საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს გიორგობაა - მნიშვნელოვანი ფაქტები წმინდანის ცხოვრებიდან, რაც ყველა მორწმუნემ უნდა იცოდეს
დღეს გიორგობაა - მნიშვნელოვანი ფაქტები წმინდანის ცხოვრებიდან, რაც ყველა მორწმუნემ უნდა იცოდეს

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სამ­ყა­რო დღეს გი­ორ­გო­ბას აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლი წირ­ვა შეს­რულ­დე­ბა.

6 მა­ი­სი წმინ­და დიდ­მო­წა­მე გი­ორ­გის აღ­სრუ­ლე­ბის დღეა.

წმი­და, დი­დე­ბუ­ლი, დიდ­მო­წა­მე, ძლე­ვა­შე­მო­სი­ლი და საკ­ვირ­ველთმოქ­მე­დი გი­ორ­გი (+303) მე-3 სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­ი­ბა­და კა­ბა­დო­კი­ა­ში, მდი­დარ ქრის­ტი­ა­ნულ ოჯახ­ში. მა­მა­მი­სი მო­წა­მე­ობ­რი­ვად აღეს­რუ­ლა. დაქვრი­ვე­ბუ­ლი დედა კა­ბა­დო­კი­ი­დან თა­ვის სამ­შობ­ლო­ში წა­ვი­და და იქ გა­ნაგ­რძო შვი­ლის ქრის­ტი­ა­ნუ­ლად აღ­ზრდა.

ჭა­ბუ­კი გი­ორ­გი რო­მის ლაშ­ქარ­ში განმწეს­და მხედ­რად. ახო­ვან­მა, მა­მაც­მა და უში­შარ­მა მე­ო­მარ­მა მალე იმ­პე­რა­ტორ დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს (284-305) ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. მან თა­ვის პი­რად მცვე­ლად და­ნიშ­ნა წმი­და გი­ორ­გი და მხე­დარ­თმთავ­რის მა­ღა­ლი წო­დე­ბაც უბო­ძა.

კერ­პთაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა იმ­პე­რა­ტორ­მა თა­ვი­სი გან­მგებ­ლო­ბის ბოლო წლებ­ში სას­ტი­კი ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­და ქრის­ტი­ა­ნო­ბას. სე­ნა­ტის საბ­ჭო­ზე ნი­კო­მი­დი­ა­ში მან სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ა­ნი­ჭა პრო­ვინ­ცი­ის მმარ­თველთ ქრის­ტეს მიმ­დე­ვარ­თა და­სას­ჯე­ლად და თა­ვის მხრივ მხარ­და­ჭე­რაც აღუთ­ქვა.

წმი­და გი­ორ­გიმ ეს რომ შე­ი­ტყო, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა თა­ვი­სი მო­ნე­ბი, ქო­ნე­ბა გლა­ხაკთ და­უ­რი­გა, სე­ნატ­ში გა­მო­ცხად­და, სა­ჯა­როდ აღი­ა­რა ქრის­ტი­ა­ნო­ბა და ყვე­ლა იქ მყოფ­საც მო­უ­წო­და, მი­ე­ღოთ ეს ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წმუ­ნო­ე­ბა: "მე მონა ვარ ქრის­ტე­სი, ღმრთი­სა ჩე­მი­სა და მსა­სო­ე­ბე­ლი მისი. სა­კუ­თა­რი ნე­ბით წარვმდგარ­ვარ თქვენს წი­ნა­შე, რათა ვე­წა­მო ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სათ­ვის". - "რა არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა?" - ჰკი­თხა ერთ-ერ­თმა წარ­ჩი­ნე­ბულ­მა. "თა­ვად ქრის­ტეა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, დევ­ნი­ლი თქვენ მიერ", - იყო პა­სუ­ხი.

თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი მხე­დარ­თმთავ­რის ამ კად­ნი­ე­რი სი­ტყვით თავ­ზარ­და­ცე­მულ­მა დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნემ სცა­და და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა იგი, გან­დგო­მო­და ქრის­ტეს და მსხვერ­პლი შე­ე­წი­რა კერ­პე­ბი­სათ­ვის. წმი­და აღმსა­რე­ბელ­მა მტკი­ცედ მი­უ­გო: "ვე­რა­ვი­თა­რი ამ­სოფ­ლი­უ­რი დი­დე­ბა ვერ შე­ა­ნე­ლებს ჩემს სურ­ვილს ვემ­სა­ხუ­რო ჭეშ­მა­რიტ ღმერ­თს". გან­რის­ხე­ბუ­ლი მბრძა­ნებ­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბით მე­ომ­რე­ბი შე­ე­ცად­ნენ შუ­ბის კვრით გა­ეყ­ვა­ნათ იგი დარ­ბა­ზი­დან, მაგ­რამ წმი­და­ნის სხე­ულ­ზე შე­ხე­ბი­სას რკი­ნა რბილ­დე­ბო­და და იდ­რი­კე­ბო­და. სა­პყრო­ბი­ლე­ში მას ფე­ხებ­ზე ხუნ­დე­ბი, მკერ­დზე კი დიდი ლოდი და­ა­დეს და დი­ლამ­დე ასე ამ­ყო­ფეს.

მე­ო­რე დღეს ნა­წა­მე­ბი წმი­და გი­ორ­გი ისევ იმ­პე­რა­ტორს წა­რუდ­გი­ნეს: "უმალ შენ მო­უძ­ლურ­დე­ბი ჩემი ტან­ჯვით, ვიდ­რე მე, შენს მიერ გვე­მუ­ლი", - ასე პა­სუ­ხობ­და იგი დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს ყო­ველ შე­კი­თხვას. გან­რის­ხე­ბულ­მა იმ­პე­რა­ტორ­მა ბრძა­ნა, ყვე­ლა­ზე მძი­მე სა­ტან­ჯვე­ლით ეწა­მე­ბი­ნათ იგი. დიდ­მო­წა­მე მბრუ­ნავ ბორ­ბალ­ზე და­აკ­რეს, რომ­ლის ქვე­შაც წვერ­ბას­რი რკი­ნის მახ­ვი­ლე­ბი­ა­ნი ძე­ლე­ბი და­ე­დოთ. სხე­ულ­და­სე­რილ­მა წმი­დან­მა ჯერ ხმა­მაღ­ლა ჰხა­და უფალს: შემ­დეგ კი და­დუ­მე­ბა არ­ჩია. დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნემ იფიქ­რა, უკვე აღეს­რუ­ლაო, უბ­რძა­ნა ჩა­მო­ეხ­სნათ სხე­უ­ლი ბორ­ბლი­დან. თვი­თონ კი აპო­ლო­ნის ბო­მონს მი­ა­შუ­რა სა­მად­ლო­ბე­ლი მსხვერ­პლის შე­სა­წი­რად.

მო­უ­ლოდ­ნე­ლად სრუ­ლი­ად ჩა­მობ­ნელ­და, ჭექა-ქუ­ხილ­მა შე­ა­ზან­ზა­რა ქვე­ყა­ნა, ცოტა ხნის შემ­დეგ მაღ­ლი­დან მო­ის­მა ხმა: "ნუ გე­ში­ნინ, გი­ორ­გი, მე შენ­თა­ნა ვარ!" ბორ­ბალ­თან უჩ­ვე­უ­ლი ნათ­ლით­მო­სი­ლი ჭა­ბუ­კი გა­მოჩ­ნდა, ხელი შე­ა­ხო მო­წა­მეს, უთხრა: "გი­ხა­რო­დენ!" და გა­უ­ჩი­ნარ­და, წმი­და გი­ორ­გი სრუ­ლი­ად უვ­ნე­ბე­ლი წა­მოდ­გა ბორ­ბლი­დან და თაყ­ვა­ნი სცა ჭეშ­მა­რიტ ღმერ­თს.

