სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდასხმა დრონებით რუსულ ნავთობბაზებსა და გადამამუშავებელ ქარხანაზე - მასშტაბური ხანძრები და განადგურებული ნავთობპროდუქტები
თავდასხმა დრონებით რუსულ ნავთობბაზებსა და გადამამუშავებელ ქარხანაზე - მასშტაბური ხანძრები და განადგურებული ნავთობპროდუქტები

24 აპ­რილს რუ­სეთ­ში, სმო­ლენ­სკის ოლ­ქში, იარ­ცე­ვო­სა და როზ­დო­როს და­სახ­ლე­ბებ­ში მდე­ბა­რე "როს­ნეფ­ტის“ 2 ბა­ზა­ზე, რომ­ლებ­საც საწ­ვა­ვის და სა­პო­ხი მა­სა­ლე­ბის შე­სა­ნა­ხად და გა­და­სა­ტა­ნად იყე­ნებ­დნენ, აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მო­და. ამის შე­სა­ხებ UNIAN-ს ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და. შე­დე­გად გა­ნად­გურ­და 26 ათა­სი კუ­ბუ­რი მეტ­რი რუ­სუ­ლი საწ­ვა­ვი.

"ამ ბა­ზებ­ზე 26 ათა­სი კუ­ბუ­რი მეტ­რი რუ­სუ­ლი საწ­ვა­ვი იყო შე­ნა­ხუ­ლი, ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბე­ბის შემ­დეგ, ობი­ექ­ტებ­ზე მას­შტა­ბუ­რი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა და პერ­სო­ნა­ლის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და", - წერს გა­მო­ცე­მა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმა მოხ­და დრო­ნე­ბით.

ხან­ძა­რი გაჩ­ნდა რუ­სე­თის ქა­ლაქ სმო­ლენ­სკის ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხა­ნა­შიც. ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია რუ­სუ­ლი მე­დი­ას და­უ­დას­ტუ­რა რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, ვა­სი­ლი ანო­ხინ­მა.

"ჩვე­ნი რე­გი­ო­ნი კვლავ უკ­რა­ი­ნუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის თავ­დას­ხმის ქვე­შაა. რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა სა­ჰა­ე­რო სა­მიზ­ნე­ებს ებ­რძვის. საწ­ვა­ვი­სა და ენერ­გე­ტი­კულ სა­მო­ქა­ლა­ქო ობი­ექ­ტებ­ზე მტრის თავ­დას­ხმის შე­დე­გად ხან­ძა­რი გაჩ­ნდა სმო­ლენ­სკის და იარ­ცე­ვოს რა­ი­ო­ნებ­ში, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ას აწარ­მო­ებს", - წერს ანო­ხი­ნი და მო­სახ­ლე­ო­ბას სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­დებს.

რო­გორც "UNIAN“ იტყო­ბი­ნე­ბა, ამ ღა­მით­ვე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ნავ­თო­ბის ობი­ექ­ტებ­ზე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და ქა­ლაქ ლი­პეცკ­შიც.

ლი­პეც­კის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, იგორ არ­ტა­მო­ნო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ქა­ლაქ ლი­პეც­კის ინ­დუსტრი­ულ ზო­ნა­ში ჩა­მო­ვარ­და, თუმ­ცა ამას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბი.

  • მო­ამ­ზა­და ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კომბლე
10

თუ სწორად მახსოვს სარკინიგზო ცისტერნის მოცულობა 60 კუბური მეტრია...გამოდის მინიმუმ 400 ცისტერნა გაანადგურეს! მალადეც ხახოლებს!...

Qeto
17

ყოჩაღ უკრაინა, წარმატებები და გამარჯვება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

თავდასხმა დრონებით რუსულ ნავთობბაზებსა და გადამამუშავებელ ქარხანაზე - მასშტაბური ხანძრები და განადგურებული ნავთობპროდუქტები

თავდასხმა დრონებით რუსულ ნავთობბაზებსა და გადამამუშავებელ ქარხანაზე - მასშტაბური ხანძრები და განადგურებული ნავთობპროდუქტები

24 აპრილს რუსეთში, სმოლენსკის ოლქში, იარცევოსა და როზდოროს დასახლებებში მდებარე "როსნეფტის“ 2 ბაზაზე, რომლებსაც საწვავის და საპოხი მასალების შესანახად და გადასატანად იყენებდნენ, აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ UNIAN-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა. შედეგად განადგურდა 26 ათასი კუბური მეტრი რუსული საწვავი.

"ამ ბაზებზე 26 ათასი კუბური მეტრი რუსული საწვავი იყო შენახული, ძლიერი აფეთქებების შემდეგ, ობიექტებზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა", - წერს გამოცემა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა დრონებით.

ხანძარი გაჩნდა რუსეთის ქალაქ სმოლენსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაშიც. ამის თაობაზე ინფორმაცია რუსული მედიას დაუდასტურა რეგიონის გუბერნატორმა, ვასილი ანოხინმა.

"ჩვენი რეგიონი კვლავ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის ქვეშაა. რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვა საჰაერო სამიზნეებს ებრძვის. საწვავისა და ენერგეტიკულ სამოქალაქო ობიექტებზე მტრის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა სმოლენსკის და იარცევოს რაიონებში, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო შედეგების ლიკვიდაციას აწარმოებს", - წერს ანოხინი და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

როგორც "UNIAN“ იტყობინება, ამ ღამითვე რუსეთის ფედერაციაში ნავთობის ობიექტებზე თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ლიპეცკშიც.

ლიპეცკის ოლქის გუბერნატორის, იგორ არტამონოვის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქ ლიპეცკის ინდუსტრიულ ზონაში ჩამოვარდა, თუმცა ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანები.

  • მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა