Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჭაჭა თაუერის" ადგილას ახალი მუნიციპალური პარკი გაშენდება
"ჭაჭა თაუერის" ადგილას ახალი მუნიციპალური პარკი გაშენდება

ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლომ შპს “ბა­თუ­მი რი­ვი­ე­რას” მიერ წარ­დგე­ნი­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი პარ­კის მო­წყო­ბის კონ­ცეფ­ცია და­ამ­ტკი­ცა. პარ­კის კონ­ცეფ­ცია შე­მუ­შავ­და უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მის ფარ­გლებ­ში, სა­ი­და­ნაც პარ­კი ორ ჰექ­ტარ მი­წა­ზე გა­შენ­დე­ბა. კომ­პა­ნია პარ­კის მო­წყო­ბის ხარ­ჯებს სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს. სამ­შე­ნებ­ლო მო­ედ­ნის მომ­ზა­დე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია.

"ბა­თუმ­ში ახა­ლი პარ­კის პრო­ექ­ტი­რე­ბის­თვის ლან­დშაფ­ტის დი­ზა­ი­ნის წამ­ყვა­ნი და­ნი­უ­რი კომ­პა­ნია “MASU Planning” მო­ვიწ­ვი­ეთ. სწო­რედ მათი პარტნი­ო­რია ცნო­ბი­ლი ია­პო­ნუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სტუ­დია კენ­გო კუმა არ­ქი­ტექტს (KKAA), რო­მე­ლიც სილქ თა­უ­ერ­სის პრო­ექ­ტზე უკვე მუ­შა­ობს. ამ ორ კომ­პა­ნი­ას ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა დიდ ქა­ლაქ­ში. ბა­თუმ­საც შე­ე­მა­ტე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე, მდგრა­დი არ­ქი­ტექ­ტუ­რის პრინ­ცი­პე­ბით მო­წყო­ბი­ლი პარ­კი, სა­დაც ბა­თუ­მე­ლე­ბი და ქა­ლა­ქის სტუმ­რე­ბი და­ის­ვე­ნე­ბენ და ისი­ა­მოვ­ნე­ბენ ბა­თუ­მის სა­ნა­პი­როს და ქა­ლა­ქის სი­ლა­მა­ზით. ეს პარ­კი ქა­ლა­ქის სა­კუთ­რე­ბა იქ­ნე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, ბა­თუ­მის ურ­ბა­ნუ­ლი სივ­რცის ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლი გახ­დე­ბა", - ალექ­სან­დრე ტო­გო­ნი­ძე, “ბა­თუ­მი რი­ვი­ე­რას” დი­რექ­ტო­რი.

პარკში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი ხე­ე­ბი, და­ირ­გვე­ბა მრა­ვა­ლი ახა­ლი სხვა­დას­ხვა ჯი­შის ხე, ბუჩ­ქი და დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე. ბა­თუ­მე­ლებს და პარკში მი­სულ სტუმ­რებს დახ­ვდე­ბათ პა­დე­ლის ორი კორ­ტი, სპორ­ტუ­ლი მო­ე­და­ნი, სა­ბავ­შვო გა­სარ­თო­ბი ზო­ნე­ბი, კომ­ფორ­ტუ­ლი მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რცე­ე­ბი, სა­ფეხ­მავ­ლო და ველო-ბი­ლი­კე­ბი. პარ­კი ბუ­ნებ­რი­ვად ინ­ტეგ­რირ­დე­ბა ქა­ლა­ქის გამ­წვა­ნე­ბულ ზღვის­პი­რა ზოლ­ში, რო­გორც ბა­თუ­მის ბულ­ვა­რის გაგ­რძე­ლე­ბა.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ჭაჭა თაუერის" ადგილას ახალი მუნიციპალური პარკი გაშენდება

"ჭაჭა თაუერის" ადგილას ახალი მუნიციპალური პარკი გაშენდება

ბათუმის საკრებულომ შპს “ბათუმი რივიერას” მიერ წარდგენილი მუნიციპალური პარკის მოწყობის კონცეფცია დაამტკიცა. პარკის კონცეფცია შემუშავდა უკვე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში, საიდანაც პარკი ორ ჰექტარ მიწაზე გაშენდება. კომპანია პარკის მოწყობის ხარჯებს სრულად უზრუნველყოფს. სამშენებლო მოედნის მომზადების სამუშაოები უკვე დაწყებულია.

"ბათუმში ახალი პარკის პროექტირებისთვის ლანდშაფტის დიზაინის წამყვანი დანიური კომპანია “MASU Planning” მოვიწვიეთ. სწორედ მათი პარტნიორია ცნობილი იაპონური არქიტექტურული სტუდია კენგო კუმა არქიტექტს (KKAA), რომელიც სილქ თაუერსის პროექტზე უკვე მუშაობს. ამ ორ კომპანიას ბევრი წარმატებული ერთობლივი პროექტი აქვს განხორციელებული მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქში. ბათუმსაც შეემატება თანამედროვე, მდგრადი არქიტექტურის პრინციპებით მოწყობილი პარკი, სადაც ბათუმელები და ქალაქის სტუმრები დაისვენებენ და ისიამოვნებენ ბათუმის სანაპიროს და ქალაქის სილამაზით. ეს პარკი ქალაქის საკუთრება იქნება და დარწმუნებულები ვართ, ბათუმის ურბანული სივრცის ორგანული ნაწილი გახდება", - ალექსანდრე ტოგონიძე, “ბათუმი რივიერას” დირექტორი.

პარკში შენარჩუნდება არსებული ხეები, დაირგვება მრავალი ახალი სხვადასხვა ჯიშის ხე, ბუჩქი და დეკორატიული მცენარე. ბათუმელებს და პარკში მისულ სტუმრებს დახვდებათ პადელის ორი კორტი, სპორტული მოედანი, საბავშვო გასართობი ზონები, კომფორტული მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო და ველო-ბილიკები. პარკი ბუნებრივად ინტეგრირდება ქალაქის გამწვანებულ ზღვისპირა ზოლში, როგორც ბათუმის ბულვარის გაგრძელება.

(R)