Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილმა მოინდომა ერთადერთი, მის სრულ კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტის განადგურება - მას შეეძლება დანიშნოს და გაათავისუფლოს პატრიარქი" - მიხეილ სააკაშვილი
"ივანიშვილმა მოინდომა ერთადერთი, მის სრულ კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტის განადგურება - მას შეეძლება დანიშნოს და გაათავისუფლოს პატრიარქი" - მიხეილ სააკაშვილი

"ივა­ნიშ­ვილ­მა მო­ინ­დო­მა ერ­თა­დერ­თი, მის სრულ კონ­ტროლს მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ინ­სტი­ტუ­ტის გა­ნად­გუ­რე­ბა - მას შე­ეძ­ლე­ბა და­ნიშ­ნოს და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს პატ­რი­არ­ქი, ეპის­კო­პო­სე­ბი, სუს-ის კონ­ტრო­ლის ქვეშ შე­იყ­ვა­ნოს წმინ­და­თა წმინ­და - ზი­ა­რე­ბა"" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც ეხ­მა­უ­რე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გეგ­მა­ზე.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა „ეკ­ლე­სი­ის ან­ტიქ­რის­ტე­სათ­ვის გა­და­ცე­მა“.

მი­სი­ვე თქმით, ამ ნა­ბი­ჯით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ცდი­ლობს გა­და­ფა­როს არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცეს­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ჩა­მორ­ჩე­ნა.

„ივა­ნიშ­ვილ­მა მო­ინ­დო­მა ერ­თა­დერ­თი, მის სრულ კონ­ტროლს მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ინ­სტი­ტუ­ტის გა­ნად­გუ­რე­ბა. საქ­მე ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას.

მან გა­ნიზ­რა­ხა სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბა. ეს კი ნიშ­ნავს, რომ მას შე­ეძ­ლე­ბა და­ნიშ­ნოს და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს პატ­რი­არ­ქი, ეპის­კო­პო­სე­ბი, სუს-ის კონ­ტრო­ლის ქვეშ შე­იყ­ვა­ნოს წმინ­და­თა წმინ­და - ზი­ა­რე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღემ­დეც უს­მენ­დნენ და უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ პატ­რი­არ­ქსაც და მთელს სამ­ღვდე­ლო­ე­ბას, ასე­თი რამ ფორ­მა­ლუ­რად პუ­ტი­ნის რუ­სეთ­შიც არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. თუმ­ცა, ნა­თე­ლია, რომ ეს მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მა, სწო­რედ რუ­სე­თი­დან არის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი.

თუ, მა­გა­ლი­თად, ზი­ა­რე­ბი­სას ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თქვენ არ ეთან­ხმე­ბით ივა­ნიშ­ვილს, თქვენ შე­იძ­ლე­ბა განგკვე­თონ.

გა­ვი­ფიქ­რე, რომ ეს იყო უკა­ნას­კნე­ლი წვე­თი, რო­მელ­საც მთე­ლი ერის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა უნდა გა­მო­ეწ­ვია და მე ამის დიდი იმე­დი მქონ­და, რად­გან ვფიქ­რობ, რომ არა მარ­ტო სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ეკ­ლე­სი­ა­შიც არი­ან მო­უს­ყიდ­ვე­ლი, პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ დათ­მო­ბენ პრინ­ცი­პებს და არ გა­ა­თე­ლი­ნე­ბენ ეკ­ლე­სი­ას დიქ­ტა­ტორს.

მე, რო­მელ­მაც კარ­გად ვიცი, რო­გორ ეჯავ­რე­ბა ივა­ნიშ­ვილს ეკ­ლე­სია, ვხვდე­ბი, რომ ეს არის დედა ეკ­ლე­სი­ის ან­ტიქ­რის­ტე­სათ­ვის გა­და­ცე­მა. ეს არის მის ჩა­ნა­ფიქ­რებ­ში ყვე­ლა­ზე მზაკ­ვრუ­ლი იდეა.

