლოდ მო­ე­დი­ნე­ბა რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის მიერ მარ­თუ­ლი მე­დი­ი­დან. გა­სულ­მა წლებ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მე და ჩემი გუნ­დი ვართ გა­რან­ტი სი­ტყვის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, მაგ­რამ არ და­ვუშ­ვებთ, რომ აგ­რე­სი­ულ­მა უმ­ცი­რე­სო­ბამ თუნ­დაც ვერ­ბა­ლუ­რად იძა­ლა­დოს ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე.

ის­ტო­რი­უ­ლად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბა მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი იყო გუ­რუ­ლე­ბი­სათ­ვის. თქვენ დიდი ღვაწ­ლი გაქვთ სხვა­დას­ხვა ეპო­ქა­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში. ამ მხრივ, ახ­ლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­მენ­ტი გვიდ­გას - ჩვენ ნე­ბის­მი­ერ დროს მზად უნდა ვი­ყოთ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით აღ­სად­გე­ნად. მმარ­თველ გუნდს ამი­სათ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი ლე­გი­ტი­მა­ცია სჭირ­დე­ბა. გახ­სოვ­დეთ, რომ თქვენ მიერ მო­ნი­ჭე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი მან­და­ტი არის სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი ერთი ხმა.

სწო­რედ ამი­ტომ, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სჭირ­დე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა, რად­გან ჩემ მიერ ჩა­მოთ­ვლი­ლი სა­კი­თხე­ბი - დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი აგენ­ტუ­რის გა­სა­მარ­თლე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბა, ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაც­ვა და მზა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­სა­ერ­თი­ა­ნებ­ლად სწო­რედ რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

გა­სულ დღე­ებ­ში, ჩვენ გა­გა­ცა­ნით სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ ვგეგ­მავთ და იქვე აღ­ვნიშ­ნეთ, რომ იყო კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რომ­ლის შე­სა­თან­ხმებ­ლად კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გვე­სა­ჭი­რო­ე­ბო­და. მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და და გვინ­და წარ­მო­გიდ­გი­ნოთ კი­დევ ერთი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბა, რო­მელ­საც ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო ის­ტო­რი­უ­ლად ამა­ყობს, ერთი მხრივ, რე­ლი­გი­უ­რი ტო­ლე­რან­ტო­ბის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­ით და მე­ო­რე მხრივ, მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბით, რო­მე­ლიც, მა­მულ­თან და ენას­თან ერ­თად, ჩვე­ნი იდენ­ტო­ბის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი სა­ფუძ­ვე­ლია. ისიც კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ არ წყდე­ბა თავ­დას­ხმე­ბი მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ზე, რისი მი­ზა­ნიც სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს იდენ­ტო­ბის შერ­ყე­ვაა. აქვე ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ 1995 წლი­დან მოქ­მე­დი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩა­ნა­წე­რი რე­ლი­გი­ი­სა და ეკ­ლე­სი­ის შე­სა­ხებ სა­თა­ნა­დოდ არ ასა­ხავს იმ როლს, რო­მელ­საც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ას­რუ­ლებს.

იმი­სათ­ვის, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბი­სა და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სტა­ტუ­სი კი­დევ უფრო გამ­ყარ­დეს და კონ­სტი­ტუ­ცი­ურ­მა ჩა­ნა­წერ­მა არ­სე­ბუ­ლი სი­ნამ­დვი­ლე უფრო ზუს­ტად ასა­ხოს, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის, რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს თვითმყო­ფა­დო­ბის საყ­რდე­ნის მი­სია მკა­ფი­ოდ აი­სა­ხე­ბა. აგ­რეთ­ვე ხაზი გა­ეს­მე­ბა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, ისე ჩვე­ნი ქვეყ­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში.

რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია სრუ­ლად გა­ნამ­ტკი­ცებს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრინ­ცი­პებს.

