პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი Temu-ის გარშემო - კომპანიის ოფისთან ასობით ადამიანი შეიკრიბა: რას აპროტესტებენ ისინი?
სკანდალი Temu-ის გარშემო - კომპანიის ოფისთან ასობით ადამიანი შეიკრიბა: რას აპროტესტებენ ისინი?

ასო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა ჩი­ნეთ­ში, ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის პლატ­ფორ­მის Temu-ის ოფის­ში, ისი­ნი თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბის პო­ლი­ტი­კას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რაც მათი თქმით, მცი­რე ვაჭ­რე­ბის მო­გე­ბას ანად­გუ­რებს. თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ გა­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებს, თუმ­ცა მათ­თან შეხ­ვედ­რა ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

  • ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, temu-ს ოფის­ში 100-მდე ადა­მი­ა­ნი მი­ვი­და. მათი თქმით, პლატ­ფორ­მა ხში­რად უბ­რუ­ნებს თა­ვის მომ­ხმა­რებ­ლებს ფულს მა­ში­ნაც კი, თუ ისი­ნი პრო­დუქტს უკან არ უგ­ზავ­ნი­ან. China Securities Journal წერ­და, რომ ვაჭ­რე­ბი გუ­ან­ჯო­უს ოფისს ივ­ლის­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10-ჯერ მი­მარ­თეს სა­ჩივ­რით.

Business Insider-ის­თვის მი­ცე­მულ გან­ცხა­დე­ბა­ში "თე­მუმ" აღი­ა­რა პრო­ტეს­ტი და თქვა, რომ ის "აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს“ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ზე.

Temu ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის სა­ი­ტად იქცა. მან და­ბა­ლი ფა­სე­ბით და სხვა­დას­ხვა გა­თა­მა­შე­ბით მი­ლი­ო­ნო­ბით მომ­ხმა­რე­ბე­ლი მი­ი­ზი­და.

ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ის მფლო­ბელ­მა, რომ­ლის პრო­დუქ­ცი­ას "თემუ" ყი­დის, თქვა, რომ კომ­პა­ნი­ამ აც­ნო­ბა მას, რომ მის­მა პრო­დუქ­ტებ­მა "წე­სე­ბი და­არ­ღვია", მაგ­რამ მან ვერ გა­ი­გო, რა იყო მი­ზე­ზი.

"ახლა ნამ­დვი­ლად სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ვარ. ვფიქ­რობ, რომ დავ­კარ­გავ ოჯახს და ბიზ­ნესს. მე ნამ­დვი­ლად ვნა­ნობ, რომ ამ პლატ­ფორ­მას შე­ვუ­ერ­თდი", - თქვა მან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

Temu ჩი­ნუ­რი ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის გი­გან­ტის, Pinduoduo-ს "დაძ­მო­ბი­ლე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­აა", რო­მე­ლიც მსგავს მომ­სა­ხუ­რე­ბას რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვთა­ვა­ზობ­და. Pinduoduo-მ წარ­მა­ტე­ბას ჩი­ნეთ­ში, ფას­დაკ­ლე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გა­ყიდ­ვით მი­აღ­წია. კომ­პა­ნი­ას ახლა 102 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის სა­ბაზ­რო კა­პი­ტა­ლი აქვს და მისი აქ­ცი­ე­ბის ფასი ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და მას შემ­დეგ, რაც კონ­კუ­რენ­ტებს, მათ შო­რის Alibaba-ს, სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმე­ბი მი­ა­ყე­ნა.

ცოტა ხნის წინ, და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბე­ბი Temu-ს ბიზ­ნეს მო­დე­ლის ეთი­კუ­რო­ბის შე­სა­ხებ და სე­რი­ო­ზულ ბრალ­დე­ბებს უყე­ნე­ბენ იძუ­ლე­ბი­თი შრო­მის შე­დე­გად წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვის­თვის.

სა­იტს ევ­რო­კავ­შირ­ში 75 მი­ლი­ო­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ის სა­ვა­რა­უ­დოდ უფრო მკაც­რი მო­ნი­ტო­რინ­გის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

სკანდალი Temu-ის გარშემო - კომპანიის ოფისთან ასობით ადამიანი შეიკრიბა: რას აპროტესტებენ ისინი?

სკანდალი Temu-ის გარშემო - კომპანიის ოფისთან ასობით ადამიანი შეიკრიბა: რას აპროტესტებენ ისინი?

ასობით ადამიანი შეიკრიბა ჩინეთში, ელექტრონული კომერციის პლატფორმის Temu-ის ოფისში, ისინი თანხის დაბრუნების პოლიტიკას აპროტესტებენ, რაც მათი თქმით, მცირე ვაჭრების მოგებას ანადგურებს. თანამშრომლები ცდილობდნენ გასაუბრებოდნენ კომპანიის ხელმძღვანელებს, თუმცა მათთან შეხვედრა ვერ მოახერხეს.

  • ადგილობრივი გამოცემის ცნობით, temu-ს ოფისში 100-მდე ადამიანი მივიდა. მათი თქმით, პლატფორმა ხშირად უბრუნებს თავის მომხმარებლებს ფულს მაშინაც კი, თუ ისინი პროდუქტს უკან არ უგზავნიან. China Securities Journal წერდა, რომ ვაჭრები გუანჯოუს ოფისს ივლისში დაახლოებით 10-ჯერ მიმართეს საჩივრით.

Business Insider-ისთვის მიცემულ განცხადებაში "თემუმ" აღიარა პროტესტი და თქვა, რომ ის "აქტიურად მუშაობს“ პრობლემის გადაჭრაზე.

Temu ბოლო დროის ყველაზე პოპულარულ ელექტრონული კომერციის საიტად იქცა. მან დაბალი ფასებით და სხვადასხვა გათამაშებით მილიონობით მომხმარებელი მიიზიდა.

ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა, რომლის პროდუქციას "თემუ" ყიდის, თქვა, რომ კომპანიამ აცნობა მას, რომ მისმა პროდუქტებმა "წესები დაარღვია", მაგრამ მან ვერ გაიგო, რა იყო მიზეზი.

"ახლა ნამდვილად სასოწარკვეთილი ვარ. ვფიქრობ, რომ დავკარგავ ოჯახს და ბიზნესს. მე ნამდვილად ვნანობ, რომ ამ პლატფორმას შევუერთდი", - თქვა მან ინტერვიუში.

Temu ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტის, Pinduoduo-ს "დაძმობილებული კომპანიაა", რომელიც მსგავს მომსახურებას რამდენიმე წლის განმავლობაში გვთავაზობდა. Pinduoduo-მ წარმატებას ჩინეთში, ფასდაკლებული პროდუქტების გაყიდვით მიაღწია. კომპანიას ახლა 102 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალი აქვს და მისი აქციების ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კონკურენტებს, მათ შორის Alibaba-ს, სერიოზული დარტყმები მიაყენა.

ცოტა ხნის წინ, დაიწყო გამოძიებები Temu-ს ბიზნეს მოდელის ეთიკურობის შესახებ და სერიოზულ ბრალდებებს უყენებენ იძულებითი შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის გაყიდვისთვის.

საიტს ევროკავშირში 75 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სავარაუდოდ უფრო მკაცრი მონიტორინგის წინაშე აღმოჩნდება.