Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც 17 წლის შვილს აიძულებდა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერვე შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო - პროკურატურა
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც 17 წლის შვილს აიძულებდა,  საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერვე შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო - პროკურატურა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის ფაქ­ტზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მა­მას ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი, გენ­დერუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, 17 წლის შვილს აი­ძუ­ლებ­და, რომ სა­კუ­თა­რი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, მის მი­ერ­ვე შერ­ჩე­ულ მა­მა­კაც­ზე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყო. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას შე­ე­ცა­და.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 28 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 150 პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 2-დან 4 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც 17 წლის შვილს აიძულებდა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერვე შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო - პროკურატურა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც 17 წლის შვილს აიძულებდა,  საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერვე შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების ფაქტზე დაზარალებულის მამას ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, 17 წლის შვილს აიძულებდა, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერვე შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო. დაზარალებული ქორწინებისგან თავის არიდების მიზნით ქვეყნის დატოვებას შეეცადა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 150 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.