სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ატირებული ბოლდუინი მოულოდნელი განაჩენის შემდეგ - რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ: ფოტოები პროცესიდან
ატირებული ბოლდუინი მოულოდნელი განაჩენის შემდეგ - რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ: ფოტოები პროცესიდან

ალეკ ბოლ­დუ­ი­ნის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი შე­წყდა - მო­სა­მარ­თლემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც და­ად­გი­ნა, რომ პრო­კუ­რო­რებ­მა დაც­ვის ჯგუფს არა­მარ­თლზო­მი­ე­რად და­უ­მა­ლეს პო­ტენ­ცი­უ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

ად­ვო­კა­ტებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ პო­ლი­ცი­ამ და პრო­კუ­რო­რებ­მა და­მა­ლეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი - ტყვი­ე­ბის პარ­ტია - რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო სრო­ლას­თან. საქ­მის მთა­ვა­რი ას­პექ­ტი იყო ის, თუ რო­გორ მოხ­ვდა ცო­ცხა­ლი საბ­რძო­ლო მა­სა­ლა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე.

"ერთ-ერ­თმა პრო­კუ­რორ­მა იცო­და ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ და მა­ინც არ შე­ე­ცა­და გა­ემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა ის დაც­ვის მხა­რის­თვის. შტა­ტის მიერ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვა იყო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლე მერი მარ­ლოუ სო­მერ­მა გან­ჩი­ნე­ბა­ში.

შე­დე­გად, ერთ-ერ­თმა სპე­ცპ­რო­კუ­რორ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა, მო­სა­მარ­თლემ კი ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სხდო­მა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და საქ­მის შე­წყვე­ტის ბრძა­ნე­ბა გას­ცა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას ბოლ­დუ­ინ­მა ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა.

პრო­კუ­რო­რე­ბი ბოლ­დუ­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბას ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ, რად­გან სა­სა­მარ­თლომ საქ­მე მთლი­ა­ნად გა­ა­უქ­მა ხე­ლახ­ლა გახ­სნის უფ­ლე­ბის გა­რე­შე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ფილ­მის Rust გა­და­ღე­ბი­სას, 42 წლის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი, ჰა­ლი­ნა ჰა­ჩენ­სი ალეკ ბოლ­დუ­ი­ნის ია­რა­ღი­დან გას­რო­ლილ ტყვი­ას ემსხვერ­პლა.

დად­გინ­და, რომ ფილ­მის პი­რო­ტექ­ნი­კოს­მა ჰანა გუ­ტი­ე­რეზ-რიდ­მა შემ­თხვე­ვით აუ­რია საყ­რდე­ნი ტყვი­ე­ბი ცო­ცხალ საბ­რძო­ლო მა­სა­ლა­ში. ამ წლის და­სა­წყის­ში იგი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს არა­გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში და 18 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.

წყა­რო: BBC

ავტორი:

ატირებული ბოლდუინი მოულოდნელი განაჩენის შემდეგ - რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ: ფოტოები პროცესიდან

ატირებული ბოლდუინი მოულოდნელი განაჩენის შემდეგ - რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ: ფოტოები პროცესიდან

ალეკ ბოლდუინის სასამართლო პროცესი შეწყდა - მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაადგინა, რომ პროკურორებმა დაცვის ჯგუფს არამართლზომიერად დაუმალეს პოტენციური მტკიცებულებები.

ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პოლიციამ და პროკურორებმა დამალეს მტკიცებულებები - ტყვიების პარტია - რომელიც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო სროლასთან. საქმის მთავარი ასპექტი იყო ის, თუ როგორ მოხვდა ცოცხალი საბრძოლო მასალა გადასაღებ მოედანზე.

"ერთ-ერთმა პროკურორმა იცოდა ახალი მტკიცებულებების შესახებ და მაინც არ შეეცადა გაემჟღავნებინა ის დაცვის მხარისთვის. შტატის მიერ ამ ინფორმაციის დამალვა იყო მიზანმიმართული“, - განაცხადა მოსამართლე მერი მარლოუ სომერმა განჩინებაში.

შედეგად, ერთ-ერთმა სპეცპროკურორმა თანამდებობა დატოვა, მოსამართლემ კი ნაფიც მსაჯულთა სხდომა გაათავისუფლა და საქმის შეწყვეტის ბრძანება გასცა. გადაწყვეტილების გამოცხადებისას ბოლდუინმა ცრემლები ვერ შეიკავა.

პროკურორები ბოლდუინის წინააღმდეგ ბრალის წაყენებას ვეღარ შეძლებენ, რადგან სასამართლომ საქმე მთლიანად გააუქმა ხელახლა გახსნის უფლების გარეშე.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ოქტომბერში, ფილმის Rust გადაღებისას, 42 წლის კინემატოგრაფი, ჰალინა ჰაჩენსი ალეკ ბოლდუინის იარაღიდან გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა.

დადგინდა, რომ ფილმის პიროტექნიკოსმა ჰანა გუტიერეზ-რიდმა შემთხვევით აურია საყრდენი ტყვიები ცოცხალ საბრძოლო მასალაში. ამ წლის დასაწყისში იგი დამნაშავედ ცნეს არაგანზრახ მკვლელობაში და 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

წყარო: BBC