მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
პოლიტიკა
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოები "ტელეგრამის“ დამფუძნებლის ძმასაც ეძებენ - Politico
საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოები "ტელეგრამის“ დამფუძნებლის ძმასაც ეძებენ - Politico

საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი „ტე­ლეგ­რა­მის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის ძმა­საც ეძე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Politico საფ­რან­გე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ დო­კუ­მენტზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც გა­მო­ცე­მამ მო­ი­პო­ვა.

Politico-ს ცნო­ბით, საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ებ­მა „ტე­ლეგ­რა­მის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, პა­ველ დუ­რო­ვი­სა და თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლის, მისი ძმის, ნი­კო­ლა­ის და­კა­ვე­ბის ორ­დე­რე­ბი მარ­ტში გა­მოს­ცეს.

დო­კუ­მენ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ „ტე­ლეგ­რამ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით საფ­რან­გე­თის მიერ სა­ი­დუმ­ლოდ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა იმა­ზე უფრო ვრცე­ლია და იმა­ზე უფრო ადრე და­ი­წყო, ვიდ­რე აქამ­დე ცნო­ბი­ლი იყო.

საქ­მე ბავ­შვებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე „ტე­ლეგ­რა­მის“ მიერ უა­რის თქმას ეხე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, „ტე­ლეგ­რა­მის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, პა­ველ დუ­რო­ვი საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ამ პა­რი­ზის აე­რო­პორ­ტში შა­ბათს ღა­მით და­ა­კა­ვა. პლატ­ფორ­მა „ტე­ლეგ­რამ­მა“ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ პა­ველ დუ­როვს და­სა­მა­ლი არა­ფე­რი აქვს და კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას შე­ე­სა­ბა­მე­ბა. საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, დუ­რო­ვის და­კა­ვე­ბა პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ წარ­მო­ად­გენს და მისი და­კა­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მოხ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოები "ტელეგრამის“ დამფუძნებლის ძმასაც ეძებენ - Politico

საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოები "ტელეგრამის“ დამფუძნებლის ძმასაც ეძებენ - Politico

საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოები „ტელეგრამის“ დამფუძნებლის ძმასაც ეძებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico საფრანგეთის ადმინისტრაციულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც გამოცემამ მოიპოვა.

Politico-ს ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოებმა „ტელეგრამის“ აღმასრულებელი დირექტორის, პაველ დუროვისა და თანადამფუძნებლის, მისი ძმის, ნიკოლაის დაკავების ორდერები მარტში გამოსცეს.

დოკუმენტში მითითებულია, რომ „ტელეგრამთან“ დაკავშირებით საფრანგეთის მიერ საიდუმლოდ ჩატარებული გამოძიება იმაზე უფრო ვრცელია და იმაზე უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე აქამდე ცნობილი იყო.

საქმე ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოძიების შესახებ საფრანგეთის პოლიციასთან თანამშრომლობაზე „ტელეგრამის“ მიერ უარის თქმას ეხება.

შეგახსენებთ, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში შაბათს ღამით დააკავა. პლატფორმა „ტელეგრამმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პაველ დუროვს დასამალი არაფერი აქვს და კომპანიის საქმიანობა ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, დუროვის დაკავება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს და მისი დაკავება მიმდინარე სასამართლო გამოძიების ფარგლებში მოხდა.