Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოლინ ჰუვერის "ყველაფერი მთავრდება ჩვენით":  მსოფლიო ბესტსელერის წარმატება და წიგნის ჰოლივუდური ეკრანიზაცია საქართველოში
კოლინ ჰუვერის "ყველაფერი მთავრდება ჩვენით":  მსოფლიო ბესტსელერის წარმატება და წიგნის ჰოლივუდური ეკრანიზაცია საქართველოში

კო­ლინ ჰუ­ვე­რი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რია, რო­მელ­მაც მი­ლი­ო­ნო­ბით მკი­თხვე­ლის გული მო­ი­გო მთელს მსოფ­ლი­ო­ში. მისი წიგ­ნე­ბი ცნო­ბი­ლია ღრმა სი­უ­ჟე­ტე­ბით, ემო­ცი­უ­რი გან­ცდე­ბი­თა და ის­ტო­რი­ის მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­მობ­რუ­ნე­ბე­ბით, რაც მათ პო­პუ­ლა­რულს ხდის სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებ­ში.

კო­ლინ ჰუ­ვე­რი ოს­ტა­ტუ­რად იკ­ვლევს თა­ვი­სი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ას, ეხე­ბა ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან და მგრძნო­ბი­ა­რე თე­მებს, რო­გო­რი­ცაა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა, ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბა და თვით­გა­მორ­კვე­ვის სა­კი­თხე­ბი. ავ­ტო­რი აქ­ტი­უ­რად ურ­თი­ერ­თობს თა­ვის მკი­თხველ­თან სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, რაც ქმნის კავ­ში­რის გან­ცდას ავ­ტორ­სა და მის აუ­დი­ტო­რი­ას შო­რის.

კო­ლინ ჰუ­ვე­რის წიგ­ნე­ბი ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და TikTok პლატ­ფორ­მა­ზე, ამან კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რა ინ­ტე­რე­სი მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის მი­მართ.

კო­ლინ ჰუ­ვე­რი და ბლე­იკ ლა­ივ­ლი

„ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა ჩვე­ნით“: - გზა ჰო­ლი­ვუ­დი­სა­კენ

ჰუ­ვე­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი წიგ­ნი გახ­ლავთ რო­მა­ნი - „ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა ჩვე­ნით“. ეს არის ახალ­გაზ­რდა ქა­ლის, სა­ხე­ლად ლილი ბლუ­მის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც მძი­მე ბავ­შვო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პო­უ­ლობს ძა­ლას წინ წა­ვი­დეს და სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს, მაგ­რამ რო­დე­საც ის აწყდე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მებს, დგე­ბა არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე, სიყ­ვა­რულ­სა და თვით­გა­დარ­ჩე­ნას შო­რის.

წიგ­ნის წარ­მა­ტე­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლა და 2024 წელს, რო­მა­ნის მი­ხედ­ვით გა­და­ი­ღეს ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ფილ­მი, რომ­ლის ეკ­რა­ნი­ზა­ცია მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ფილმში მთა­ვარ როლს პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ბლე­იკ ლა­ივ­ლი ას­რუ­ლებს.

პრე­მი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში

8 აგ­ვის­ტო­დან ფილ­მის ნახ­ვა „კა­ვე­ას“ კი­ნო­თე­ატ­რებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ხოლო 9 აგ­ვის­ტოს გა­ი­მარ­თე­ბა ფილ­მის და­ხუ­რუ­ლი ჩვე­ნე­ბა, რომ­ლის მო­საწ­ვე­ვე­ბიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე თა­მაშ­დე­ბა. კო­ლინ ჰუ­ვე­რის წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი „პა­ლიტ­რა L”-ს ეკუთ­ვნის. ამ ავ­ტო­რის წიგ­ნე­ბი გა­მოს­ვლის დღი­დან მუდ­მი­ვად იკა­ვებს ბეს­ტე­ლე­რის თა­როს. ფილ­მის პრე­მი­ე­რას­თან ერ­თად გა­მო­ი­ცა კო­ლინ ჰუ­ვე­რის მე­ო­თხე წიგ­ნის ახა­ლი თარ­გმა­ნი „გუ­ლის ძვლე­ბი“, რო­მე­ლიც „ბიბ­ლუ­სის“ ფი­ლი­ა­ლებ­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

