Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მწერალი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა - ფრანც კაფკას ფენომენი ლიტერატურაში
მწერალი, რომელმაც  წარუშლელი კვალი დატოვა - ფრანც კაფკას ფენომენი ლიტერატურაში

გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი მწე­რა­ლი და ნო­ვე­ლის­ტი პრა­ღი­დან, რო­მელ­მაც მე-20 სა­უ­კუ­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა ეს ფრანც კაფ­კაა, ალ­ბერ კა­მი­უს, მი­ლან კუნ­დერა­სა და გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კე­სის რჩე­უ­ლი ავ­ტო­რი.

მისი შე­მოქ­მე­დე­ბა გა­ჯე­რე­ბუ­ლია ფან­ტას­ტი­კი­სა და რე­ა­ლიზ­მის ელე­მენ­ტე­ბით, მთა­ვა­რი გმი­რე­ბი კი რო­გორც წესი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი პრო­ტა­გო­ნის­ტე­ბი არი­ან. მათ­თვის გა­უ­საძ­ლი­სია თა­ვი­ან­თი მდგო­მა­რე­ო­ბა, თუმ­ცა ვე­რა­ფერს ცვლი­ან და ეგუ­ე­ბი­ან.

კაფ­კას პერ­სო­ნა­ჟებს ტან­ჯავთ ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი კრი­ზი­სი, დამ­ნა­შა­ვის ფსი­ქო­ლო­გია, მარ­ტო­ო­ბა და აბ­სურ­დუ­ლო­ბა, რაც კარ­გად არის ასა­ხუ­ლი მის „მე­ტა­მორ­ფო­ზა­ში“. ინ­გლი­სურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არ­სე­ბობს ასე­თი ტერ­მი­ნიც - Kafkaesque, რაც აბ­სურ­დუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კაფ­კა­სე­ულ აღ­წე­რას გუ­ლის­ხმობს.

ვინ იყო ფრანც კაფ­კა?

თუ პრა­ღა­ში ერთხელ მა­ინც მოხ­ვედ­რილ­ხართ, ფრანც კაფ­კას მი­მართ ჩე­ხე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას შე­ამ­ჩნევ­დით. ავ­ტორს აქ გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს მი­ა­გე­ბენ. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში, მდი­ნა­რე ვლტა­ვას სა­ნა­პი­რო­ზე სე­ირ­ნო­ბი­სას არ წა­ა­წყდეთ კაფ­კას სახლ-მუ­ზე­უმს, რო­მე­ლიც მწერ­ლის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს. თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­ში, „კაფ­კას თავი“ კი, რო­მე­ლიც ათა­სო­ბით ნა­წი­ლად იშ­ლე­ბა და შემ­დეგ ერ­თდე­ბა, ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ავ­ტორს ჩე­ხე­თის და ზო­გა­დად ევ­რო­პის­თვის.

ფრანც კაფ­კა 1883 წელს გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვან ებ­რა­ულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. იმ პე­რი­ოდ­ში პრა­ღა ავ­სტრია-უნ­გრე­თის იმ­პე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მყო­ფი ბო­ჰე­მი­ის სა­მე­ფოს დე­და­ქა­ლა­ქი იყო. კაფ­კამ მი­ი­ღო იუ­რის­ტის გა­ნათ­ლე­ბა და და­საქმდა და­სა­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ა­ში, რის გა­მოც წე­რას სა­სურ­ველ დროს ვე­ღარ უთ­მობ­და. მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მწე­რალ­მა ათა­სო­ბით წე­რი­ლი მის­წე­რა ოჯახ­სა და უახ­ლო­ეს მე­გობ­რებს, მათ შო­რის მა­მას, რო­მელ­თა­ნაც ფორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

არას­დროს და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რამ­დენ­ჯერ­მე იყო და­ნიშ­ნუ­ლი. მწე­რა­ლი მთელს თა­ვი­სუ­ფალ დროს წე­რას უთ­მობ­და, ნო­ვე­ლე­ბის შექ­მნა­ში ხან­და­ხან ღა­მე­ებ­საც ათე­ნებ­და ხოლ­მე. სამ­წუ­ხა­როდ, მწე­რალს არ სჯე­რო­და, რომ მის შე­მოქ­მე­დე­ბას მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და, ამი­ტომ ნა­მუ­შევ­რე­ბის 90% თა­ვად დაწ­ვა, ხოლო ნა­წი­ლი და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში მწერ­ლის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ნა­წარ­მო­ე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა, მათ შო­რის იყო „მე­ტა­მორ­ფო­ზა“, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ჟურ­ნალ­ში და­ი­ბეჭ­და და იმ პე­რი­ო­დის­თვის მკი­თხვე­ლის დიდი ყუ­რა­დღე­ბა ვერ და­იმ­სა­ხუ­რა.

1917 წელს კაფ­კას ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, რის გა­მოც რამ­დე­ნი­მე თვით სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და ბო­ჰე­მი­ის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, სა­დაც მისი და ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და. მწე­რა­ლი აქ თავს იმ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­და, რომ ეს პე­რი­ო­დი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო ეტა­პად შე­ა­ფა­სა, შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო.

მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მწე­რა­ლი ფიქ­რობ­და, რომ ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მენ­ტა­ლუ­რად და ფი­ზი­კუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, თუმ­ცა­ღა მისი თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბის გად­მო­ცე­მით, კაფ­კა გა­მო­ირ­ჩე­ო­და გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლო­ბი­თა და იუ­მო­რის გრძნო­ბით.

ფრანც კაფ­კას შე­ხე­დუ­ლე­ბებს ყვე­ლა­ზე მე­ტად სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გია ემ­თხვე­ო­და. პირ­ველ მსოფ­ლიო ომამ­დე მწე­რა­ლი ჩეხი ანარ­ქის­ტე­ბის შეკ­რე­ბებს ეს­წრე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვის ჩა­ნა­წე­რებ­ში ის სიმ­პა­თი­ას გა­მო­ხა­ტავ­და სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სი­ო­ნიზ­მის მი­მართ. თუმ­ცა­ღა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მწე­რა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რად პა­სი­უ­რი იყო.

ფრანც კაფ­კა 1924 წელს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის გარ­თუ­ლე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. მისი ნაშ­რო­მე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­ჯა­რო მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გახ­და.

კაფ­კას ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ნა­წარ­მო­ე­ბია „პრო­ცე­სი“, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 1925 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა, თუმ­ცა 1914-1915 წლებ­შია და­წე­რი­ლი. რო­მა­ნი მოგ­ვი­თხრობს კაც­ზე, რო­მე­ლიც და­უდ­გე­ნელ­მა ორ­გა­ნომ და­ა­კა­ვა და და­სა­ჯა. მისი ბრა­ლის დად­გე­ნა უჭირს მკი­თხველ­საც. კაფ­კა სი­უ­რრე­ა­ლის­ტუ­რად მოგ­ვი­თხრობს მთა­ვა­რი გმი­რის ცხოვ­რე­ბას, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან შე­იძ­ლე­ბა ჰგავ­დეს ჩვენ­სას.

„პრო­ცე­სი“ ერთ-ერთი წიგ­ნია მათ შო­რის, რო­მე­ლიც წა­კი­თხუ­ლი უნდა გქონ­დეს სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ. „პა­ლიტ­რა L-ის“ ამა­ვე და­სა­ხე­ლე­ბის ახალ პრო­ექ­ტშიც სწო­რედ ამი­ტომ შე­იყ­ვა­ნა მკი­თხველ­მა. „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“, წი­ნა­მორ­ბე­დი პრო­ექ­ტის გაგ­რძე­ლე­ბაა და აერ­თი­ა­ნებს ისეთ წიგ­ნებს, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე დიდი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა.

წიგ­ნის ახა­ლი გა­მო­ცე­მა უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც „ბიბ­ლუს­ში“, ასე­ვე ონ­ლა­ინ, ვებგ­ვერ­დზე www.palitral.ge.

„პრო­ცე­სი“ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წარ­მო­ე­ბია, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის გა­უ­ცხო­ე­ბი­სა და ავად­მყო­ფო­ბის, და­ნა­შა­უ­ლის გან­ცდი­სა და შფოთვის, აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბე­ბი­სა და ტან­ჯვის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას

მწერალი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა - ფრანც კაფკას ფენომენი ლიტერატურაში

მწერალი, რომელმაც  წარუშლელი კვალი დატოვა - ფრანც კაფკას ფენომენი ლიტერატურაში

გერმანულენოვანი მწერალი და ნოველისტი პრაღიდან, რომელმაც მე-20 საუკუნის ლიტერატურაზე წარუშლელი კვალი დატოვა ეს ფრანც კაფკაა, ალბერ კამიუს, მილან კუნდერასა და გაბრიელ გარსია მარკესის რჩეული ავტორი.

მისი შემოქმედება გაჯერებულია ფანტასტიკისა და რეალიზმის ელემენტებით, მთავარი გმირები კი როგორც წესი, საზოგადოებისგან იზოლირებული პროტაგონისტები არიან. მათთვის გაუსაძლისია თავიანთი მდგომარეობა, თუმცა ვერაფერს ცვლიან და ეგუებიან.

კაფკას პერსონაჟებს ტანჯავთ ეგზისტენციალური კრიზისი, დამნაშავის ფსიქოლოგია, მარტოობა და აბსურდულობა, რაც კარგად არის ასახული მის „მეტამორფოზაში“. ინგლისურ ლიტერატურაში არსებობს ასეთი ტერმინიც - Kafkaesque, რაც აბსურდული სიტუაციების კაფკასეულ აღწერას გულისხმობს.

ვინ იყო ფრანც კაფკა?