ეს ნიშ­ნავს ეკ­ლე­სი­ის რე­ი­დე­რულ მი­ტა­ცე­ბას. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც მე მეს­მის, სა­პატ­რი­არ­ქო მტკი­ცედ არის ეკ­ლე­სი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დაც­ვის პო­ზი­ცი­ა­ზე. პატ­რი­არ­ქს, რო­მელ­მაც კარ­გად იცის, რა იყო საბ­ჭო­თა დიქ­ტა­ტუ­რა, შე­უძ­ლე­ბე­ლია იქ დაბ­რუ­ნე­ბა უნ­დო­დეს.

ამას ვამ­ბობ მე, მორ­წმუ­ნე ქრის­ტი­ა­ნი, რო­მელ­მაც შე­მო­ვი­ტა­ნე ხუთ­ჯვრი­ა­ნი დრო­შა, აღ­ვად­გი­ნე ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი, ისე­ვე, რო­გორც არა­ერ­თი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტე­რი. მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გავ­ზარ­დე ეკ­ლე­სი­ის და­ფი­ნან­სე­ბა და ავ­ტო­რი­ტე­ტი, რის­თვი­საც არა­ერ­თხელ კრი­ტი­კაც მი­მი­ღია, მაგ­რამ არა­სო­დეს მი­ნა­ნია. იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბი­სას, ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ხელი მო­ვა­წე­რეთ კონ­კორ­დატს პატ­რი­არ­ქთან ერ­თად.

თა­ვი­სი ნა­ბი­ჯით ივა­ნიშ­ვი­ლი ცდი­ლობს გა­და­ფა­როს არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცეს­ში მისი პარ­ტი­ის ჩა­მორ­ჩე­ნა ოპო­ზი­ცი­ას­თან შე­და­რე­ბით.

მისი აზ­რით, ალ­ბათ შე­იქ­მნე­ბა ეკ­ლე­სი­ის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და სურს და­ნიშ­ნოს "თა­ვი­სი კაცი", რო­მე­ლიც გა­ა­კონ­ტრო­ლებს ეკ­ლე­სი­ას. რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში ასეთ თა­ნამ­დე­ბო­ბას ეწო­დე­ბო­და ობერ-პრო­კუ­რო­რი, აქ ალ­ბათ იქ­ნე­ბა "ჭორ­ვი­ლე­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლი“.

ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რა სა­ჭი­როა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა და 60%-ზე სა­უ­ბა­რი - ბა­რემ პლე­ბის­ცი­ტი ჩა­ა­ტა­როს და გა­მოჩ­ნდე­ბა, თუ რამ­დე­ნია ამ უგუ­ნუ­რი და მავ­ნებ­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მომ­ხრე ქვე­ყა­ნა­ში.

ამ კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერ­თი­ა­ნო­ბა და სიმ­ტკი­ცე! ეს არის გა­მარ­ჯვე­ბის გზა. დროა გა­მოვ­ფხიზ­ლდეთ!“, - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვის წე­რილ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ივანიშვილმა მოინდომა ერთადერთი, მის სრულ კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტის განადგურება - მას შეეძლება დანიშნოს და გაათავისუფლოს პატრიარქი" - მიხეილ სააკაშვილი

"ივანიშვილმა მოინდომა ერთადერთი, მის სრულ კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტის განადგურება - მას შეეძლება დანიშნოს და გაათავისუფლოს პატრიარქი" - მიხეილ სააკაშვილი

"ივანიშვილმა მოინდომა ერთადერთი, მის სრულ კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტის განადგურება - მას შეეძლება დანიშნოს და გაათავისუფლოს პატრიარქი, ეპისკოპოსები, სუს-ის კონტროლის ქვეშ შეიყვანოს წმინდათა წმინდა - ზიარება",, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების გეგმაზე.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მსგავსი გადაწყვეტილება იქნება „ეკლესიის ანტიქრისტესათვის გადაცემა“.

მისივე თქმით, ამ ნაბიჯით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს გადაფაროს არჩევნების პროცესში „ქართული ოცნების“ ჩამორჩენა.