ამის მხილ­ველ­მა გან­ცვიფ­რე­ბულ­მა მე­ომ­რებ­მა წმი­და გი­ორ­გი მა­შინ­ვე სა­კერ­პო­ში წა­იყ­ვა­ნეს, იმ­პე­რა­ტორ­თან. დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნემ თვა­ლებს არ და­უ­ჯე­რა, როცა საღ-სა­ლა­მა­თი მო­წა­მე იხი­ლა, ვერც მი­სან­მა ათა­ნა­სემ და­მა­ლა გა­ო­ცე­ბა. მომ­ხდა­რი სას­წა­უ­ლით გამ­ხნე­ვე­ბულ­მა სა­იმ­პე­რა­ტო­რო კა­რის ორმა წარ­ჩი­ნე­ბულ­მა მო­ხე­ლემ - ანა­ტო­ლიმ და პრო­ტო­ლე­ონ­მა, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე მა­ლავ­დნენ ქრის­ტი­ა­ნო­ბას, სა­ჯა­როდ აღი­ა­რეს სარ­წმუ­ნო­ე­ბა და იმ­წამ­სვე დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნე­სა­გან თა­ვის მოკ­ვე­თაც მი­ე­სა­ჯათ. თვით დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს მე­უღ­ლე ალექ­სან­დრაც ხმა­მაღ­ლა გა­ნა­დი­დებ­და ქრის­ტეს და მზად იყო გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა მის თვალ­წინ წა­მე­ბულ დი­დე­ბულ­თა ხვედ­რი, მცვე­ლებს სას­წრა­ფოდ, ძა­ლით რომ არ წა­ეყ­ვა­ნათ სა­სახ­ლე­ში.

ამის შემ­დეგ იმ­პე­რა­ტო­რი კი­დევ უფრო სას­ტი­კი გახ­და. მისი გან­კარ­გუ­ლე­ბით წმი­და გი­ორ­გი ღრმა ორ­მო­ში ჩა­აგ­დეს და თავ­ზე გა­მო­უწ­ვა­ვი გა­ხუ­რე­ბუ­ლი კირი და­ა­ყა­რეს, ხოლო როცა სამი დღის შემ­დეგ კირი ამო­ყა­რეს და წმი­და­ნი სრუ­ლი­ად უვ­ნე­ბე­ლი იხი­ლეს, იმ­პე­რა­ტო­რი­სა­ვე ბრძა­ნე­ბით მას წვერ­წა­მა­ხუ­ლი ლურ­სმნებ­გაჩ­რი­ლი რკი­ნის გა­ვარ­ვა­რე­ბუ­ლი ჩექ­მე­ბი ჩა­აც­ვეს და ცე­მით წა­იყ­ვა­ნეს საპრყო­ბი­ლემ­დე.

მე­ო­რე დღეს, როცა დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნემ კვლავ ისურ­ვა წმი­და გი­ორ­გის ნახ­ვა, წა­მე­ბულ­მა და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი ფეხი უჩ­ვე­ნა და ღი­მი­ლით უთხრა, ჩექ­მა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნაო. ამის გამო ისე ცე­მეს ხა­რის გამ­ხმა­რი ძარ­ღვე­ბით, რომ წმი­და­ნის სის­ხლი და ხორ­ცი მი­წას შე­ე­რია, მაგ­რამ მისი სიმ­ტკი­ცე მა­ინც ვერ გას­ტე­ხეს. იმ­პე­რა­ტორ­მა და­სახ­მა­რებ­ლად წარ­მართ მოგ­ვს ათა­ნა­სეს უხმო. ათა­ნა­სემ შე­ზა­ვე­ბუ­ლი სი­თხით სავ­სე ორი თასი მის­ცა მო­წა­მეს, პირ­ველს მორ­ჩი­ლი უნდა გა­ე­ხა­და იგი, მე­ო­რეს კი უნდა მო­ეკ­ლა. მო­წა­მემ მშვი­დად შეს­ვა ორი­ვე და კვლავ ადი­და ღმერ­თი.

