სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მართალია უნიჭო პიონერი, ქვეყნის მოღალატე ნინო წილოსანი უშვერი სიტყვებით გლანძღავთ, კამალა ჰარისი პრეზიდენტს მადლობას უხდის..." - თინა ბოკუჩავა გიორგი მსხილაძეს
"მართალია უნიჭო პიონერი, ქვეყნის მოღალატე ნინო წილოსანი უშვერი სიტყვებით გლანძღავთ, კამალა ჰარისი პრეზიდენტს მადლობას უხდის..." - თინა ბოკუჩავა გიორგი მსხილაძეს

ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, მარ­თა­ლია უნი­ჭო პი­ო­ნე­რი და ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე ნინო წი­ლო­სა­ნი უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით გლან­ძღავთ, მაგ­რამ აშშ-ს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი კა­მა­ლა ჰა­რი­სი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს მად­ლო­ბას უხ­დის იმის­თვის, რომ მან ვეტო გა­მო­ი­ყე­ნა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ას ერ­თგუ­ლად იცავს , - ასე მი­მარ­თა პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვანს გი­ორ­გი მსხი­ლა­ძეს ფრაქ­ცია “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ თინა ბო­კუ­ჩა­ვამ

ბო­კუ­ჩა­ვას შე­ფა­სე­ბით, პრე­ზი­დენ­ტი მის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ვე­ტო­თი ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­ულ და ქვეყ­ნის­თვის სა­ზი­ა­ნო კა­ნონს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

ბო­კუ­ჩა­ვამ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს მო­უ­წო­და, აშშ-ს სან­ქცი­ე­ბის­გან თავი გა­და­ირ­ჩი­ნონ და გა­და­არ­ჩი­ნონ ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც “მათ ღა­ლა­ტით უფსკრუ­ლის პი­რას მი­იყ­ვა­ნეს“

“ყვე­ლა­ფე­რი ცხა­დია, როცა მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი გლან­ძღა­ვენ და აშშ-ს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი პი­რა­დად მად­ლო­ბას გიხ­დის. რამ­დე­ნი­მე თვის წინ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქონ­და კა­მა­ლა ჰა­რისს პი­რა­დად შევ­ხვედ­რო­დი. ვი­სა­უბ­რეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, თუმ­ცა ახლა ის, რომ ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი ასეთ უმაღ­ლეს დო­ნე­ზე სა­ჯა­როდ კეთ­დე­ბა, ადას­ტუ­რებს, რომ სი­ტუ­ა­ცია არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და ვე­ტოს დაძ­ლე­ვას აშშ-ს მხრი­დან კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მოჰ­ყვე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ავტორი:

"მართალია უნიჭო პიონერი, ქვეყნის მოღალატე ნინო წილოსანი უშვერი სიტყვებით გლანძღავთ, კამალა ჰარისი პრეზიდენტს მადლობას უხდის..." - თინა ბოკუჩავა გიორგი მსხილაძეს

"მართალია უნიჭო პიონერი, ქვეყნის მოღალატე ნინო წილოსანი უშვერი სიტყვებით გლანძღავთ, კამალა ჰარისი პრეზიდენტს მადლობას უხდის..." - თინა ბოკუჩავა გიორგი მსხილაძეს

ბატონო გიორგი, მართალია უნიჭო პიონერი და ქვეყნის მოღალატე ნინო წილოსანი უშვერი სიტყვებით გლანძღავთ, მაგრამ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საქართველოს პრეზიდენტს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მან ვეტო გამოიყენა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას ერთგულად იცავს , - ასე მიმართა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ

ბოკუჩავას შეფასებით, პრეზიდენტი მის მიერ გამოყენებული ვეტოთი ანტიდემოკრატიულ და ქვეყნისთვის საზიანო კანონს ეწინააღმდეგება.

ბოკუჩავამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, აშშ-ს სანქციებისგან თავი გადაირჩინონ და გადაარჩინონ ქვეყანა, რომელიც “მათ ღალატით უფსკრულის პირას მიიყვანეს“

“ყველაფერი ცხადია, როცა მოღალატეები გლანძღავენ და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი პირადად მადლობას გიხდის. რამდენიმე თვის წინ შესაძლებლობა მქონდა კამალა ჰარისს პირადად შევხვედროდი. ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, თუმცა ახლა ის, რომ ასეთი განცხადებები ასეთ უმაღლეს დონეზე საჯაროდ კეთდება, ადასტურებს, რომ სიტუაცია არის ძალიან სერიოზული და ვეტოს დაძლევას აშშ-ს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.