მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
პოლიტიკა
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
F-16-ის კატასტროფის შემდეგ, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა
F-16-ის კატასტროფის შემდეგ, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, - ამის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ნი­კო­ლაი ოლეშ­ჩუ­კი უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2021 წლის აგ­ვის­ტო­დან იკა­ვებ­და.

რო­გორც წესი, პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბა­ში გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის.

  • ამას­თან, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც უკ­რა­ი­ნის­თვის მებ­რძოლ ყვე­ლა მფრი­ნავს, ინ­ჟი­ნერს, სა­ხან­ძრო ჯგუ­ფე­ბი­სა და სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ჯა­რის­კა­ცებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"ეს ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­მე­თა­უ­რო დო­ნე­ზე, ჩვენ უნდა გავძლი­ერ­დეთ და ხალ­ხს გა­ვუფრ­თხილ­დეთ, პერ­სო­ნალ­ზე ვიზ­რუ­ნოთ, ყვე­ლა ჩვენს ჯა­რის­კაცს გა­ვუფრ­თხილ­დეთ“, - აღ­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ, უკ­რა­ი­ნის გენშტაბ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ 26 აგ­ვის­ტოს რუ­სე­თის მხრი­დან სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბი­სას F-16 ტი­პის მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნავ­მა კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და და მფრი­ნა­ვი და­ი­ღუ­პა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

F-16-ის კატასტროფის შემდეგ, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

F-16-ის კატასტროფის შემდეგ, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ნიკოლაი ოლეშჩუკი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურის თანამდებობას 2021 წლის აგვისტოდან იკავებდა.

როგორც წესი, პრეზიდენტის ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზები მითითებული არ არის.

  • ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უკრაინისთვის მებრძოლ ყველა მფრინავს, ინჟინერს, სახანძრო ჯგუფებისა და საჰაერო თავდაცვის ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა.

"ეს ასევე აუცილებელია სამეთაურო დონეზე, ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და ხალხს გავუფრთხილდეთ, პერსონალზე ვიზრუნოთ, ყველა ჩვენს ჯარისკაცს გავუფრთხილდეთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, გუშინ, უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა, რომ 26 აგვისტოს რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და მფრინავი დაიღუპა.