მის­ნის რჩე­ვით დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნემ წმი­და გი­ორ­გის უბ­რძა­ნა, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად მიც­ვა­ლე­ბუ­ლი აღედ­გი­ნა მკვდრე­თით. წმი­და­ნი საფ­ლავ­თან მი­იყ­ვა­ნეს. მან უფალს შეჰ­ღა­ღა­და: "უფა­ლო იესო! წი­ნა­შე შენ­სა წარ­მომ­დგართ უჩ­ვე­ნე, რომ ერთი ღმერ­თი ხარ მთე­ლი ქვეყ­ნი­სა, რათა გიც­ნან შენ, ყოვ­ლა­დძ­ლი­ე­რი მე­უ­ფე ჩვე­ნი".

მიწა იძრა, საფ­ლა­ვი გა­იხ­სნა და მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მკვდრე­თით აღ­დგა. ამ სას­წა­უ­ლის მოწ­მე­ებ­მა ერ­თხმად ადი­დეს ღმერ­თი, თვით იმ წამ­სვე აღი­ა­რა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა, წმი­და გი­ორ­გის და­უ­ჩო­ქა და სთხო­ვა, ცოდ­ვე­ბი მი­ე­ტე­ვე­ბი­ნა მის­თვის. გამძვინ­ვა­რე­ბულ­მა დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნემ სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯა ათა­ნა­სეც და მკვდრე­თით აღ­მდგა­რი კა­ციც, წმი­და გი­ორ­გი კი კვლავ საპრყო­ბი­ლე­ში ჩა­აგ­დო, რათა მე­ო­რე დღეს­ვე სიკ­ვდი­ლით და­ე­სა­ჯა იგი, თუკი სა­ბო­ლო­ოდ არ უარ­ყოფ­და ქრის­ტეს.

იმ ღა­მეს წმი­და გი­ორ­გის თა­ვად მა­ცხო­ვა­რი ეჩ­ვე­ნა. უფალ­მა გვირ­გვი­ნით შე­უმ­კო თავი მო­წა­მეს და უთხრა: "ნუ გე­ში­ნინ, მხნე იყავ, გან­ძლი­ერ­დი. მალე მი­ხი­ლავ და მი­ი­ღებ შენ­თვის გან­კუთ­ვნილ ად­გილს".

დი­ლით დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნემ კი­დევ ერთხელ შეს­თა­ვა­ზა წმი­და მო­წა­მეს, თაყ­ვა­ნი ეცა კერ­პე­ბის­თვის. წმი­და გი­ორ­გი და­თან­ხმდა მბრძა­ნე­ბელს აპო­ლო­ნის ბო­მონ­ში გა­ყო­ლა­ზე, ხოლო როცა გა­ხა­რე­ბულ­მა იმ­პე­რა­ტორ­მა პა­ტი­ვით შე­იყ­ვა­ნა იგი სამ­სხვერ­პლო­ში, წმი­და­ნი მი­უ­ახ­ლოვ­და კერპს, ჯვა­რი გა­და­სა­ხა, ყვე­ლა კერ­პი თა­ვი­სით და­იმ­სხვრა.

ხალ­ხი აბო­ბოქრდა. ქუ­რუ­მე­ბი წმი­და­ნის მოკ­ვდი­ნე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ. ხმა­ურ­ზე წმი­და დე­დო­ფა­ლი ალექ­სან­დრა მო­ვი­და. როცა ნახა, რომ წმი­და გი­ორ­გი სა­სიკ­ვდი­ლოდ მიჰ­ყავ­დათ, თვი­თო­ნაც აღი­ა­რა ქრის­ტი­ა­ნო­ბა და დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნე­სა­გან სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლი, სი­ხა­რუ­ლით გაჰ­ყვა გვერ­დით საყ­ვა­რელ წმი­დანს.

დას­ჯის წინ წმი­და გი­ორ­გიმ მთე­ლი გუ­ლით შეს­თხო­ვა უფალს, შე­ენ­დო მტარ­ვალ­თათ­ვის, რო­მელ­თაც არა უწყოდ­ნენ, რას იქ­მოდ­ნენ და სთხო­ვა, ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნის შეც­ნო­ბამ­დე მი­ეყ­ვა­ნა ისი­ნი, შემ­დეგ კი მორ­ჩი­ლე­ბით მო­უდ­რი­კა ქედი ჯა­ლა­თის მახ­ვილს. იგი აღეს­რუ­ლა 303 წლის 23 აპ­რილს. ან­დერ­ძი­სა­მებრ, წმი­და გი­ორ­გის სხე­უ­ლი დაკ­რძა­ლეს პა­ლეს­ტი­ნის ქა­ლაქ რამ­ლა­ში, კონ­სტან­ტი­ნე დი­დის მე­ფო­ბის დროს კი გა­და­ას­ვე­ნეს წმი­და­ნის სა­ხელ­ზე აშე­ნე­ბულ დიდ ტა­ძარ­ში, ქა­ლაქ ლი­და­ში.

