Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემზარავი, სამმაგი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი და ვინ არიან გარდაცვლილები - "ბრალდებულმა მეუღლე და თავისი ორი მეგობარი მოკლა"
შემზარავი, სამმაგი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი და ვინ არიან გარდაცვლილები -  "ბრალდებულმა მეუღლე და თავისი ორი მეგობარი მოკლა"

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახა­შენ­ში მომ­ხდარ სამ­მა­გი მკვლე­ლო­ბის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვეა ზვი­ად ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მე­უღ­ლე და ორი მე­გო­ბა­რი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტა.

სო­ფელ­ში ყვე­ბი­ან, რომ მა­მა­კა­ცი ხში­რად ეჭ­ვი­ა­ნობ­და და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლიც იყო.

"დი­ლით ვნა­ხე ყვე­ლა ერ­თად. სახ­ლში რე­მონ­ტი ჰქონ­დათ, აბა­ზა­ნას არე­მონ­ტებ­დნენ. ხე­ლო­სა­ნიც მისი მე­გო­ბა­რი იყო.

ფიქ­რია დი­ლას ჩა­მო­ვი­და. შუ­ა­დღეს ჩემ­მა მე­უღ­ლემ ნახა, რომ მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მა­გათ სახ­ლში ხე­ლოს­ნად მუ­შა­ობ­და, გარ­დაც­ვი­ლი იყო აბა­ზა­ნა­ში, მე­უღ­ლის ძებ­ნა და­ვი­წყეთ და ის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში იყო, ისიც გარ­დაც­ვლი­ლი. მერე გა­ვი­გეთ, რომ კი­დევ ერთი იპო­ვეს მოკ­ლუ­ლი, ისიც ამი­სი მე­გო­ბა­რი.

ხში­რად ეჭ­ვი­ა­ნობ­და ცო­ლის მი­მართ, არა­და, ისე­თი კარ­გი გოგო იყო..

დღეს რა მოხ­და, ზუს­ტად არა­ფე­რი ვი­ცით... ამ­ბო­ბენ თა­ვა­დაც თავი მო­იკ­ლაო, მაგ­რამ ჯერ არა­ფე­რი ვი­ცით. შოკ­ში ვართ ყვე­ლა. ორი შვი­ლი დარ­ჩათ", - ამ­ბობს მე­ზო­ბე­ლი.

მოკ­ლუ­ლე­ბია: ფიქ­რია უღუ­ლაშ­ვი­ლი, მალ­ხაზ მა­მი­საშ­ვი­ლი, როინ კო­ბი­აშ­ვი­ლი.

მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, პო­ლი­ცია ახლა სამ ლო­კა­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

შემზარავი, სამმაგი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი და ვინ არიან გარდაცვლილები - "ბრალდებულმა მეუღლე და თავისი ორი მეგობარი მოკლა"

შემზარავი, სამმაგი მკვლელობის რა დეტალები ხდება ცნობილი და ვინ არიან გარდაცვლილები -  "ბრალდებულმა მეუღლე და თავისი ორი მეგობარი მოკლა"

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ სამმაგი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ადგილობრივების თქმით, სავარაუდო დამნაშავეა ზვიად ზურაბაშვილი, რომელმაც მეუღლე და ორი მეგობარი სასიკვდილოდ გაიმეტა.

სოფელში ყვებიან, რომ მამაკაცი ხშირად ეჭვიანობდა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულიც იყო.

"დილით ვნახე ყველა ერთად. სახლში რემონტი ჰქონდათ, აბაზანას არემონტებდნენ. ხელოსანიც მისი მეგობარი იყო.

ფიქრია დილას ჩამოვიდა. შუადღეს ჩემმა მეუღლემ ნახა, რომ მეგობარი, რომელიც მაგათ სახლში ხელოსნად მუშაობდა, გარდაცვილი იყო აბაზანაში, მეუღლის ძებნა დავიწყეთ და ის სამზარეულოში იყო, ისიც გარდაცვლილი. მერე გავიგეთ, რომ კიდევ ერთი იპოვეს მოკლული, ისიც ამისი მეგობარი.

ხშირად ეჭვიანობდა ცოლის მიმართ, არადა, ისეთი კარგი გოგო იყო..

დღეს რა მოხდა, ზუსტად არაფერი ვიცით... ამბობენ თავადაც თავი მოიკლაო, მაგრამ ჯერ არაფერი ვიცით. შოკში ვართ ყველა. ორი შვილი დარჩათ", - ამბობს მეზობელი.

მოკლულებია: ფიქრია უღულაშვილი, მალხაზ მამისაშვილი, როინ კობიაშვილი.

მიმდინარეობს გამოძიება, პოლიცია ახლა სამ ლოკაციაზე მუშაობს.