მად­ლო­ბა გვინ­და გა­და­ვუ­ხა­დოთ ეკ­ლე­სი­ას, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რესს, მღვდელმთავ­რებს ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვის მხარ­და­ჭე­რის­თვის, ისე­ვე, რო­გორც, სა­ზო­გა­დოდ, იმ წვლი­ლის­თვის, რო­მე­ლიც მათ სა­ქარ­თვე­ლოს თვითმყო­ფა­დო­ბის დაც­ვა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში შე­აქვთ.

ძვირ­ფა­სო გუ­რუ­ლე­ბო! თქვე­ნი შემ­ხედ­ვა­რე მტკი­ცედ მჯე­რა, რომ და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ და ერ­თად შევ­ქმნით ჩვე­ნი ქვეყ­ნის უკე­თეს მო­მა­ვალს!

ჩემო გუ­რუ­ლე­ბო, მო­გი­წო­დებთ, თქვე­ნი, ჩვე­ნი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის სა­კე­თილ­დღე­ოდ, ის მრა­ვა­ლი ხმა, ის პო­ლი­ფო­ნია, თქვენს გა­სა­ო­ცარ კრი­მან­ჭულ­ში რომ ის­მის, გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ და 26 ოქ­ტომ­ბერს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ღე­რად ვაქ­ცი­ოთ!“,- გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას“ მოღალატეობრივი ქმედებების გამო!" - ბიძინა ივანიშვილი

"პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას“ მოღალატეობრივი ქმედებების გამო!" - ბიძინა ივანიშვილი

საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს რადიკალების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში - პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას“ მოღალატეობრივი ქმედებების გამო!,- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში ცხოვრება ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას აფერხებს.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ "ქართველი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერით, "ქართულ ოცნებას“ ხელთ ჰქონდეს ყველა ბერკეტი საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და გამართული დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების ჩამოყალიბებისათვის“.

"მოგესალმებით, გურულებო! მივესალმები ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში მცხოვრებ, ნათელი გონების, ენამოსწრებულ, სტუმართმოყვარე, ღირსეულ და თავისუფალ ხალხს! ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გურულებს რომ განსაკუთრებული როლი გაქვთ შესრულებული, ეს არავის ესწავლება. თქვენი და თქვენი წინაპრების პოლიტიკური განსწავლულობა და ალღო მრავალჯერ დამტკიცებულა.

თამამად ვიტყვი, რომ სწორედ ამ კუთხის შვილები ხართ ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური დასაყრდენი.

ასე იყო წარსულშიც, როდესაც თავისუფლებისმოყვარე გურულებმა, გაბედეს და ანექსიის მიუხედავად, გურიის რესპუბლიკა გამოაცხადეს. ამ მამაცმა ხალხმა თავად აიღო ხელში საკუთარი ბედისა და მომავლის მართვა და გამოავლინა თქვენთვის ასე დამახასიათებელი ორგანიზაციული ნიჭი.

ასე იყო 1918 წლის 26 მაისს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა - საქართველოს დამოუკიდებლობის დამფუძნებელი კრების წარმომადგენელთა უმეტესობა ხომ გურულები იყვნენ და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერთა შორისაც ხომ გურულები ჭარბობდნენ?!

ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის სიყვარული და მის მომავალზე ფიქრი მუდამ თქვენს საზრუნავს შეადგენდა და შეადგენს. ეს დაამტკიცეთ საქართველოს უახლესი ისტორიის ურთულეს პერიოდშიც, როდესაც ჩვენი ხალხის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი წყდებოდა, როდესაც საქართველოს ხვალინდელი დღის აღარავის სწამდა, როცა ჩვენი ქვეყნის თითოეულ კუთხეში საყოველთაო ნიჰილიზმი სუფევდა, რადგან იმდროინდელი ხელისუფლების - "ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ტერორში ამყოფებდა საკუთარ ხალხს. 12 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე გარწმუნებდით, რომ თქვენი ნდობის და მხარდაჭერის შემთხვევაში, ერთად დავასრულებდით მოძალადე რეჟიმს და იმ სიღატაკეს, რაც წინა ხელისუფლების მტაცებლური ბუნების გამო, მთელ საქართველოში, განსაკუთრებით კი გურიაში სუფევდა.

გემახსოვრებათ ისიც, რომ წლები გადიოდა, მაგრამ თქვენს დალოცვილ მხარეში არაფერი კეთდებოდა, უტიფრად იმეორებდნენ - გურია ლამაზი, თუმცა ღარიბი კუთხეაო, მაგრამ ამ მოცემულობის შესაცვლელად თითს-თითზე არ აკარებდნენ. მეტიც, იმდენი მოახერხეს, რომ სტუმარ-მასპინძლობით განთქმული გურულები სიდუხჭირეში აცხოვრეს, გულღია, სიცოცხლით სავსე ხალხს მომავლის იმედი და რწმენა დაუკარგეს.

როგორც პოლიტიკური ფიგურა, პირველად 12 წლის წინ შეგხვდით და შეგპირდით, რომ ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ბოლომდე ვიბრძოლებდი იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვლილიყო, რომ გლეხის ნაშრომი დაფასებულიყო, ქართულ პროდუქტს ფასი დასდებოდა და ადგილობრივ ბაზარზე კვლავ გამოჩენილიყო ჩვენს მიწაზე, ჩვენი ხალხის მიერ მოყვანილი მოსავალი.

ამას გარდა, ბუნების მიერ უხვად დაჯილდოებული ამ კუთხის პოტენციალი ჩემთვის იმთავითვე ცხადი იყო - გურიას არაფერი აკლდა საიმისოდ, რომ აქ არაერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელებულიყო, რაც მთლიანად რეგიონის განვითარებაზე აისახებოდა.

დღეს გურია ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე 12 წლის წინ. ადამიანის შრომა მეტად ფასდება, გურიის კურორტები არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოელი ვიზიტორების საყვარელი ადგილებია, ბევრად უკეთაა განვითარებული ინფრასტრუქტურა, რაშიც, პირადად, ჩემი მოკრძალებული წვლილიც შევიტანე, რადგან ყოველთვის მწამდა და მწამს გურიის და გურული ხალხის უნიკალურობის!

"ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიღწეული მთელი რიგი წარმატებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, შეჩერებას არ ვაპირებთ და მომავალშიც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს.

თუმცა, მოგეხსენებათ, განვითარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი! გურულებს მშვიდობის ფასი არ გესწავლებათ. თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ღვინის სამშობლოში, ქართულ სუფრაზე, საკრალური ქართული ღვინით, პირველად სწორედ მშვიდობის სადღეგრძელოს წარმოთქვამთ.

მშვიდობას რა ფასი აქვს, ჩვენი ქვეყნის ისტორიამ კარგად გვასწავლა. საუკუნეების განმავლობაში ქართველები არნახულ მსხვერპლზე მივდიოდით და სიცოცხლის ფასად, იარაღით ხელში ვიცავდით ჩვენი ოჯახების, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობას.

მშვიდობის მნიშვნელობა მკაფიოდ დაგვანახა საქართველოს უახლესმა წარსულმაც, იმ ტრაგიკულმა მოვლენებმა, რაც ჩვენს სამშობლოში 90-იან წლებში დატრიალდა და 2008 წლის ომმა, დანაშაულმა, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი!

ამის საპირისპიროდ, "ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა საქართველოში, რომელმაც, ურთულეს ვითარებაში, ქვეყანას 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა!

ყველა, ვისაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ერთხმად ვთანხმდებით, რომ დღეს, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც საქართველო რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე დგას, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თუმცა, ფაქტია, საქართველოში დღეს ჯერ კიდევ თავისუფლად საქმიანობენ რადიკალური ძალები, უფრო კონკრეტულად კი კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც არათუ მშვიდობა არ სურს ჩვენს ქვეყანაში, არამედ ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო, როგორმე, სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს.

კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა სამსახურში დგას და ეს უკვე არაერთხელ დამტკიცდა.

ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს ძალა და მისთვის დავალების მიმცემები საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ!

დარწმუნებული ვარ, კრიტიკული აზროვნებით გამორჩეული გურულები ამას თავადაც კარგად ხედავთ.

დამეთანხმებით, რომ მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში ცხოვრება ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას აფერხებს.

