მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
პოლიტიკა
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიტყვა "გამტარებელი“ ფაქტობრივად გავასინონიმეთ "აგენტთან“ - ეჭვი მაქვს, სამუდამოდ დარჩა სიტყვა "გამტარებელს“ "აგენტის“ დაღი" - ენათმეცნიერი
"სიტყვა "გამტარებელი“ ფაქტობრივად გავასინონიმეთ "აგენტთან“ - ეჭვი მაქვს, სამუდამოდ დარჩა სიტყვა "გამტარებელს“ "აგენტის“ დაღი" - ენათმეცნიერი

სი­ტყვა "გამ­ტა­რე­ბე­ლი“ ფაქ­ტობ­რი­ვად გა­ვა­სი­ნო­ნი­მეთ "აგენ­ტთან“ ასე­თი მარ­ტი­ვი, მე­ქა­ნი­კუ­რი ჩა­ნაც­ვლე­ბით - ვე­რა­ნა­ი­რი მე­ქა­ნი­კუ­რი ჩა­ნაც­ვლე­ბა ვერ შეც­ვლის ში­ნა­არს,- ამის შე­სა­ხებ ენათ­მეც­ნი­ერ­მა, მა­რი­ნე ბე­რი­ძემ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ისა­უბ­რა, სა­დაც "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სარ­ჩე­ლებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

მისი თქმით, სი­ტყვა "აგენ­ტი“ კა­ნო­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლია, მაგ­რამ ის კა­ნო­ნის ირ­გვლივ გა­მარ­თულ დის­კურ­სში დარ­ჩა.

"სი­ტყვა "აგენ­ტი“ კა­ნო­ნი­დან ამო­ვი­ღეთ, მაგ­რამ დარ­ჩა კა­ნო­ნის ირ­გვლივ გა­მარ­თულ დის­კურ­სში. კი­დევ უფრო მეტი ცუდი საქ­მე გა­ა­კე­თა ამ ტერ­მინ­მა, "აგენ­ტმა“: სი­ტყვა "გამ­ტა­რე­ბელს“, შე­იძ­ლე­ბო­და რა­ღაც­ნა­ი­რად შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ნე­იტ­რა­ლუ­რო­ბის წო­ნას­წო­რო­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად ჩვენ ის გა­ვა­სი­ნო­ნი­მეთ "აგენ­ტთან“ ასე­თი მარ­ტი­ვი, მე­ქა­ნი­კუ­რი ჩა­ნაც­ვლე­ბით. ვე­რა­ნა­ი­რი მე­ქა­ნი­კუ­რი ჩა­ნაც­ვლე­ბა ვერ შეც­ვლის ში­ნა­არსს. პო­ლი­ტი­კურ მო­საზ­რე­ბას კი არ გა­მოვ­თქვამ. ჩვე­ნი ნება არაა, რას ავ­სა­ხავთ და რას არა ენა­ში. ეჭვი მაქვს, სა­მუ­და­მოდ დარ­ჩა სი­ტყვა "გამ­ტა­რე­ბელს“ "აგენ­ტის“ დაღი“,- გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნე ბე­რი­ძემ.

გარ­და ამი­სა, ბე­რი­ძემ სი­ტყვე­ბის - "უცხო­უ­რი“; "ძალა“; "ინ­ტე­რე­სე­ბი“; "გამ­ტა­რე­ბე­ლი“ , მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"სი­ტყვა "უცხო­უ­რი“ უფრო ნე­იტ­რა­ლუ­რია, ვიდ­რე "უცხო“. "ძალა“ არ არის ნე­იტ­რა­ლუ­რი, მის მნიშ­ვნე­ლო­ბებ­ში ჭარ­ბობს უარ­ყო­ფი­თი, "ინ­ტე­რე­სე­ბის“ ორი მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან ეს სა­თა­უ­რი ააქ­ტი­უ­რებს მის უარ­ყო­ფით მნიშ­ვნე­ლო­ბას. "გამ­ტა­რე­ბე­ლი“ ისე­დაც არ არის ნე­იტ­რა­ლუ­რი, რად­გან კა­უ­ზა­ლურ ში­ნა­არს შე­ი­ცავს. მას ისე­დაც ჰქონ­და უარ­ყო­ფი­თი დატ­ვირ­თვა, ხოლო იმის გამო, რომ ის გახ­და "აგენ­ტის“ სი­ნო­ნი­მუ­რი, მან ეს კი­დევ დატ­ვირ­თა“,- გა­ნა­ცხა­და ბე­რი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"სიტყვა "გამტარებელი“ ფაქტობრივად გავასინონიმეთ "აგენტთან“ - ეჭვი მაქვს, სამუდამოდ დარჩა სიტყვა "გამტარებელს“ "აგენტის“ დაღი" - ენათმეცნიერი

"სიტყვა "გამტარებელი“ ფაქტობრივად გავასინონიმეთ "აგენტთან“ - ეჭვი მაქვს, სამუდამოდ დარჩა სიტყვა "გამტარებელს“ "აგენტის“ დაღი" - ენათმეცნიერი

სიტყვა "გამტარებელი“ ფაქტობრივად გავასინონიმეთ "აგენტთან“ ასეთი მარტივი, მექანიკური ჩანაცვლებით - ვერანაირი მექანიკური ჩანაცვლება ვერ შეცვლის შინაარს,- ამის შესახებ ენათმეცნიერმა, მარინე ბერიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელებს განიხილავენ.

მისი თქმით, სიტყვა "აგენტი“ კანონიდან ამოღებულია, მაგრამ ის კანონის ირგვლივ გამართულ დისკურსში დარჩა.

"სიტყვა "აგენტი“ კანონიდან ამოვიღეთ, მაგრამ დარჩა კანონის ირგვლივ გამართულ დისკურსში. კიდევ უფრო მეტი ცუდი საქმე გააკეთა ამ ტერმინმა, "აგენტმა“: სიტყვა "გამტარებელს“, შეიძლებოდა რაღაცნაირად შეენარჩუნებინა ნეიტრალურობის წონასწორობა, მაგრამ ფაქტობრივად ჩვენ ის გავასინონიმეთ "აგენტთან“ ასეთი მარტივი, მექანიკური ჩანაცვლებით. ვერანაირი მექანიკური ჩანაცვლება ვერ შეცვლის შინაარსს. პოლიტიკურ მოსაზრებას კი არ გამოვთქვამ. ჩვენი ნება არაა, რას ავსახავთ და რას არა ენაში. ეჭვი მაქვს, სამუდამოდ დარჩა სიტყვა "გამტარებელს“ "აგენტის“ დაღი“,- განაცხადა მარინე ბერიძემ.

გარდა ამისა, ბერიძემ სიტყვების - "უცხოური“; "ძალა“; "ინტერესები“; "გამტარებელი“ , მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"სიტყვა "უცხოური“ უფრო ნეიტრალურია, ვიდრე "უცხო“. "ძალა“ არ არის ნეიტრალური, მის მნიშვნელობებში ჭარბობს უარყოფითი, "ინტერესების“ ორი მნიშვნელობიდან ეს სათაური ააქტიურებს მის უარყოფით მნიშვნელობას. "გამტარებელი“ ისედაც არ არის ნეიტრალური, რადგან კაუზალურ შინაარს შეიცავს. მას ისედაც ჰქონდა უარყოფითი დატვირთვა, ხოლო იმის გამო, რომ ის გახდა "აგენტის“ სინონიმური, მან ეს კიდევ დატვირთა“,- განაცხადა ბერიძემ.