ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მშობლებს მიმართავს, ყურადღება მიაქციონ ქუჩაში დაყრილ "შპრიცებსა" და ნემსებს, რომელთან შეხებაც შესაძლოა, ბავშვებს ჰქონდეთ.
"ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები ქუჩაში, სკვერებში, სადარბაზოებში დაყრილი შპრიცებით და ნემსებით თამაშობენ. არაერთხელ ხდება ჩხვლეტა (სპეციალურად, ვითომ ექიმები არიან, ან შემთხვევით). ეს ძალიან სტრესულია ოჯახისთვის და ბავშვისთვისაც.
დგება სხვადასხვა კვლევის ჩატარების საჭიროება. მშობლებმა და მასწავლებლებმა ხშირად უნდა გააფრთხილონ ბავშვები, რომ შპრიცებთან და ნემსებთან შეხება დაუშვებელია. ასევე, უნდა ვუთხრათ, რომ თუ შემთხვევით ჩხვლეტის ფაქტი მოხდება, არ დამალონ და აუცილებლად დროულად ჩააყენონ უფროსები საქმის კურსში" - წერს ბუწაშვილი.
პატრონი არა ჰყავს კორპუსებს, წინათ მოდიოდა პატრული, კონტროლდებოდა თუ ვინ ცხოვრობდა, 15 დღეში რეიდები იყო, ეშინოდათ, ეხლაააააა, ვინ შედის და გამოდის ვერ გაიგებ, ყარს კორპუსებიდან პლანის სუნით მიდამო, იწამლებიან მაცხოვრებლები, 10 წელია არც არავინ ინტერესდება თუ რა ხდება, ათასი უცხო ჯისის ხალხია შეყრილი ქირაოები, ხმაური, წიოკი და რა გინდა, არავის არაფრის ერიდება
რა მაგის პასუხია და, ქალბატონი ბუწაშვილი სახეზე საოცრად ჰგავს ამერიკული კინოს ლეგენდას, ცხონებულ ელიზაბეტ ტეილორს! ტყუპები მგონია ხოლმე ბუწაშვილი და ტეილორი...🤷🏻♂️🤓