წმი­და გი­ორ­გი ეწა­მა 30 წლის ასაკ­ში და ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და, რო­გორც ძლე­ვა­შე­მო­სი­ლი და უძ­ლე­ვე­ლი ზე­ცი­უ­რი მხე­და­რი.

ეკ­ლე­სია წმი­და გი­ორ­გის ხსე­ნე­ბას დღე­სას­წა­უ­ლობს ორ­ჯერ: 23 აპ­რილს (6 მა­ისს) - წმი­და­ნის აღ­სრუ­ლე­ბის დღეს და 10 (23) ნო­ემ­ბერს - მისი ბორ­ბალ­ზე წა­მე­ბის დღეს. (ამ უკა­ნას­კნელ დღე­სას­წა­ულს ქარ­თუ­ლი ეწო­დე­ბა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­და­ვი­და სხვა ად­გი­ლობ­რივ ეკ­ლე­სი­ებ­ში. ამის შე­სა­ხებ იხ. 10 (23) ნო­ემ­ბრის სა­კი­თხავ­ში).

"წმი­დან­თა ცხოვ­რე­ბა", ტომი II, თბი­ლი­სი, 2001 წ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მგზავრი
0

წმინდა გიორგის ძალა და მადლი არ მოკლებოდეს, ლომისის ძალა და მადლი, ღუდას წმინდა გიორგის ძალა და მადლი, არაგვისა ქსნისა თერგიხეობის მკვიდრთ. ამინ.

FEOLA
1

წმინდა გიორგის ძალა და მადლი არ მოგვაკლოს უფალმა!!

ამინ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

დღეს გიორგობაა - მნიშვნელოვანი ფაქტები წმინდანის ცხოვრებიდან, რაც ყველა მორწმუნემ უნდა იცოდეს

დღეს გიორგობაა - მნიშვნელოვანი ფაქტები წმინდანის ცხოვრებიდან, რაც ყველა მორწმუნემ უნდა იცოდეს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა შესრულდება.

6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა.

წმიდა, დიდებული, დიდმოწამე, ძლევაშემოსილი და საკვირველთმოქმედი გიორგი (+303) მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა.

ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განმწესდა მხედრად. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.

კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. სენატის საბჭოზე ნიკომიდიაში მან სრული თავისუფლება მიანიჭა პროვინციის მმართველთ ქრისტეს მიმდევართა დასასჯელად და თავის მხრივ მხარდაჭერაც აღუთქვა.

წმიდა გიორგიმ ეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკთ დაურიგა, სენატში გამოცხადდა, საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფსაც მოუწოდა, მიეღოთ ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება: "მე მონა ვარ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისა და მსასოებელი მისი. საკუთარი ნებით წარვმდგარვარ თქვენს წინაშე, რათა ვეწამო ჭეშმარიტებისათვის". - "რა არის ჭეშმარიტება?" - ჰკითხა ერთ-ერთმა წარჩინებულმა. "თავად ქრისტეა ჭეშმარიტება, დევნილი თქვენ მიერ", - იყო პასუხი.

თავისი საყვარელი მხედართმთავრის ამ კადნიერი სიტყვით თავზარდაცემულმა დიოკლეტიანემ სცადა დაერწმუნებინა იგი, განდგომოდა ქრისტეს და მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა აღმსარებელმა მტკიცედ მიუგო: "ვერავითარი ამსოფლიური დიდება ვერ შეანელებს ჩემს სურვილს ვემსახურო ჭეშმარიტ ღმერთს". განრისხებული მბრძანებლის განკარგულებით მეომრები შეეცადნენ შუბის კვრით გაეყვანათ იგი დარბაზიდან, მაგრამ წმიდანის სხეულზე შეხებისას რკინა რბილდებოდა და იდრიკებოდა. საპყრობილეში მას ფეხებზე ხუნდები, მკერდზე კი დიდი ლოდი დაადეს და დილამდე ასე ამყოფეს.