წიგ­ნის „ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა ჩვე­ნით“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­რე­კა­ნით შე­ძე­ნა კი კა­ვეა გა­ლე­რი­ა­ში­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თვა­ლი ადევ­ნეთ „პა­ლიტ­რა L”-ის ფე­ის­ბუ­ქის გვერდს და მო­ი­გეთ კი­ნოს მო­საწ­ვე­ვე­ბი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

კოლინ ჰუვერის "ყველაფერი მთავრდება ჩვენით":  მსოფლიო ბესტსელერის წარმატება და წიგნის ჰოლივუდური ეკრანიზაცია საქართველოში

კოლინ ჰუვერის "ყველაფერი მთავრდება ჩვენით":  მსოფლიო ბესტსელერის წარმატება და წიგნის ჰოლივუდური ეკრანიზაცია საქართველოში

კოლინ ჰუვერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ავტორია, რომელმაც მილიონობით მკითხველის გული მოიგო მთელს მსოფლიოში. მისი წიგნები ცნობილია ღრმა სიუჟეტებით, ემოციური განცდებითა და ისტორიის მოულოდნელი შემობრუნებებით, რაც მათ პოპულარულს ხდის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში.

კოლინ ჰუვერი ოსტატურად იკვლევს თავისი პერსონაჟების ფსიქოლოგიას, ეხება ისეთ მნიშვნელოვან და მგრძნობიარე თემებს, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ფსიქიკური დაავადება და თვითგამორკვევის საკითხები. ავტორი აქტიურად ურთიერთობს თავის მკითხველთან სოციალური მედიის საშუალებით, რაც ქმნის კავშირის განცდას ავტორსა და მის აუდიტორიას შორის.

კოლინ ჰუვერის წიგნები ვირუსულად გავრცელდა TikTok პლატფორმაზე, ამან კიდევ უფრო გააძლიერა ინტერესი მისი ნამუშევრების მიმართ.

კოლინ ჰუვერი და ბლეიკ ლაივლი

„ყველაფერი მთავრდება ჩვენით“: - გზა ჰოლივუდისაკენ

ჰუვერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წიგნი გახლავთ რომანი - „ყველაფერი მთავრდება ჩვენით“. ეს არის ახალგაზრდა ქალის, სახელად ლილი ბლუმის ისტორია, რომელიც მძიმე ბავშვობის მიუხედავად, პოულობს ძალას წინ წავიდეს და საკუთარი ბედნიერება უზრუნველყოს, მაგრამ როდესაც ის აწყდება ურთიერთობის პრობლემებს, დგება არჩევანის წინაშე, სიყვარულსა და თვითგადარჩენას შორის.

წიგნის წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩენილა და 2024 წელს, რომანის მიხედვით გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი, რომლის ეკრანიზაცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც ახლა მიმდინარეობს. ფილმში მთავარ როლს პოპულარული მსახიობი ბლეიკ ლაივლი ასრულებს.

პრემიერა საქართველოში

8 აგვისტოდან ფილმის ნახვა „კავეას“ კინოთეატრებშია შესაძლებელი. ხოლო 9 აგვისტოს გაიმართება ფილმის დახურული ჩვენება, რომლის მოსაწვევებიც გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ფეისბუქის გვერდზე თამაშდება. კოლინ ჰუვერის წიგნების გამოცემის საავტორო უფლებები „პალიტრა L”-ს ეკუთვნის. ამ ავტორის წიგნები გამოსვლის დღიდან მუდმივად იკავებს ბესტელერის თაროს. ფილმის პრემიერასთან ერთად გამოიცა კოლინ ჰუვერის მეოთხე წიგნის ახალი თარგმანი „გულის ძვლები“, რომელიც „ბიბლუსის“ ფილიალებშია ხელმისაწვდომი.

წიგნის „ყველაფერი მთავრდება ჩვენით“ განახლებული გარეკანით შეძენა კი კავეა გალერიაშიცაა შესაძლებელი.

თვალი ადევნეთ „პალიტრა L”-ის ფეისბუქის გვერდს და მოიგეთ კინოს მოსაწვევები.

R