თუ პრაღაში ერთხელ მაინც მოხვედრილხართ, ფრანც კაფკას მიმართ ჩეხების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას შეამჩნევდით. ავტორს აქ განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. შეუძლებელია, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ვლტავას სანაპიროზე სეირნობისას არ წააწყდეთ კაფკას სახლ-მუზეუმს, რომელიც მწერლის ცხოვრების შესახებ გვიამბობს. თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში, „კაფკას თავი“ კი, რომელიც ათასობით ნაწილად იშლება და შემდეგ ერთდება, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ავტორს ჩეხეთის და ზოგადად ევროპისთვის.

ფრანც კაფკა 1883 წელს გერმანულენოვან ებრაულ ოჯახში დაიბადა. იმ პერიოდში პრაღა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ბოჰემიის სამეფოს დედაქალაქი იყო. კაფკამ მიიღო იურისტის განათლება და დასაქმდა დასაზღვევო კომპანიაში, რის გამოც წერას სასურველ დროს ვეღარ უთმობდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში მწერალმა ათასობით წერილი მისწერა ოჯახსა და უახლოეს მეგობრებს, მათ შორის მამას, რომელთანაც ფორმალური ურთიერთობა ჰქონდა.

არასდროს დაქორწინებულა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე იყო დანიშნული. მწერალი მთელს თავისუფალ დროს წერას უთმობდა, ნოველების შექმნაში ხანდახან ღამეებსაც ათენებდა ხოლმე. სამწუხაროდ, მწერალს არ სჯეროდა, რომ მის შემოქმედებას მაღალმხატვრული ღირებულება ჰქონდა, ამიტომ ნამუშევრების 90% თავად დაწვა, ხოლო ნაწილი დაკარგულად მიიჩნევა.

სიცოცხლის განმავლობაში მწერლის მხოლოდ რამდენიმე ნაწარმოები გამოქვეყნდა, მათ შორის იყო „მეტამორფოზა“, რომელიც ადგილობრივ ლიტერატურულ ჟურნალში დაიბეჭდა და იმ პერიოდისთვის მკითხველის დიდი ყურადღება ვერ დაიმსახურა.

1917 წელს კაფკას ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც რამდენიმე თვით საცხოვრებლად გადავიდა ბოჰემიის ერთ-ერთ სოფელში, სადაც მისი და ცხოვრობდა და მუშაობდა. მწერალი აქ თავს იმდენად კომფორტულად გრძნობდა, რომ ეს პერიოდი თავისი ცხოვრების საუკეთესო ეტაპად შეაფასა, შეიძლება იმიტომ, რომ პასუხისმგებლობებისგან თავისუფალი იყო.

მთელი ცხოვრების განმავლობაში მწერალი ფიქრობდა, რომ ის საზოგადოებისთვის მენტალურად და ფიზიკურად მიუღებელი იყო, თუმცაღა მისი თანამედროვეების გადმოცემით, კაფკა გამოირჩეოდა გონებამახვილობითა და იუმორის გრძნობით.

ფრანც კაფკას შეხედულებებს ყველაზე მეტად სოციალისტური იდეოლოგია ემთხვეოდა. პირველ მსოფლიო ომამდე მწერალი ჩეხი ანარქისტების შეკრებებს ესწრებოდა. მოგვიანებით თავის ჩანაწერებში ის სიმპათიას გამოხატავდა სოციალისტური სიონიზმის მიმართ. თუმცაღა საბოლოო ჯამში, მწერალი პოლიტიკურად პასიური იყო.

ფრანც კაფკა 1924 წელს ტუბერკულოზის გართულებით გარდაიცვალა. მისი ნაშრომების უმეტესობა საჯარო მხოლოდ ამის შემდეგ გახდა.

კაფკას ერთ-ერთი უმთავრესი ნაწარმოებია „პროცესი“, რომელიც პირველად 1925 წელს გამოქვეყნდა, თუმცა 1914-1915 წლებშია დაწერილი. რომანი მოგვითხრობს კაცზე, რომელიც დაუდგენელმა ორგანომ დააკავა და დასაჯა. მისი ბრალის დადგენა უჭირს მკითხველსაც. კაფკა სიურრეალისტურად მოგვითხრობს მთავარი გმირის ცხოვრებას, რომელიც ამავდროულად, ძალიან შეიძლება ჰგავდეს ჩვენსას.

„პროცესი“ ერთ-ერთი წიგნია მათ შორის, რომელიც წაკითხული უნდა გქონდეს სანამ ცოცხალი ხარ. „პალიტრა L-ის“ ამავე დასახელების ახალ პროექტშიც სწორედ ამიტომ შეიყვანა მკითხველმა. „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, წინამორბედი პროექტის გაგრძელებაა და აერთიანებს ისეთ წიგნებს, რომელმაც საზოგადოებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.

წიგნის ახალი გამოცემა უკვე ხელმისაწვდომია შეძენა შესაძლებელია როგორც „ბიბლუსში“, ასევე ონლაინ, ვებგვერდზე www.palitral.ge.

„პროცესი“ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია, რომელიც ადამიანის გაუცხოებისა და ავადმყოფობის, დანაშაულის განცდისა და შფოთვის, აუხდენელი ოცნებებისა და ტანჯვის შესახებ გვიამბობს.