მეორე დღეს ნაწამები წმიდა გიორგი ისევ იმპერატორს წარუდგინეს: "უმალ შენ მოუძლურდები ჩემი ტანჯვით, ვიდრე მე, შენს მიერ გვემული", - ასე პასუხობდა იგი დიოკლეტიანეს ყოველ შეკითხვას. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ყველაზე მძიმე სატანჯველით ეწამებინათ იგი. დიდმოწამე მბრუნავ ბორბალზე დააკრეს, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილებიანი ძელები დაედოთ. სხეულდასერილმა წმიდანმა ჯერ ხმამაღლა ჰხადა უფალს: შემდეგ კი დადუმება არჩია. დიოკლეტიანემ იფიქრა, უკვე აღესრულაო, უბრძანა ჩამოეხსნათ სხეული ბორბლიდან. თვითონ კი აპოლონის ბომონს მიაშურა სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად.

მოულოდნელად სრულიად ჩამობნელდა, ჭექა-ქუხილმა შეაზანზარა ქვეყანა, ცოტა ხნის შემდეგ მაღლიდან მოისმა ხმა: "ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ!" ბორბალთან უჩვეული ნათლითმოსილი ჭაბუკი გამოჩნდა, ხელი შეახო მოწამეს, უთხრა: "გიხაროდენ!" და გაუჩინარდა, წმიდა გიორგი სრულიად უვნებელი წამოდგა ბორბლიდან და თაყვანი სცა ჭეშმარიტ ღმერთს.

ამის მხილველმა განცვიფრებულმა მეომრებმა წმიდა გიორგი მაშინვე საკერპოში წაიყვანეს, იმპერატორთან. დიოკლეტიანემ თვალებს არ დაუჯერა, როცა საღ-სალამათი მოწამე იხილა, ვერც მისანმა ათანასემ დამალა გაოცება. მომხდარი სასწაულით გამხნევებულმა საიმპერატორო კარის ორმა წარჩინებულმა მოხელემ - ანატოლიმ და პროტოლეონმა, რომლებიც მანამდე მალავდნენ ქრისტიანობას, საჯაროდ აღიარეს სარწმუნოება და იმწამსვე დიოკლეტიანესაგან თავის მოკვეთაც მიესაჯათ. თვით დიოკლეტიანეს მეუღლე ალექსანდრაც ხმამაღლა განადიდებდა ქრისტეს და მზად იყო გაეზიარებინა მის თვალწინ წამებულ დიდებულთა ხვედრი, მცველებს სასწრაფოდ, ძალით რომ არ წაეყვანათ სასახლეში.

ამის შემდეგ იმპერატორი კიდევ უფრო სასტიკი გახდა. მისი განკარგულებით წმიდა გიორგი ღრმა ორმოში ჩააგდეს და თავზე გამოუწვავი გახურებული კირი დააყარეს, ხოლო როცა სამი დღის შემდეგ კირი ამოყარეს და წმიდანი სრულიად უვნებელი იხილეს, იმპერატორისავე ბრძანებით მას წვერწამახული ლურსმნებგაჩრილი რკინის გავარვარებული ჩექმები ჩააცვეს და ცემით წაიყვანეს საპრყობილემდე.

მეორე დღეს, როცა დიოკლეტიანემ კვლავ ისურვა წმიდა გიორგის ნახვა, წამებულმა დაუზიანებელი ფეხი უჩვენა და ღიმილით უთხრა, ჩექმა ძალიან მომეწონაო. ამის გამო ისე ცემეს ხარის გამხმარი ძარღვებით, რომ წმიდანის სისხლი და ხორცი მიწას შეერია, მაგრამ მისი სიმტკიცე მაინც ვერ გასტეხეს. იმპერატორმა დასახმარებლად წარმართ მოგვს ათანასეს უხმო. ათანასემ შეზავებული სითხით სავსე ორი თასი მისცა მოწამეს, პირველს მორჩილი უნდა გაეხადა იგი, მეორეს კი უნდა მოეკლა. მოწამემ მშვიდად შესვა ორივე და კვლავ ადიდა ღმერთი.