ამიტომაც, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს რადიკალების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში. და არათუ უნდა დასრულდეს, დღის წესრიგში უნდა დადგეს რეჟიმის გასამართლების საკითხი ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის, რაც მათ 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინეს და რამაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი დაგვაკარგვინა. პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას“ მოღალატეობრივი ქმედებების გამო!

სხვაგვარად შეუძლებელია! უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას ჯანსაღი, დემოკრატიული პოლიტიკური სივრცე დავუტოვოთ, რათა საზოგადოებას არ უწევდეს არჩევანი ომსა და მშვიდობას, უცხო ქვეყნის აგენტებსა და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ გუნდს შორის და არჩევანს კარგსა და უკეთესს შორის აკეთებდეს.

ამიტომაც, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ისევე, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს!

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერით, "ქართულ ოცნებას“ ხელთ ჰქონდეს ყველა ბერკეტი საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და გამართული დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების ჩამოყალიბებისათვის.

და თქვენს მხარდაჭერაში დარწმუნებული, პირადად გაძლევთ პირობას, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ - იქცევა რეალობად ქვეყნისა, ასე ძალიან რომ გვიყვარს, ქვეყნისა, რომელიც არის და იქნება დამოუკიდებელი, თავად განსაზღვრავს საკუთარი ხალხის ბედს და მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გარდა, არავის მისცემს უფლებას, უკარნახოს, რა არის საქართველოსთვის კარგი, რისი უნდა გვწამდეს და რა ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ!

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავჭრათ პრობლემა, რომელიც, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სახით, უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რწმენისა და შვილების მომავალს. საქართველოში ვერავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი დედის დედობა და ქართველი მამის მამობა. ვეღარავინ უნდა ბედავდეს ცხოვრების გაუკუღმართებული წესის პროპაგანდას, რაც დღეს უკონტროლოდ მოედინება რადიკალური ჯგუფების მიერ მართული მედიიდან. გასულმა წლებმა დაადასტურა, რომ მე და ჩემი გუნდი ვართ გარანტი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ აგრესიულმა უმცირესობამ თუნდაც ვერბალურად იძალადოს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაზე.

ისტორიულად, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა მთავარი საზრუნავი იყო გურულებისათვის. თქვენ დიდი ღვაწლი გაქვთ სხვადასხვა ეპოქაში საქართველოს გაერთიანებაში. ამ მხრივ, ახლაც განსაკუთრებული მომენტი გვიდგას - ჩვენ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად. მმართველ გუნდს ამისათვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ მონიჭებული თითოეული მანდატი არის საქართველოს გაერთიანებისთვის მიცემული ერთი ხმა.

სწორედ ამიტომ, "ქართულ ოცნებას“ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან ჩემ მიერ ჩამოთვლილი საკითხები - დამნაშავე პოლიტიკური აგენტურის გასამართლება და პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, ფსევდოლიბერალური ღირებულებებისგან ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების დაცვა და მზადება საქართველოს გასაერთიანებლად სწორედ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაშია შესაძლებელი.

გასულ დღეებში, ჩვენ გაგაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ვგეგმავთ და იქვე აღვნიშნეთ, რომ იყო კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესათანხმებლად კონსულტაციები გვესაჭიროებოდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ისტორიულად ამაყობს, ერთი მხრივ, რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით და მეორე მხრივ, მართლმადიდებლობით, რომელიც, მამულთან და ენასთან ერთად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლიდან მოქმედი კონსტიტუციური ჩანაწერი რელიგიისა და ეკლესიის შესახებ სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს.

იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში.

რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, მღვდელმთავრებს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ისევე, როგორც, საზოგადოდ, იმ წვლილისთვის, რომელიც მათ საქართველოს თვითმყოფადობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეაქვთ.

ძვირფასო გურულებო! თქვენი შემხედვარე მტკიცედ მჯერა, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს!

ჩემო გურულებო, მოგიწოდებთ, თქვენი, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ, ის მრავალი ხმა, ის პოლიფონია, თქვენს გასაოცარ კრიმანჭულში რომ ისმის, გავაერთიანოთ და 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხის, საქართველოს და ქართული ოცნების გამარჯვების სიმღერად ვაქციოთ!“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.