„ივანიშვილმა მოინდომა ერთადერთი, მის სრულ კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტის განადგურება. საქმე ეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

მან განიზრახა საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ეს კი ნიშნავს, რომ მას შეეძლება დანიშნოს და გაათავისუფლოს პატრიარქი, ეპისკოპოსები, სუს-ის კონტროლის ქვეშ შეიყვანოს წმინდათა წმინდა - ზიარება.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდეც უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ პატრიარქსაც და მთელს სამღვდელოებას, ასეთი რამ ფორმალურად პუტინის რუსეთშიც არ გაუკეთებიათ. თუმცა, ნათელია, რომ ეს მზაკვრული გეგმა, სწორედ რუსეთიდან არის გამოგზავნილი.

თუ, მაგალითად, ზიარებისას ცნობილი გახდა, რომ თქვენ არ ეთანხმებით ივანიშვილს, თქვენ შეიძლება განგკვეთონ.

გავიფიქრე, რომ ეს იყო უკანასკნელი წვეთი, რომელსაც მთელი ერის წინააღმდეგობა უნდა გამოეწვია და მე ამის დიდი იმედი მქონდა, რადგან ვფიქრობ, რომ არა მარტო სამოქალაქო საზოგადოებაში, ეკლესიაშიც არიან მოუსყიდველი, პატრიოტი ადამიანები, რომლებიც არ დათმობენ პრინციპებს და არ გაათელინებენ ეკლესიას დიქტატორს.

მე, რომელმაც კარგად ვიცი, როგორ ეჯავრება ივანიშვილს ეკლესია, ვხვდები, რომ ეს არის დედა ეკლესიის ანტიქრისტესათვის გადაცემა. ეს არის მის ჩანაფიქრებში ყველაზე მზაკვრული იდეა.

ეს ნიშნავს ეკლესიის რეიდერულ მიტაცებას. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მე მესმის, საპატრიარქო მტკიცედ არის ეკლესიის დამოუკიდებლობის დაცვის პოზიციაზე. პატრიარქს, რომელმაც კარგად იცის, რა იყო საბჭოთა დიქტატურა, შეუძლებელია იქ დაბრუნება უნდოდეს.

ამას ვამბობ მე, მორწმუნე ქრისტიანი, რომელმაც შემოვიტანე ხუთჯვრიანი დროშა, აღვადგინე ბაგრატის ტაძარი, ისევე, როგორც არაერთი ეკლესია-მონასტერი. მნიშვნელოვნად გავზარდე ეკლესიის დაფინანსება და ავტორიტეტი, რისთვისაც არაერთხელ კრიტიკაც მიმიღია, მაგრამ არასოდეს მინანია. იუსტიციის მინისტრობისას, ჩემი ინიციატივით, ხელი მოვაწერეთ კონკორდატს პატრიარქთან ერთად.

თავისი ნაბიჯით ივანიშვილი ცდილობს გადაფაროს არჩევნების პროცესში მისი პარტიის ჩამორჩენა ოპოზიციასთან შედარებით.

მისი აზრით, ალბათ შეიქმნება ეკლესიის საქმეთა სამინისტრო და სურს დანიშნოს "თავისი კაცი", რომელიც გააკონტროლებს ეკლესიას. რუსეთის იმპერიაში ასეთ თანამდებობას ეწოდებოდა ობერ-პროკურორი, აქ ალბათ იქნება ,,ჭორვილელი ზედამხედველი“.

ასეთ სიტუაციაში რა საჭიროა კონსტიტუციური უმრავლესობა და 60%-ზე საუბარი - ბარემ პლებისციტი ჩაატაროს და გამოჩნდება, თუ რამდენია ამ უგუნური და მავნებლური გადაწყვეტილების მომხრე ქვეყანაში.

ამ კრიტიკულ მომენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთიანობა და სიმტკიცე! ეს არის გამარჯვების გზა. დროა გამოვფხიზლდეთ!“, - წერს სააკაშვილი თავის წერილში.