მისნის რჩევით დიოკლეტიანემ წმიდა გიორგის უბრძანა, ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად მიცვალებული აღედგინა მკვდრეთით. წმიდანი საფლავთან მიიყვანეს. მან უფალს შეჰღაღადა: "უფალო იესო! წინაშე შენსა წარმომდგართ უჩვენე, რომ ერთი ღმერთი ხარ მთელი ქვეყნისა, რათა გიცნან შენ, ყოვლადძლიერი მეუფე ჩვენი".

მიწა იძრა, საფლავი გაიხსნა და მიცვალებული მკვდრეთით აღდგა. ამ სასწაულის მოწმეებმა ერთხმად ადიდეს ღმერთი, თვით იმ წამსვე აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება, წმიდა გიორგის დაუჩოქა და სთხოვა, ცოდვები მიეტევებინა მისთვის. გამძვინვარებულმა დიოკლეტიანემ სიკვდილით დასაჯა ათანასეც და მკვდრეთით აღმდგარი კაციც, წმიდა გიორგი კი კვლავ საპრყობილეში ჩააგდო, რათა მეორე დღესვე სიკვდილით დაესაჯა იგი, თუკი საბოლოოდ არ უარყოფდა ქრისტეს.

იმ ღამეს წმიდა გიორგის თავად მაცხოვარი ეჩვენა. უფალმა გვირგვინით შეუმკო თავი მოწამეს და უთხრა: "ნუ გეშინინ, მხნე იყავ, განძლიერდი. მალე მიხილავ და მიიღებ შენთვის განკუთვნილ ადგილს".

დილით დიოკლეტიანემ კიდევ ერთხელ შესთავაზა წმიდა მოწამეს, თაყვანი ეცა კერპებისთვის. წმიდა გიორგი დათანხმდა მბრძანებელს აპოლონის ბომონში გაყოლაზე, ხოლო როცა გახარებულმა იმპერატორმა პატივით შეიყვანა იგი სამსხვერპლოში, წმიდანი მიუახლოვდა კერპს, ჯვარი გადასახა, ყველა კერპი თავისით დაიმსხვრა.

ხალხი აბობოქრდა. ქურუმები წმიდანის მოკვდინებას მოითხოვდნენ. ხმაურზე წმიდა დედოფალი ალექსანდრა მოვიდა. როცა ნახა, რომ წმიდა გიორგი სასიკვდილოდ მიჰყავდათ, თვითონაც აღიარა ქრისტიანობა და დიოკლეტიანესაგან სიკვდილმისჯილი, სიხარულით გაჰყვა გვერდით საყვარელ წმიდანს.

დასჯის წინ წმიდა გიორგიმ მთელი გულით შესთხოვა უფალს, შეენდო მტარვალთათვის, რომელთაც არა უწყოდნენ, რას იქმოდნენ და სთხოვა, ჭეშმარიტი რწმენის შეცნობამდე მიეყვანა ისინი, შემდეგ კი მორჩილებით მოუდრიკა ქედი ჯალათის მახვილს. იგი აღესრულა 303 წლის 23 აპრილს. ანდერძისამებრ, წმიდა გიორგის სხეული დაკრძალეს პალესტინის ქალაქ რამლაში, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს კი გადაასვენეს წმიდანის სახელზე აშენებულ დიდ ტაძარში, ქალაქ ლიდაში.

წმიდა გიორგი ეწამა 30 წლის ასაკში და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას დღესასწაულობს ორჯერ: 23 აპრილს (6 მაისს) - წმიდანის აღსრულების დღეს და 10 (23) ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. (ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან საქართველოდან გადავიდა სხვა ადგილობრივ ეკლესიებში. ამის შესახებ იხ. 10 (23) ნოემბრის საკითხავში).

"წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ.